საფრანგეთი 5G ტექნოლოგიის დანერგვას გეგმავს

საფრანგეთი 5G ტექნოლოგიის დანერგვას გეგმავს

access_time2019-07-16 00:15:17

საფრანგეთი 5G ტექნოლოგიის დასანერგად სიხშირის გამოყოფაზე ტენდერს გამოაცხადებს.

 

რეგულატორის ინფორმაციით, ტენდერი ჯერ ფიქსირებული ფასით გამოცხადდება, შემდეგ კი ბაზრის მოთამაშეებისთვის აუქციონი გაიმართება. ხელისუფლებას ჯერ სიხშირეზე ფასი არ გამოუცხადებია, თუმცა იმედი აქვთ, რომ ეს სოლიდურ ფინანსურ მოგებას მოიტანს.

 

საფრანგეთი ევროპაში მეხუთე თაობის მობილური კავშირის ქსელის (5G) დანერგვაში პიონერი არ არის. მონაკო ევროპაში პირველი ქვეყანაა, სადაც 5G ჩინური Huawei-ს ტექნოლოგიით ამოქმედდა. რასაც აშშ უსაფრთხოებისთვის სერიოზულ პრობლემად ასახელებს.

 

გერმანია მაღალსიჩქარიან მობილურ კავშირს ნერგავს. Deutsche Welle-ს ინფორმაციით, მეხუთე თაობის მობილური კავშირის ქსელი (5G) სატესტო რეჟიმში მუშაობის შემდეგ ბერლინისა და ბონის მცხოვრებლებისთვის არის ხელმისაწვდომი. მოგვიანებით ის ჰამბურგში, დარმშტადში, ლაიფციგსა და მიუნხენში ჩაირთვება.


 

ჩინური ტექნოლოგიის გიგანტი Huawei Technologies-ი იტალიაში სამი წლის განმავლობაში $3,1 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს, - წერს Reuters-ი.

 

მიზანი ინტერნეტის ქსელში 5G ტექნოლოგიის განვითარებაა. კომპანიამ იტალიის ხელისუფლებას სთხოვა, რომ პროექტის გამჭვირვალედ უზრუნველყოფაში დაეხმაროს.

 

 

imedinews


თეგები:
5G



კინოთეატრ „აპოლოს” რესტავრაცია 2020 წლიდან იგეგმება -ისტორიული შენობა,რომლის ფასადიც ინგრევა

კინოთეატრ „აპოლოს”  რესტავრაცია 2020 წლიდან იგეგმება -ისტორიული შენობა,რომლის ფასადიც ინგრევა
access_time2019-12-13 15:30:31
 კინოთეატრ „აპოლოს“ ფასადი რამდენიმე დღის წინ  ჩამოინგრა,  „კომერსანტი“ დაინტერესდა რა მდგომარეობაშია  ისტორიული შენობა-ნაგებობა და  გიორგი გეგელიას დაუკავშირდა, რომელიც  კინოთეატრ  „აპოლოს“ 100%-იანი წილის  მფლობელია და კომპანია „კონფიდენს გრუპის“ ხელმძღვანელია.  როგორც გეგელია  აღნიშნავს,  შენობის ფასადი  სიცოცხლისთვის საშიში არ არის, რადგან  დაზიანებული ფასადის დემონტაჟი...

„ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებაა

„ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებაა
access_time2019-12-13 13:17:09
„ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებაა.აღნიშნულის შესახებ რეესტრში მონაცემები უკვე აისახა. კერძოდ, სს „ლიბერთი ბანკის“ აქციების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერი - „ჯორჯიან ფაინენშალ გრუპ ბი.ვის“ გადაწყვეტილებით, საბჭოს დატოვებს დავით შონია. როგორც რეესტრშია მითითებული, შონიამ წასვლის შესახებ კომპანიას თავად მიმართა. შეგახსენებთ, რომ დავით შონია ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე 2017 წლის ოქტომბერში აირჩიეს....

WIZZ AIR აანონსებს WIZZ AIR ABU DHABI-ს დაარსების სამომავლო გეგმას

WIZZ AIR აანონსებს WIZZ AIR ABU DHABI-ს დაარსების სამომავლო გეგმას
access_time2019-12-13 09:10:25
Wizz Air-მა, ევროპის ყველაზე ეკო მეგობრულმა და წამყვანმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპაში, დღეს დააანონსა, რომ აბუ-დაბის დეველოპმენტ ჰოლდინდგის კომპანია PJSC (“ADDH”)-თან პარტნიორობით დაარსდება Wizz Air  Abu Dhabi, არაბთა გაერთიანებული საამიროები. ახლადშექმნილი ავიკომპანია იქნება Wizz Air-ის პირველი ავიახაზი ევორპის...

„გრანთ თორნთონი“: „2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა“

„გრანთ თორნთონი“: „2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა“
access_time2019-12-12 18:30:34
რადიო კომერსანტის გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ „გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ ცაბაძემ საფინანსო ბაზარზე არსებული ვითარება შეაჯამა. მისი თქმით, 2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა, რაც ნაწილობრივ, ქვეყანაში ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული რეფორმების დამსახურებაა. „2018 წელთან შედარებით, 2019 წელს ბაზარი კიდევ უფრო გაიზარდა. 2018 წელს პირველად იყო,როცა პირველ და მეორე...

„ევექსის“ და იმედი L-ის მმართველი კომპანიის - GHG-ის აქციების ღირებულება ლონდონის ბირჟაზე განახევრდა

„ევექსის“ და იმედი L-ის მმართველი კომპანიის - GHG-ის აქციების ღირებულება ლონდონის ბირჟაზე განახევრდა
access_time2019-12-13 12:30:19
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG) აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე ეცემა. ბოლო 2 წელში ღირებულება განახევრდა. თუ 11/2017 ფასი იყო საშუალოდ 3.5 გირვანქა სტერლინგი იყო, 11/2019 -ისთვის 1.6 ფუნტ სტერლინგამდე (GBP) შემცირდა. გასულ კვირას, აქციები დაიხურა GBP1.62 -ით, კლებაა 1.67% (w.w), ოქტომბერთან შედარებით კი 10%-ით. ნავაჭრია 354 000 აქცია, GBP 1.60 – 1.68 დიაპაზონში. თვის საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობაა - 78 000 აქცია. ჯგუფმა წლის პირველ 9 თვეში 703...


მსგავსი სიახლეები

up