საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი: შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ომი უკვე დაიწყო

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი: შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ომი უკვე დაიწყო

access_time2018-07-22 11:08:16

შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ომი უკვე დაიწყო. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა, ბრუნო ლე მერმა განაცხადა. 

მინისტრმა აღნიშნა, რომ ასეთი კონფლიქტი მსოფლიო ეკონომიკურ ზრდას საფრთხეს უქმნის.
"ოცეულის ჯგუფიდან“ ყველას ესმის, რომ სავაჭრო ომი რეალობაა და გლობალური ზრდის რისკი არსებობს", - ციტირებს სააგენტო მინისტრის სიტყვებს.

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ვაშინგტონს სატარიფო ბარიერების გაუქმებისკენ მოუწოდა.
"ვთხოვ აშშ-ს, რომ დაუბრუნდეს საერთო აზრს და პატივი სცეს გლობალურ წესებს [ვაჭრობის] მათი მოკავშირეების მიმართ", - მიმართა მან აშშ-ს მთავრობას.

"ჩვენ ვერ დავუშვებთ იმას, რომ ჩვენი მცირე და საშუალო ზომის საწარმოებმა იმაზე მეტი გადასახადი გადაიხადონ, ვიდრე Google-მა, Amazone-მა და Facebook-მა. ეს სამართლიანობას ეხება ", - დასძინა მინისტრმა. 

მინისტრმა აღნიშნა, რომ პარიზი ბერლინს შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების საკითხზე სოლიდარობას უცხადებს. 



Ipress





“საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რჩევები“ - დარგის სპეციალისტები კრისტინ ლაგარდის ვიზიტს “კომერსანტთან“ აფასებენ

“საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რჩევები“ - დარგის სპეციალისტები კრისტინ ლაგარდის ვიზიტს “კომერსანტთან“ აფასებენ
access_time2019-05-20 19:00:52
...

Google Amazon-ს კონკურენციას გაუწევს

Google Amazon-ს  კონკურენციას გაუწევს
access_time2019-05-20 20:00:13
რამდენიმე დღის წინ Google-მა განაახლა სერვისები, რომლებიც დაკავშირებულია ონლაინ ვაჭრობასთან. განახლებული Google Shopping და Google Express დაეხმარება კლიენტებს საქონლის მოძიებაში და ფასების შედარებაში სხვადასხვა გამყიდველებთან. ექსპერტების აღნიშნავენ, რომ ეს არის ახალი ტენდენცია - Google აქტიურად იწყებს ბრძოლას ონლაინ-ვაჭრობის ბაზარზე პირველობისთვის. 16 წლის წინ კომპანიამ, რომელიც ჯერ ბირჟაზეც კი არ იყო გასული,...

თემურ ბასილია: „მიდგომა, რომელიც დღეს ქვეყანაში საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, სწორია“

თემურ ბასილია: „მიდგომა, რომელიც დღეს ქვეყანაში საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, სწორია“
access_time2019-05-20 18:00:16
„საპენსიო რეფორმის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოხდება ამ რესურსების მართვა,“— ასე აფასებს  2019 წლის 1 იანვარს ამოქმედებულ  საპენსიო რეფორმას საქართველოს ყოფილი ყოფილი ვიცე პრემიერი, ყოფილი პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი თემურ ბასილია „კომერსანტთან“  ექსკლუზიურ ინტერვიუში. როგორც ბასილია განმარტავს, მიდგომა, რომელიც დღეს ქვეყანაში საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, სწორია. მისივე...

მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი: ე.წ. სტაიანშიკების მიმართ მოწყალებას ვიჩენთ

მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი: ე.წ. სტაიანშიკების მიმართ მოწყალებას ვიჩენთ
access_time2019-05-20 17:00:16
წელიწადზე მეტია, რაც საპარკინგე ადგილების ადმინისტრირება თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დაქვემდებარებაში გადავიდა, თუმცა არჩევნებამდე დაპირებული პარკირების  პრობლემა არათუ მოგვარდა, კიდევ ურო დამძიმდა. უამრავ მიზეზებთან ერთად “კომერსანტთან“ ექსპერტები ე.წ. სტაიანშიკებსაც ასახელებენ, რომლებიც დედაქალაქში თვითნებურად მუშაობენ და საკუთარ წესებს ადგენენ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე ამ თემაზე...

„m²“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს სასტუმროების ქსელის განვითარების კონცეფცია გააცნო

„m²“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს სასტუმროების ქსელის განვითარების კონცეფცია გააცნო
access_time2019-05-20 13:25:06
ა/წ 17მაისს, 18:00 საათზე, სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ დეველოპერულმა კომპანია „m²“-მა, ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, მიღება გამართა და სავაჭრო პალატის წევრ კომპანიებს სასტუმროების ქსელის განვითარების ახალი მიმართულებისკონცეფცია წარუდგინა. ამ ეტაპზე, სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით, საქართველოს მასშტაბით, 10 სასტუმროს გახსნა იგეგმება, რომლებიც,საერთო ჯამში,1,000-ზე მეტ ნომერს გააერთიანებს.სრული ინვესტიცია სასტუმროების განვითარების...


მსგავსი სიახლეები

up