„საფოსტო გზავნილებზე განბაჟების ლიმიტის ცვლილება გაყიდვებს  გაზრდის“ -  გადამზიდავი კომპანიების  შეფასებები

„საფოსტო გზავნილებზე განბაჟების ლიმიტის ცვლილება გაყიდვებს გაზრდის“ - გადამზიდავი კომპანიების შეფასებები

access_time2019-03-26 14:30:40


აფოსტო გზავნილებზე განბაჟების ლიმიტი  შესაძლოა  300-დან 500 ლარამდე გაიზრდოს. კანონპროექტს, რომელსაც  პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა, გადამზიდავი კომპანიები „კომერსანტთან“ ეხმაურებიან და აცხადებენ,რომ  ინიციატივამ  შესაძლოა ბოლო პერიოდში შემცირებული გაყიდვები გაზარდოს.


შპს „ამანათში“ აღნიშნავენ, რომ კომპანიის საქმიანობის ძირითად სფეროს ჩინეთიდან საქართველოში საერთაშორისო გადაზიდვების განხორციელება წარმოადგენს. სერვისი მოიცავს - როგორც კერძო, ასევე კორპორატიულ შეკვეთებს - მცირე და დიდი ზომის ტვირთების ტრანსპორტირების მიმართულებით. კომპანიაში აცხადებენ, რომ ბოლო ერთი წელია  გზავნილების რაოდენობა შემცირებულია, მიზეზი კი შესაძლოა ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი იყოს.


კომპანიაში იმედოვნებენ, რომ მოსახლეობას გაუჩნდება  დამატებითი მოტივაცია იმისი,რომ  ნივთი გამოიწეროს. 


კომპანია „კამექსში“ განმარტავენ, რომ აღნიშნული ინიციატივით რამდენიმე წლის წინ ზუსტად კომპანია კამექსი გამოვიდა. 



„სამწუხაროდ მაშინ აღნიშნულ ინიციატივას არანაირი შედეგი არ გამოიღო. იმედი გვაქვს რომ ამჯერად მაინც დაკმაყოფილდება ჩვენი და პირველ რიგში ჩვენი მომხმარებლების ინტერესები. ვფიქრობთ, აღნიშნული ცვლილება აუცილებელია. რაც შეეხება მოთხოვნას ჩვენს მომსახურებაზე, წინა წლებთან შედარებით გაზრდილია და დარწმუნებულები ვართ, რომ  აღნიშნული ცვლილება  მოთხოვნას კიდევ უფრო გაზრდის“-აღნიშავენ „კამექსში“. 


როგორც ცნობილია, საქართველოს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას საფოსტო გზავნილებზე განბაჟების არსებული ლიმიტის 300-დან 500 ლარამდე გაზრდის შესახებ.


კანონპროექტის ინიციატორი გიორგი კანდელაკია. სხდომაზე წარმოდგენილი იყო მთავრობის პოზიციაც, რომლის მიხედვით ზღვარი არ უნდა გაიზარდოს, რადგან რთულია იმის ადმინისტრირება, ხდება თუ არა ნივთის გამოწერა პირადი მიზნებისთვის. ამასთან, მთავრობის ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნებში მაქსიმალური ზღვარი განბაჟებაზე 22 ევროს შეადგენს.„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ თავის დროზე ზღვარი 200 დოლარამდე ღირებულების პროდუქციის შემოტანაზე დაწესდა, დღეს კი 200 დოლარის ექვივალენტი უკვე 500 ლარს აჭარბებს.


„ევროპული საქართველოს“ ინიციატივა პარლამენტმა შარშანაც განიხილა, თუმცა მხარი არ დაუჭირა.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 






მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია
access_time2020-07-10 17:55:51
„სილქნეტისა“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მოუწოდებს, არ იქნას ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც სატელეკომუნიკაციო სექტორს დააზარალებს. მისი თქმით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ამ რედაქციით კანონში შეტანა არ იქნება მართებული. „ამ რედაქციით ამ კანონის მიღება უბრალოდ არ იქნება სწორი და მართებული. მე ვფიქრობ, რომ ემოციები უნდა გავწიოთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...


მსგავსი სიახლეები

up