საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი - 2008 წელს საქართველო ნაწილებად დაიგლიჯა

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი - 2008 წელს საქართველო ნაწილებად დაიგლიჯა

access_time2019-03-19 10:45:16

ევროპელები უყურებენ უკანასკნელ მოვლენებს და ხედავენ, რომ ევროპის უსაფრთხოების გარემო მკაცრი გამოცდის წინაშე დადგა. 2008 წელს საქართველო ნაწილებად დაიგლიჯა. 2014 წელს კი, უკრაინის ჯერი დადგა, - ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ფლორენს პარლიმ, ვაშინგტონში, "ატლანტიკურ საბჭოში" ევროპის თავდაცვაზე საუბრისას განაცხადა.


როგორც „ამერიკის ხმა“ წერს, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ევროპის მიერ საფრთხეების გაანალიზებაა საჭირო. ასევე, გამოსვლისას, პარლიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოთხოვნასაც უპასუხა, რომ ნატო-ს ევროპელმა მოკავშირეებმა თავდაცვაზე საკუთარი ბიუჯეტის 2 პროცენტი უნდა დახარჯონ.


მისი თქმით, საფრანგეთი ყველაფერს გააკეთებს, ევროპელებთან ერთად, რომ „აიღოს უფრო მეტი პასუხისმგებლობა“. პარლის თქმით, ევროპის მიერ საკუთარი შესაძლებლობების გაძლიერება ვაშინგტონს ტვირთს შეუმსუბუქებს.


„ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ დახმარებისთვის და არ დაველოდოთ, რომ საზღაურს ყოველთვის შეერთებული შტატები გადაიხდის. ევროპული დედაქალაქების შეშფოთება პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან ვაშინგტონის ნატო-ს წევრად დარჩენის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებამ გამოიწვია“,- აღნიშნა მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში, რომელსაც „ამერიკის ხმის“ ქართული ბიურო ავრცელებს.


პარლის თქმით, ევროპელებმა დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ „ის რაც აქამდე წარმოუდგენელი იყო შესაძლოა, ნელ-ნელა ხდებოდეს“.



პარლიმ გააკრიტიკა პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივა ევროპული საერთო ჯარის თაობაზე, როგორც ამერიკის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. საკუთარ გამოსვლაში პარლიმ შეერთებული შტატების მიერ, საბჭოთა კავშირთან დადებული საშუალო და მოკლე რადიუსის ბირთვული შეიარაღების შეზღუდვის შეთანხმებიდან გამოსვლაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საჭიროა ნატოს მოკავშირეებს ერთიანი პოზიცია ქონდეთ.


„ფაქტია, რუსეთი არ ასრულებს INF-ის ვალდებულებებს და ეს ქმნის უდიდეს საფრთხეს ევროპელებისთვის, რადგან რუსების მიერ შექმნილ ახალ სისტემას ევროპის ტერიტორიაზე ექნება გავლენა და არა სხვაგან“, - აღნიშნა პარლიმ.


მინისტრმა მოსკოვის მიერ დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობებზეც ისაუბრა.


„დეზინფორმაცია, როგორც მითხრეს (რუსულად არ ვსაუბრობ) რუსული სიტყვაა - ვინ იცის რატომ, თუმცა ეს არ არის ჩავლილი ფაქტი, ეს არის მომავლის კონფლიქტის მუდმივი თანამგზავრი და ჩვენ მას ერთად უნდა გავუმკლავდეთ... ზოგჯერ სასწორზე ჩვენი დემოკრატიაა და ჩვენ ის უნდა დავიცვათ“, - აღნიშნა მინისტრმა.


პარლიმ შეერთებული შტატების და საფრანგეთის თანამშრომლობაზე, მის გაღრმავებაზე და უსაფრთხოების გამოწვევებზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საფრანგეთი დარჩება ამერიკის მოკავშირედ არა მხოლოდ დღევანდელი არამედ მომავალის გამოწვევების წინაშეც.


„მე მაქვს უფრო მნიშვნელოვანი მესიჯი, უბრალო მესიჯი: თქვენ შეგიძლიათ ჩვენი იმედი გქონდეთ, ჩვენ თქვენთან ერთად ვიქნებით, არა მხოლოდ დღევანდელ ომებში, არამედ ხვალინდელ ომებშიც“, - განაცხადა პარლიმ.


ipn.ge






კრემლი დონბასში რუსული პასპორტების დარიგებას იწყებს - რა იქნება ხვალ?

