„საფოსტო მარკებით მოთხრობილი ისტორია“

„საფოსტო მარკებით მოთხრობილი ისტორია“

access_time2019-05-21 17:05:56

საქართველოს ფოსტის და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინიციატივით, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების და ეროვნული მუზეუმის ფესტივალის ფარგლებში გაიხსნა პირველი ქართული მარკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა  - „საფოსტო მარკებით მოთხრობილი ისტორია“.

გამოფენაზე წარმოდგენილია ქართული მარკები, რომლებიც მსოფლიოს აცნობდნენ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს, საზოგადო მოღვაწეებს, მხატვრებს და მწერლებს. ექსპოზიციაზე გაეცნობით საქართველოს ფოსტის გამორჩეულ საფოსტო მარკებს და საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციაში დაცულ პირველ ეროვნულ და საბჭოურ მარკებს, ასევე საქართველოს ეროვნული არქივიდან ექსპონირებულ სხვადასხვა დოკუმენტს და კორესპონდენციას, რომელზეც განთავსებულია პირველი ეროვნული მარკები. დამთვალიერებელს საშუალება ექნება გამოფენას ესტუმროს 11 სექტემბრის ჩათვლით.

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რუსთაველის გამზირზე (რუთაველის გამზ. #3) საქართველოს ფოსტა წარმოდგენილი იქნება ინტერაქციული ინსტალაციით - „საფოტო მარკებით მოთხრობილი ისტორია“, სადაც დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ უსასყიდლოდ გააგზავნონ საფოსტო ბარათები და მიულოცონ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ბავშვებს კი შეეძლებათ გააფერადონ მარკები ფერადი სტიკერებით.




1919 წლის 26 მაისს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დამოუკიდებლობის წლისთავი მნიშვნელოვანი ფაქტით აღნიშნა - მიმოქცევაში გამოვიდა პირველი ქართული საფოსტო მარკები, რომლებიც ცხრა ნომინალისგან შედგებოდა და ერთმანეთისგან განსხვავდებოდა ფერით და ვიზუალით. საფოსტო მარკებზე გამოსახული იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი, თეთრი წმინდა გიორგი და ქართველი ქალი, რომელიც ფილატელისტურ კატალოგებში თამარ მეფის სახელით მოიხსენიება. 

მარკა დამოუკიდებელი სახელმწიფოს ისეთივე სიმბოლოა, როგორც დროშა, გერბი და ჰიმნი. ამ მარკების გამოშვებით საქართველოს მთავრობამ მეტი ლეგიტიმაცია შესძინა ქვეყნის დამოუკიდებლობას. სამწუხაროდ ამ მარკებმა, ისევე როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, დიდხანს ვერ იარსება და 1922 წელს საქართველომ უკვე საბჭოთა მარკების ემისია განახორციელა. ამ დროიდან  საბჭოთა კავშირის დაშლამდე გამოდიოდა მარკები საქართველოს სიუჟეტებით და ქართველი მოღვაწეების გამოსახულებით, მაგრამ არც ერთ მათგანზე არ იყო მოხსენიებული „საქართველო“, ყველა მათგანზე იყო წარწერა „სსრკ–ს ფოსტა“.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, კვლავ აქტუალური გახდა ეროვნული მარკების გამოცემა და 1993 წელს საქართველოს ფოსტამ თითქმის 70 წლის შემდეგ, პირველად გამოსცა ეროვნული საფოსტო მარკების სერია - „საქართველო გაეროს წევრი“, რომელიც მიეძღვნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანებას. სწორედ აქედან იწყება ქართული მარკების უახლესი ისტორია.


(R)





მასკარადი „ბენ-გურიონში“ - ქართველი არალეგალების ისრაელში შეღწევის ახალი მეთოდი

მასკარადი „ბენ-გურიონში“ - ქართველი არალეგალების ისრაელში შეღწევის ახალი მეთოდი
access_time2019-06-18 20:00:21
ისრაელის სამართალდამცველებმა გამოავლინეს ქვეყანაში ქართველი არალეგალების შეღწევის საინტერესო და ორიგინალური ხერხი  - კერძოდ, ისრაელში ჩამოსვლისთანავე არალეგალებს აცმევდნენ აეროპორტის თანამშრომლის უნიფორმებს, რის შემდეგაც ისინი მშვიდად, ყოველგვარი შემოწმების და კონტროლის გარეშე შედიოდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე. ამ სქემით მოქმედებდა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც 2017 წლიდან ქართველი არალეგალები ისრაელში შეჰყავდა. გამომძიებლების...

რომან გოცირიძე - მინისტრების განთავისუფლება შიდა ინტრიგების შედეგია - „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა

რომან გოცირიძე - მინისტრების განთავისუფლება შიდა ინტრიგების შედეგია - „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა
access_time2019-06-18 19:00:38
დღევანდელ ხელისუფლებაში საკადრო გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებს - როდის და რა ხასიათზეა.  ეს არ არის პოლიტიკური მსჯელობის საგანი. წარმოიდგინეთ „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა. ორი მინისტრი იყო, რომელსაც ეს ცვლილება არ შეხებია 7 წლის განმავლობაში.  “უკანასკნელი მოჰიკანად“ დარჩა  თეა წულუკიანი. 7 წლის განმავლობაში  ოქროც რომ იდოს, ისიც დაჟანგდება. მინისტრების განთავისუფლება მაინც შიდა ინტრიგების შედეგია, პირადი ურთიერთობებიდან...

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე
access_time2019-06-18 18:00:10
რატომ გვატყუებს მუდმივად “ქართული ოცნება“? - ამ რუბრიკით “კომერსანტი“  factcheck.ge-ს უკვე მეშვიდე მასალას აქვეყნებს,  რომლებიც  ფაქტ-მეტრის ანალიზს ემყარება.  კვლევა ძირითადად მმართველი გუნდის დაპირებებს და ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებებს ეხება — დასკვნა კი უმეტეს შემთხვევაში უარყოფითია.  ამჯერად გთავაზობთ ქართული ოცნების დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება
access_time2019-06-18 16:45:48
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე  16:30 საათზე ერთი დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრებოდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის  1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7559 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ, დღის განმავლობაში მოქმედებდა, 2.7468 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0091 ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დღეს 17:00 სთზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 1 აშშ დოლარის...

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე
access_time2019-06-18 14:51:48
საქართველოში ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯანდაცვის ახალი მინისტრის წარდგენისას გააკეთა. პრემიერ-მინისტრმა მიმოიხილა ჯანდაცვის რეფორმა და განსაკუთრებული აქცენტი საყოველთაო ჯანდაცვაზე გააკეთა. ბახტაძის თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში ჯანდაცვის სისტემა თითოეულ ადამიანზე ორინეტირებული...


მსგავსი სიახლეები

up