საფრანგეთი და იტალია უკრაინას საჰაერო თავდაცვის კომპლექსებს გაზაფხულზე მიაწვდიან - სებასტიენ ლეკორნუ
საფრანგეთი და იტალია უკრაინას SAMP-T-Mamba-ს საჰაერო თავდაცვის სისტემებს ამ გაზაფხულზე მიაწვდიან. ამის შესახებ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა სებასტიენ ლეკორნუმ სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა. მისი თქმით, სარაკეტო სისტემების მიწოდება შეთანხმებულია იტალიის თავდაცვის მინისტრ გვიდო კროზეტოსთან.
„იტალიის თავდაცვის მინისტრთან გვიდო კროზეტოსთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ 2023 წლის გაზაფხულზე უკრაინას SAMP-T-Mamba საჰაერო თავდაცვის სისტემები მივაწოდოთ. ეს სისტემა დაიცავს სამოქალაქო მოსახლეობას და ინფრასტრუქტურას რუსეთის მხრიდან თავდასხმებისგან, როგორც ამას ოლექსი რეზნიკოვი ითხოვდა“, - წერს საფრანგეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი Twitter-ზე.
უკრაინამ საფრანგეთსა და იტალიას SAMP-T-Mamba-ს საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების თხოვნით 2022 წლის ოქტომბერში მიმართა.