საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მინისტრთა ახალი კაბინეტი წარადგინა. ამის შესახებ გამოცემა France24 წერს.
პორტფელს მინისტრთა ახალ კაბინეტში ოთხი მინისტრი ინარჩუნებს. თანამდებობაზე რჩება ეკონომიკის მინისტრი ბრუნო ლე მერი, საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი, ჯანდაცვის მინისტრი ოლივერ ვერანი, განათლების მინისტრი ჟან-მიშელ ბლანკე და თავდაცვის მინისტრი ფლორენს პარლი.
მინისტრთა კაბინეტში შეიცვალნენ ძალოვანი მინისტრები. შინაგან საქმეთა მინისტრ კრისტოფ კასტანერს ჟერალდ დარმანინი, იუსტიციის მინისტრ ნიკოლ ბელუბეს კი იურისტი ერიკ დიუპონტ მორელი ჩაანაცვლებს, კულტურის მინისტრის პოსტს კი როსელინ ბაჩელოტი დაიკავებს.
ახალ კაბინეტში გარემოს დაცვის ახალ მინისტრად ბარბარა პომპილი დაასახელეს, იცვლება გენდერული თანასწორობის მინისტრიც და ამ პოსტს ელიზაბეტ მორენო დაიკავებს.
საფრანგეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპმა თანამდებობა 3 ივლისს დატოვა. ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჟან კასტექსი დანიშნა.
imedinews.ge