საფრანგეთი, ბრიტანეთი და გერმანია ირანს ურანის გამდიდრების შესახებ გადაწყვეტილების გადახედვას ურჩევენ.ერთობლივ განცხადებაში ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და თეირანს აფრთხილებენ, უკან წაიღოს ეს გადაწყვეტილება.
ბირთვული შეთანხმებით გათვალისწინებული შეზღუდვის მიუხედავად ირანმა ურანის გამდიდრება 5%-მდე გაზარდა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, აბას არაკჩის განცხადებით, ბირთვული შეთანხმება შესაძლოა აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე გაუქმდეს.
7 ნოემბერს თეირანმა ბირთვულ ობიექტ „ფორდოზე“ სამუშაოები განაახლა. ირანმა და ექვსმა შუამავალმა ქვეყანამ 2015 წლის 14 ივლისს ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის საფუძველზეც ირანს აშშ-ის, ევროკავშირისა და გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დაწესებული ეკონომიკური და ფინანსური სანქციები მოეხსნებოდა.
ეს გეგმა 2016 წლის 16 იანვრიდან ამოქმედდა. თუმცა ვაშინგტონი ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გავიდა და ირანს სანქციები დაუწესა, რომელთა ახალი პაკეტიც პირველ ნოემბერს ამოქმედდა.
imedinews.ge