კრემლი დონბასში რუსული პასპორტების დარიგებას იწყებს - რა იქნება ხვალ?
access_time2019-04-25 20:30:24
24 აპრილს ვლადიმერ პუტინმა  ხელი მოაწერა ბრძანებას დონეცკის და ლუგანსკის არაღიარებული რესპუბლიკების მოსახლეობისთვის რუსული პასპორტების გამარტივებული წესებით დარიგების თაობაზე. დადგენილებაში ნათქვამია, რომ განაცხადების განხილვის პროცედურა  3 თვემდე შემცირდა და წესები იქნება გაცილებით უფრო მარტივი, ვიდრე ჩვეულებრივად - მოქალაქეობის მისაღებად არ იქნება აუცილებელი სპეციალური გამოცდის ჩაბარება და რუსეთში 5 წლის მანძილზე...

გერმანული Deutsche Bank და Commerzbank გაერთიანებაზე ვერ შეთანხმდნენ

გერმანული Deutsche Bank და Commerzbank გაერთიანებაზე ვერ შეთანხმდნენ
access_time2019-04-25 19:30:07
გერმანიის ორი უმსხვილესი ბანკი გაერთიანდებაზე ვერ შეთანხმდა. როგორც Deutsche Bank-ის და Commerzbank-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათ უკვე დაასრულეს შესაძლო გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებები. როგორც კომპანიების მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში წერია, ანალიზის შედეგად მხარეები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს გაერთიანება ბანკებს სარგებელს არ მოუტანდა. შედეგად ორივე ბანკმა გადაწყვიტა დაესრულებინათ დისკუსიები. გერმანიის ხელისუფლება, რომელიც...

კუს ტბის ადმინისტრაციამ მერიაში განაშენიანების ახალი, სამი პროექტი წარადგინა - უარის შემთხვევაში პასუხს გასაჩივრებთ

კუს ტბის ადმინისტრაციამ მერიაში განაშენიანების ახალი, სამი პროექტი წარადგინა -  უარის შემთხვევაში პასუხს გასაჩივრებთ
access_time2019-04-25 16:30:20
კუს ტბის ადმინისტრაციამ მერიაში ტერიტორიის განაშენიანების ახალი გეგმა წარადგინა. სივრცის მოწყობის გენერალური გეგმა, რომელიც დედაქალაქის მთავრობაში თითქმის ერთი წლის  წინ შევიდა, დღემდე გაჩერებულია. როგორც კომერსანტს კუს ტბის გენერალურმა დირექტორმა ნინო ბადაგაძემ განუცხადა, დღემდე უცნობია, რა მიზეზით არის გაჩერებული წინა, მასშტაბური  პროექტი. ამჟამად კი  მერიას  ცალ-ცალკე, სამი დამოუკიდებელი პროექტი...

არქიმანდრიტი კირიონი - რაც ხალხი აღელდა, საგარეომ და შსს-მ გამოიღვიძა, დამპირდნენ, რომ ხვალისთვის დავით გარეჯში პრობლემა მოგვარდება

არქიმანდრიტი კირიონი - რაც ხალხი აღელდა, საგარეომ და შსს-მ გამოიღვიძა, დამპირდნენ, რომ ხვალისთვის დავით გარეჯში პრობლემა მოგვარდება
access_time2019-04-25 15:31:13
სულ გვაწყნარებენ, გეგონება ჩვენ გიჟები ვართ,  და ეგენი ჭკვიანები და მშვიდები, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დავით გარეჯის არქიმანდრიტმა კირიონმა განუცხადა, რითაც ემოციური ქმედებებისა და განცხადებების თავშეკავებაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწოდებას უპასუხა. არქიმანდრიტი ამბობს, რომ მას ჰქონდა ხელისუფლებასთან კომუნიკაცია და დაპირდნენ, რომ ხვალისთვის პრობლემა, რომელიც დავით გარეჯშია შექმნილი, მოგვარდება. „უცხო სახელმწიფო რომ ჩაკეტავს ჩვენს...

მონღოლეთში ქართული სახლის გახსნა იგეგმება - რა პოტენციალი აქვს და რატომ უნდა დაინტერესდნენ ქართველი ბიზნესმენები მონღოლური ბაზრით (ინტერვიუ მონღოლეთში სავაჭრო სამრეწველო პალატის ოფიციალურ წარმომადგენელთან)

მონღოლეთში  ქართული სახლის გახსნა იგეგმება - რა პოტენციალი აქვს და რატომ უნდა დაინტერესდნენ ქართველი ბიზნესმენები მონღოლური ბაზრით (ინტერვიუ მონღოლეთში სავაჭრო სამრეწველო პალატის ოფიციალურ წარმომადგენელთან)
access_time2019-04-25 17:30:28
უკვე ერთი წელია საქართველო მონღოლეთთან სავაჭრო ურთიერთობით და ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვით...


მსგავსი სიახლეები

up