საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა მოქალაქეებს მოუწოდა, კორონავირუსთან ბრძოლაში სიფხიზლე არ მოადუნონ.
„სიფხიზლე არ უნდა მოვადუნოთ. ვირუსი შვებულებაში არ გასულა. ჩვენც არ უნდა გავიდეთ. ამას ვამბობ მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დავიკავე“, - განაცხადა ჟან კასტექსმა.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ თითოეული ფრანგი კორონავირუსთან დაკავშირებით ყურადღებით უნდა იყოს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge