საფრანგეთის პრეზიდენტი რუსეთის ხელისუფლებას ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
„ალექსეი ნავალნისთვის გამოტანილი განაჩენი ყოვლად მიუღებელია. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ქონა დანაშაული არ არის. ადამიანის უფლებები და თავისუფლება დაცული უნდა იყოს,“ -წერს ემანუელ მაკრონი Twitter-ის გვერდზე.
მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის პირობითი სასჯელი პატიმრობით შეუცვალა და 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
imedinews.ge