საფრანგეთის პრემიერის ინფორმაციით, საპენსიო ასაკი არ გაიზრდება

საფრანგეთის პრემიერის ინფორმაციით, საპენსიო ასაკი არ გაიზრდება

access_time2019-12-11 23:00:29

საფრანგეთში საპენსიო რეფორმის შესახებ კანონი ძალაში 2022 წლის პირველი იანვრიდან შევა. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპმა განაცხადა.



მისი თქმით, საპენსიო რეფორმა სამ პრინციპს ეფუძნება, უნივერსალურობა, თანასწორობა და პასუხისმგებლობა. საფრანგეთის პრემიერი თქმით, უნივერსალური შეფასების სისტემა იქნება სამართლიანი და ყველა პენსიონერს თანაბარ უფლებას მიანიჭებს, რაც ასევე საშუალებას მისცემს დასაქმებულს, ერთი სამსახურიდან მეორეში დაბრკოლების გარეშე გადავიდეს.



აღსანიშნავია, რომ 62 წელზე შენარჩუნდება საპენსიო ასაკი, თუმცა საპენსიო ასაკს მიღწეული დასაქმებული პირები წახალისდებიან, თუ პენსიაზე 64 წლის ასაკში გავლენ. საპენსიო ასაკის 64 წლამდე გაზრდის ინიციატივას, საფრანგეთის მოქალაქეები მასშტაბური აქციებით აპროტესტებდნენ.



საპენსიო რეფორმა არ შეეხებათ 1975 წლამდე დაბადებულ პირებს. ასევე, 2004 წელს დაბადებული პირები, ვისაც 2022 წელს 18 წელი შეუსრულდება და დასაქმდება, იქნება პირველი თაობა, რომელიც ახალ საპენსიო სისტემაში სრულად ინტეგრირდება. ამასთან, 2022 წლიდან პენსიის მინიმალური ოდენობა 1 000 ევრო იქნება.



საპენსიო რეფორმის კანონპროექტი მზად წლის ბოლოსთვის იქნება, 2020 წლის 22 იანვარს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე წარადგენენ, პარლამენტი კი, თებერვლის მიწურულისთვის განიხილავს.



საფრანგეთში დღეისათვის 42 სხვადასხვა საპენსიო პროგრამა არსებობს. ხელისუფლების ინიციატივა ყველა მათგანის ერთ უნივერსალურ სისტემაში გაერთიანებას გულისხმობს. ამასთან პენსიის ოდენობა მომავალში ქულათა სისტემის მიხედვით განისაზღვრება და დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა სტაჟი აქვს საპენსიო ასაკს მიღწეულ ადამიანს. ამასთან, ახალი საპენსიო პროგრამის ფარგლებში, ქალებსა და მამაკაცებს თანაბარი ოდენობის პენსია ექნებათ. ამ დრომდე საფრანგეთში ქალებს მამაკაცებთან შედარებით, 50%-ით ნაკლები პენსია ჰქონდათ.



1tv.ge






მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე

მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე
access_time2020-05-25 20:00:15
სომხეთის პრემიერის ოჯახი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის გავლით სიგარეტის ექსპორტის გამო სკანდალში რომ გაეხვა, ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის ყოფილმა ელჩმა ვატიკანში მიკაელ მინასიანმა გაავრცელა. „კომერსანტმა“ მოიპოვა მასალა, სადაც მინასიანი თავის ვიდეომიმართვაში განმარტავს, რომ სქემის მიხედვით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ოჯახი სიგარეტის ექსპორტს ახორციელებს და ეს...

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა
access_time2020-05-25 19:30:03
„როგორც საქართველოს, ასევე ლატვიის მხრიდან არის მზადყოფნა, რათა აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა. ახლა მთავარია, ორი ქვეყნის მთავრობებმა ძალიან სწრაფად გავცვალოთ ის პროტოკოლები, რომელთა მიხედვითაც ჩვენს შორის ადამიანების მიმოსვლის დროს უსაფრთხოება იქნება დაცული. ეს არის სწრაფი და ეფექტური გზა იქითკენ, რომ ჩვენ, ზაფხულის სეზონზე, შევძლოთ ვუმასპინძლოთ ტურისტებს როგორც ლატვიიდან, ასევე მთლიანად ბალტიის ქვეყნებიდან უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების...

25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა

25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა
access_time2020-05-25 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.      ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 25 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი აშშ დოლართან...

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების 4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების  4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს
access_time2020-05-25 18:00:49
უძრავი ქონების პლკატფორმა Livo ვარაუდობს, რომ მთავრობა იპოთეკურ სესხებს 4%-ით დაასუბსიდირებს.როგორც პლატფორმის დამფუძნებელმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა, თუ სახელმწიფო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, წელს თბილისში საცხოვრებელი ქონების დონე 2019 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდება. კითხვაზე თუ აქვს მოლოდინი რომ მთავრობა იპოთეკური სესხების 4%-ით სუბსიდირებაზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, გიორგი ჩუმაშვილი ამბობს, რომ ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი, სწორი და სამართლიანი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-05-25 21:30:49
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ივლისიდან გადაუდებელ სამედიცინო დახმარებასა და კარდიოქირურგიაში სანებართვო მოთხოვნები მკაცრდება საქართველოს მთავრობის № 520-ე დადგენილების ამოქმედების შემდეგ ახალი ცვლილებების დრო დადგა. ამჯერად, საქმე ეხება №385-ე...


მსგავსი სიახლეები

up