საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი ბრუნო ლე მერი აცხადებს, რომ კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენის მიზნით სტიმულირების ფონდის შექმნის თაობაზე შეთანხების მიღწევა შესაძლებელი და აუცილებელია, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი ავრცელებს.
„შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. შეთანხმება აუცილებელია,“- განაცხადა ბრუნო ლე მერიმ.
მისივე თქმით, 21-ე საუკუნეში ევროპის მომავალი რისკის ქვეშ დგას.
შეგახსენებთ, ბრიუსელში, სამდღიანი ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკავშირის ლიდერები კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენისკენ მიმართული მასშტაბური სტიმულირების ფონდის შექმნის თაობაზე კვლავ ვერ შეთანხმდნენ, ამიტომ სამიტი დღესაც გრძელდება. ლიდერები ერთ ტრილიონ ევროზე მეტი მოცულობის ევროკავშირის 7 - წლიან ბიუჯეტს განიხილავენ და კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის გაჯანსაღებისკენ მიმართული ფონდის შექმნაზე მსჯელობენ, თუმცა ფინანსურ საკითხებზე ევრობლოკის შიგნით აზრთა სხვადასხვაობაა.
ipn