საფრანგეთის საგარეო დაზვერვის ყოფილი უფროსი, ალენ ჟულე რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტულ ტელევიზიის RT-ის [Russia Today] წამყვანი გახდა. ინფორმაცია ამის შესახებ RT-ის საფრანგეთის ბიუროს ხელმძღვანელმა ქსენია ფიოდოროვამ გაავრცელა.13 წუთიანი გადაცემა, სახელწოდებით La Source [წყარო] ფრანგულენოვანი RT-ის ეთერში თვეში ორჯერ გავა და მისი ძირითადი თემატიკა გეოპოლიტიკა იქნება. ტელევიზიის მიერ გავრცელებულ კომუნიკეში ნათქვამია, რომ გადაცემაში საუბარი იქნება დიპლომატიაზე, კონფლიქტებზე, ტერორიზმზე, უსაფრთხოებაზე და კონკურენტულ დაზვერვებზე.
ყოველგვარი იდეულოგიზირებული მოსაზრებების გარეშე, პრაქტიკული გეოპოლიტიკა მოქალაქეებს დაეხმარება უკეთ გაიგონ ობიექტური რეალობა, — განაცხადა ალენ ჟულემ.
საკითხზე კომენტარი გააკეთა, RT-ის საფრანგეთის ბიუროს ხელმძღვანელმა ქსენია ფიოდოროვამ. მე ძალიან ბედნიერი, რომ ამ მასშტაბის ადამიანი, რუსული სახელმწიფო ტელევიზიის რედაქციაში იმუშავებს. დარმწუნებული ვარ მისი გადაცემები დაეხმარება მაყურებლებს უკეთ დაინახანოთ მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები, — განაცხადა ფიოდოროვამ.
ალან ჟულე არაერთხელ გამოსულა პრო-კრემლისტური პოზიციებიდან. ასე მაგალითად წინა წელს ერთ-ერთ ინტერვიუში სკრიპალების მოწამვლას ჟულემ ანგლოსაქსური მანიპულაცია უწოდა. წინა წლებში ჟულე აქტიურად აქებდა რუსეთის წარმატებებს სამხედრო სფეროში და ამბობდა, რომ რუსეთი არ არის დასავლეთის მოწინააღმდეგე და არ წარმოადგენს საფრთხეს.
ჟულემ, ასევე, გაამართლა რუსეთის ჩარევა სირიაში მიმდინარე კონფლიქტში. ალენ ჟულე საფრანგეთის საგარეო დაზვერვას 2002 წელს ხელმძღვანელობდა. მანამდე იგი საფრანგეთში ბრიტანული ბრენდის Mark&Spencer-ის აღმასრულებელი დირექტორი იყო.
tabula.ge