საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გაბრიელ ატალმა განაცხადა, რომ საფრანგეთი არ გეგმავს იმ ადამიანების აღრიცხვას, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე უარს იტყვიან.
„ჩვენი მეზობლებისგან, კერძოდ ესპანეთისგან განსხვავებით, ჩვენ არ შევქმნით იმ პირთა რეესტრს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე უარს იტყვიან“, - აღნიშნა საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
28 დეკემბერს ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ესპანეთის ხელისუფლება იმ პირების რეესტრს შექმნის, ვინც კოვიდვაქცინაციაზე უარს იტყვის.
მინისტრის თქმით, აღნიშნულ რეესტრს ევროპის სხვა ქვეყნებსაც გაუზიარებენ, თუმცა ეს სია საჯაროდ ხელმისაწვდომი არ იქნება.
imedinews.ge