ესპანეთმა და საფრანგეთმა განაცხადეს, რომ თურქეთში მაშველებს გაგზავნიან.
საფრანგეთიდან თურქეთში 139 მაშველი გაემგზავრება და სამძებრო სამუშაოებში ჩაერთვება - ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯერალდ დარმანინმა ორშაბათს საღამოს განაცხადა და დასძინა, რომ ეს „ევროპული სოლიდარობის ნაწილია“
„საფრანგეთი სრულ სოლიდარობას უცხადებს თურქეთს ამ საშინელ ვითარებაში“, აღნიშნა მინისტრმა.
ესპანეთი 85 სპეციალისტისგან შემდგარ ჯგუფს თურქეთში სამძებრო-სამაშველო ოპერაციების მხარდასაჭერად გააგზავნის , ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
სამინისტროს ცნობით, ერთი გუნდი, 50 წევრით თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საგანგებო სიტუაციების განყოფილებიდან სამხრეთ ესპანეთის მორონის საჰაერო ძალების ბაზიდან, ხოლო მეორე გუნდი, მადრიდის რეგიონული მთავრობის საგანგებო რეაგირების განყოფილებიდან გაემგზავრება.
ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმმა დაადასტურა თურქეთის მიერ ესპანეთიდან ამ დახმარების მიღება, დასძინა სამინისტრომ.