საფრანგეთი გიგანტ ტექნოლოგიურ კომპანიებს 2019 წლიდან მსხვილ გადასახადს დააკისრებს

საფრანგეთი გიგანტ ტექნოლოგიურ კომპანიებს 2019 წლიდან მსხვილ გადასახადს დააკისრებს

access_time2018-12-23 11:45:02

უცხო ქვეყნების ტექნოლოგიური გიგანტებისთვის 2019 წლის 1 ინვრიდან ახალი საგადასახო სისტემა ამოქმედდება. კერძოდ, საფრანგეთი მათ 2019 წლიდან მსხვილ გადასახადს დააკისრებს , მათ შორისაა Google და Facebook-იც. ამის შესახებ The New York Times-ი წერს.

აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილება ოფიციალურმა პარიზმა დამოუკიდებლად ისე მიიღო, რომ არ დაელოდა ამ საკითხზე ევროკავშირის გადაწყვეტილებას. საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის ბრუნო ლე ემრის განცხადებით, მსგავსი გადასახადის ამოქმედება ქვეყანას წლიურად 500 მილიონი ევროს შემოსავალს მოუტანს.

მანამდე საფრანგეთის ცენტრალურმა ბანკმა 2018-2019 წლის ეკონომიკის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი შეამცირა. „ყვითელი ჟილეტების“ აქციების გამო საფრანგეთში ზრდის მაჩვენებელმა 1,6-დან 1,4%-მდე დაიწია.

ასევე ფინანსური ზომები, რომელსაც პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი „ყვითელი ჟილეტების“ მასობრივი პროტესტის საპასუხოდ დათანხმდა, საფრანგეთის ბიუჯეტს 8-დან 10 მილიარდამდე ევრო დაუჯდება. 10 დეკემბერს მაკრონი მოსახლეობას 2019 წლიდან საარსებო მინიმუმის €100 მომატებასა და საგადასახადო შეღავათების ნაწილში დათმობაზე წასვლას დაჰპირდა


17 ნოემბერს დაწყებულ საპროტესტო ტალღას საფრანგეთში 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ე.წ. „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა.


imedinews 


თეგები:
საფრანგეთი



წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა
access_time2021-05-11 10:54:33
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში მორიგი საგაზაფხულო სეზონი გაიხნა. „მეხსიერების ფრაგმენტები“ სერგო ფარაჯანოვის და გოგი ალექსი-მესხიშვილის ნამუშევრების ერთობლივი გამოფენის სახელწოდებაა, რომელიც ამ ორი ხელოვანის შემოქმედებას განსაკუთრებული რაკურსით წარმოაჩენს.     კერძო კოლექციებიდან შეგროვებული ნამუშევრების უმეტესობას დამთვალიერებელი წინანდლის მუზეუმის საექსპოზიციო სივრცეში პირველად იხილავს. მათი შემოქმედებისთვის ვიზუალური თხრობაა დამახასიათებელი და...

„თიბისის“ და „საქართველოს ბანკის“ სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის ოდენობა რადიკალურად შემცირდა - რა გამოიწვია „ამორეზერვებამ“?

„თიბისის“ და „საქართველოს ბანკის“ სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის ოდენობა რადიკალურად შემცირდა - რა გამოიწვია „ამორეზერვებამ“?
access_time2021-05-11 10:00:53
კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2021 წლის I კვარტლის მონაცემების მიხედვით, Top 5 კომერციული ბანკის სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის ოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ პანდემიის გამო საბანკო სესხების ნაწილი „ამორეზერვდა“, რამაც რადიკალურად შეამცირა სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის მაჩვენებელი. „ბანკებმა მსესხებლებს 2 ეტაპად...

„რითეილ ბაზრის მოთამაშეები არათანაბარ პირობებში არიან და მათ თანაბარი შესაძლებლობები არ ეძლევათ“ – „ფრესკო“

„რითეილ ბაზრის მოთამაშეები არათანაბარ პირობებში არიან და მათ თანაბარი შესაძლებლობები არ ეძლევათ“ – „ფრესკო“
access_time2021-05-11 11:00:25
ხელისუფლების მხრიდან რითეილ ბიზნესების არათანაბარ პირობებში ჩაყენებაზე არაერთი ამ ბაზრის მოთამაშე საუბრობს. ძირითად შემთხვევაში პრობლემა ჰიპერმარკეტების ქსელ „კარფურს“ უკავშირდება და მის მიმართ ხელისუფლების მხრიდან პრივილეგიების მინიჭებას. არსებულ არაკონკურენტულ გარემოზე „ფრესკოშიც“ საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ რითეილ სექტორისთვის ასევე პრობლემაა გამჭვირვალობის ნაკლებობა და ერთიანი სტანდარტის არ არსებობა. „კომერსანტთან“ ფრესკოს გენერალურმა დირექტორმა...

10 მაისი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

10 მაისი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2021-05-10 18:00:34
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 10 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 10 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 11 მაისისაა) ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-05-10 21:00:50
საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შავ სიში შეყვანილ კომპანიას საქართველოს მთავრობამ 805 843 391 ღირებულების 7 კონტრაქტი გაუფორმა ერთ-ერთი ასეთი კომპანია „SINOHYDRO Corporation Limited“ - ია, კომპანია რომელიც მსოფლიოში თავისი ცუდი რეპუტაციით...


მსგავსი სიახლეები

up