ხმათა100%–ის დათვლის შედეგების მიხედვით საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 27,6%–ით ლიდერობს. ეს მაჩვენებელი წინა არჩევნების შედეგებზე 3 პუნქტით მაღალია. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro წერს.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
ემანუელ მაკრონს პრეზიდენტობისთვის ბრძოლა მეორე ტურში მოუწევს მარინ ლე პმენთან, რომელმაც ხმების 23,41% მოიპოვა.
საფრანგეთში პრეზიდენტს პირდაპირი კენჭისყრით 5 წლის ვადით ირჩევენ. თუ პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა ხმათა უმრავლესობა, მეორე ტურში ყველაზე მეტი ხმის მქონე ორი კანდიდატი იბრძოლებს პრეზიდენტობისთვის.