საფრანგეთის მარეგულირებელმა ჯანდაცვის მუშაკებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის გამოყენებას რეკომენდაცია გაუწია.
4 ოქტომბერს, ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) ძლიერ დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე პირებში კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინების მესამე დოზის გამოყენება დაუშვა.
გარდა ამისა, ევროკავშირის მარეგულირებელმა Pfizer-ის ვაქცინის მონაცემები შეაფასა, რომელიც ანტისხეულების დონის მატებას ცხადყოფს, როდესაც გამაძლიერებელი დოზა 18-დან 55 წლამდე ასაკის ადამიანებში მეორე დოზის მიღებიდან დაახლოებით 6 თვის შემდეგ ინიშნება.
აღნიშნული მონაცემების საფუძველზე, ევროპის წამლის სააგენტოს კომიტეტმა დაასკვნა, რომ 18 წლისა და 18 წლის ზემოთ პირებში გამაძლიერებელი დოზის მეორე დოზის მიღებიდან, სულ მცირე, 6 თვის შემდეგ მიღება განხილული შეიძლება იყოს.
imedinews.ge