საფრანგეთი, ბრიტანეთი და გერმანია ირანს მოუწოდებენ, რომ ურანის ლითონის სამუშაოები შეაჩეროს

საფრანგეთი, ბრიტანეთი და გერმანია ირანს მოუწოდებენ, რომ ურანის ლითონის სამუშაოები შეაჩეროს

access_time2021-01-16 19:10:56

ევროპის ქვეყნებმა ირანს მოუწოდეს არ დაიწყოს მუშაობა ურანის ლითონზე დაფუძნებული საწვავის გამომუშავებაზე კვლევითი რეაქტორისთვის და განაცხადეს, რომ ეს წინააღმდეგობაში მოდის 2015 წელს გაფორმებულ ბირთვულ ხელშეკრულებასთან.

"ირანს მძლავრად მოვუწოდებთ შეწყვიტოს ეს ნაბიჯები და დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს ერთობლივი სრულმასშტაბიანი სამოქმედო გეგმის პირობების შესრულებას, თუკი ის სერიოზულად ეკიდება ხელშეკრულების ძალაში დატოვებას" - აცხადებენ საფრანგეთი, ბრიტანეთი და გერმანია 16 იანვარს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში. "ურანის ლითონის წარმოებას აქვს მძიმე სამხედრო შედეგების პოტენციალი" - წერია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ 2015 წლის ხელშეკრულებით ირანმა იკისრა ვალდებულება 15 წლის განმავლობაში არ ეწარმოებინა ურანის ლითონი და არ ჩაეტარებინა კვლევა ურანის მეტალურგიაში.

ვენაში დაფუძნებლი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) მანამდე განაცხადა, რომ ირანისგან მიიღო შეტყობინება ურანის ლითონის წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობის დამონტაჟების შესახებ, რაც 2015 წლის ხელშეკრულების მორიგ დარღვევას წარმოადგენს.

ირანი აცხადებს, რომ ურანის ლითონის კვლევა და წარმოების განვითარება არის ნაწილი მისი "დეკლარირებული მიზნისა, შექმნას საწვავის გაუმჯობესებული ტიპი" - ამბობს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო.


თეირანი ნელ-ნელა ამცირებს ბირთვული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხარისხს, პასუხად აშშ-ის ნაბიჯისა - რომელიც ხელშეკრულებას 2018 წელს გამოეთიშა და ირანს მკაცრი სანქციები აღუდგინა. მას შემდეგ გაღრმავდა დაძაბულობა თეირანსა და ვაშინგტონს შორის.


Radiotavisupleba.ge




ბაიდენის პირველი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

ბაიდენის პირველი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
access_time2021-03-03 20:15:55
        აშშ-ს ახალმა პრეზიდენტმა რუსეთს ალექსეი ნავალნის მოწამლვის და დაპატიმრების გამო სანქციები დაუწესა.გადაწყვეტილების საფუძველი ამერიკის დაზვერვის სამსახურების დასკვნა გახდა, რომლის თანახმადაც მაღალი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ 2020 წლის აგვისტოში რუსეთის სპეცსამსახურებმა ნავალნის წინაამღდეგ უკვე საყოველთაოდ ცნობილი მომწამლველი ნივთიერება „ნოვიჩოკი“ გამოიყენეს. პირველ რიგში პერსონალური სანქციები 7 რუსი მაღალჩინოსნის -...

“არემჯის“ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის- წარმატებული თანამშრომლობა გრძელდება

“არემჯის“ და საქართველოს  ტექნიკურ უნივერსიტეტს  შორის- წარმატებული თანამშრომლობა გრძელდება
access_time2021-03-03 18:00:37
კომპანია „არემჯის“  აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახლადარჩეულ რექტორ  დავით გურგენიძესთან გაცნობითი სახის  შეხვედრა გამართა. მხარეებმა 3 წლიანი თანამშრომლობის შედეგები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, რომელიც კომპანიის მხრიდან სტუდენტებისთვის სხვადასხვა პროგრამების შეთავაზებას და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერას ითვალისწინებს. 2017 წელს „არემჯისა“ და...

WIZZAIR ფრენების აღდგენაზე: უპასუხისმგებლობა იქნება რომელიმე კონკრეტული მიმართულების დასახელება

WIZZAIR ფრენების აღდგენაზე: უპასუხისმგებლობა იქნება რომელიმე კონკრეტული მიმართულების დასახელება
access_time2021-03-03 19:00:25
ჯერჯერობით უცნობია, რა მიმართულებებით აღადგენს ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან WizzAir-ი. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელი, ანდრაშ რადო განმარტავს, ეს ფრენების განახლების შემდეგ ბაზარზე არსებულ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.     „უპასუხისმგებლობა იქნება ახლა რომელიმე კონკრეტული მიმართულება რომ დავასახელო. ვნახოთ, როდის აღვადგენთ ფრენებს და რა შეზღუდვები იქნება ამა თუ იმ ქვეყანაში ამ...

Mastercard-ისა და Carrefour-ის, სოციალური კამპანია დასრულდა - SOS ბავშვთა სოფლის 100 ბენეფიციარს საჩუქრები უკვე გადაეცა

Mastercard-ისა და Carrefour-ის, სოციალური კამპანია დასრულდა - SOS ბავშვთა სოფლის 100 ბენეფიციარს საჩუქრები უკვე გადაეცა
access_time2021-03-03 15:00:33
      გასულ თვეში, Mastercard-მა და Carrefour-მა ახალ სოციალური კამპანია წამოიწყეს, რომელიც, COVID-19-ის კიდევ ერთ გამოწვევასთან, ონლაინ სწავლებასთან გამკლავებას გულისხმობდა, ხოლო, მეორე მხრივ, უკონტაქტო გადახდის პოპულარიზაციის გზით, ვირუსის გავრცელების რისკების შემცირებას ისახავდა მიზნად. შეგახსენებთ, რომ გასული წლის მარტიდან მოყოლებული, თითქმის ერთი წლის განმავლობაში, სკოლები და უნივერსიტეტები ონლაინ სწავლების მეთოდით სარგებლობდნენ. სიტუაცია...

სახმელეთო საზღვრების გახსნა, ვაქცინაცია, კურორტების დარეკლამება — კერძო სექტორის რეკომენდაციები ტურიზმის სწრაფად აღსადგენად

   სახმელეთო საზღვრების გახსნა, ვაქცინაცია, კურორტების დარეკლამება — კერძო სექტორის რეკომენდაციები ტურიზმის სწრაფად აღსადგენად
access_time2021-03-03 13:00:06
ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიებმა, მათ შორისაა სტუმროების ქსელი „ინნ ჯგუფი“, ტურ კომპანია კლარკ რობინსონი, სასტუმროების ფედერაცია, „კა მენეჯმენტ გრუპი“, ტურ. კომპანია „კამერტონ თრეველი“, ტურ. კომპანია „იბერია ტურს პლიუსი“ და რამდენიმე სხვა,  ტურიზმის დარგის სწრაფი აღდგენისთვის საჭირო...


მსგავსი სიახლეები

up