საფრანგეთის ხელისუფლებამ ტურიზმის მხარდასაჭერად 26 მილიარდი ევრო გამოყო

საფრანგეთის ხელისუფლებამ ტურიზმის მხარდასაჭერად 26 მილიარდი ევრო გამოყო

access_time2021-04-02 19:30:00

საფრანგეთის ხელისუფლებამ ტურიზმის სექტორის საწარმოებს ფინანსური დახმარების სახით 26 მილიარდი ევრო გამოუყო.


საგარეო უწყების სახელმწიფო მდივნის ჟან-ბატისტ ლემუანის განცხადებით, 26 მილიარდიდან 11 მილიარდი ევრო სახელმწიფო გარანტიებით გაცემული საბანკო კრედიტია, ხოლო 6 მილიარდი სუბსიდიების სახით გაიცემა კომპანიებზე, რომლებმაც სახელმწიფო შეზღუდვების გამო საქმიანობა შეწყვიტეს.


„ზაფხულის სეზონს დიდი იმედით ველოდებით. ვაქცინაციას სწრაფად დავასრულებთ და ივნისის ბოლოს უკვე 30 მილიონი ვაქცინირებული მოქალაქე გვეყოლება. გრძელვადიანი კარანტინის შემდეგ ალბათ, ბევრი ადამიანი მოისურვებს სუფთა ჰაერის ჩაყლაპვას. მოვუწოდებ ფრანგებს, რომ წელს დასასვენებლად საფრანგეთი აირჩიონ,“ - განაცხადა ლემუანმა.


ამასთან, სახელმწიფო მდივანმა ფრანგებს მოუწოდა, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ხელახალ რეგულაციებს, რომელიც ხვალიდან უნდა ამოქმედდეს. ლემუანის თქმით, ეს აუცილებელია, რათა „წლევანდელი ზაფხული გადარჩეს“ და რესტორნებმა და სხვა დაწესებულებებმა მუშაობა გარანტირებულად განაახლონ.


„მაისის შუა რიცხვებიდან ობიექტები ნაბიჯ-ნაბიჯ გაიხსნება, ეს კი ჩვენი მოქალაქეებისგან წესების დაცვას მოითხოვს, რომ ნორმალურ ცხოვრებას მალე დავუბრუნდეთ,“ - განაცხადა ჟან-ბატისტ ლემუანმა.



საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების შემცირების მიზნით, საყოველთაო კარანტინი მესამედ გამოცხადდა. პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ 3 აპრილიდან, მინიმუმ 3 კვირის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლები დაიხურება და ონლაინ-რეჟიმზე გადავა. დაიხურება, აგრეთვე, მეორეხარისხოვანი მაღაზიები, მოქალაქეებს კი, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, საკუთარი სახლებიდან 10 კილომეტრზე მეტი რადიუსით გადაადგილება აეკრძალებათ. ძალაში დარჩება კომენდანტის საათი, რომელიც ყოველდღე 19:00 საათიდან მოქმედებს.


მაკრონის თქმით, ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად აპრილის თვე გადამწყვეტი იქნება.


„თუ ახლა არ ვიმოქმედეთ, კონტროლს დავკარგავთ,“- განაცხადა პრეზიდენტმა.



BPN.GE





თეგები:
ტურიზმი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up