საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მერმა ქვეყნის პარლამენტის ქვედა პალატის ნაციონალურ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყანა 100 მლრდ ევროს ხარჯავს ინფლაციასთან ბრძოლის წინააღმდეგ 2021-2023 წლებში. ამის შესახებ ინფორმაციას BFMTV ავრცელებს.
„2021 წელის ოქტომბერში ჩვენ მივიღეთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ხუთი წლის განმავლობაში, დავადგინოთ სატარიფო ფარი ელექტროენერგისა და გაზის ფასებზე. შედეგად ჩვენ გვაქვს ინფლაციის ყველაზე დაბალი დონე ევროზონაში“, - განაცხადა ლე მერმა.
მისი თქმით, ქვეყანა ჯამში 100 მლრდ ევროს დახარჯავს 2021-2023 წლებში, რათა მოსახლეობა ფასების ზრდისგან დაიცვას.
მისივე თქმით, ამ სახით გაწეული დახმარების დაფინანსება არ მოხდება გადასახადების გაზრდით.
BFMTV აღნიშნავს, რომ საფრანგეთში ფასების ზრდის დონემ ოდნავ დაიკლო და 6,2% შეადგინა, მაშინ როცა ევროზონის საშუალო მაჩვენებელი 10%-ია. ტელეკომპანიის ცნობითვე, სატარიფო ფარის შენარჩუნება მოხდება ასევე 2023 წელსაც და გაისად ჯამში ქვეყნის ბიუჯეტს ეს 46 მლრდ ევრო დაუჯდება.
წყარო: bpn.ge/