საფონდო ბირჟებზე ინდექსების ვარდნის პიკი, კომპანიების კვარტალური მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ დადგება

საფონდო ბირჟებზე ინდექსების ვარდნის პიკი, კომპანიების კვარტალური მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ დადგება

access_time2020-04-08 14:00:21

COVID 19-ის გავრცელების გამო, საფონდო ბაზრები ყველაზე მძიმე სამი თვის წინაშე აღმოჩნდნენ. 2020 წლის პირველი კვარტალი დასრულდა და მსოფლიოს მასშტაბით, კომპანიების დანაკარგები ისტორიულ მაქსიმუმზეა.


S&P 500 აშშ-ის საფონდო ბირჟაზე ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი აქციების მქონე 500 კომპანიის ინდექსია, რომელმაც 2020 წლის პირველ კვარტალში 20%-იანი ვარდნა განიცადა. აღსანიშნავია, რომ ამ ინდექსში შემავალი ბიზნესსექტორებიდან ენერგო სექტორი Energy (XLE) 51,60%-იანი ვარდნით, ხოლო ფინანსური სექტორი Financials (XLF) 32.36%-ინი ვარდნით გამოირჩეოდა. ასეთი ცუდი შედეგი S&P 500-ს 2008 წლის შემდეგ არ ჰქონია.


მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს სხვა ინდექსებმაც. Dow Jones Industrial Average-ს 23%-იანი, ხოლო London’s FTSE 100-ს 25%-იანი ვარდნა აქვთ, რაც 1987 წლის შემდეგ არ მომხადარა.



საფონდო ბირჟის ექსპერტი ჯაბა დიხამინჯია ამბობს, რომ ეს ჯერ კიდევ არ არის საფონდო ინდექსებისთვის ყველაზე ცუდი კვარტალი, რადგან უფრო მნიშვნელოვანი ვარდნა წინ არის და ის აპრილის შუა რიცხვებისთვისაა მოსალოდნელი.


„საფონდო ბირჟების ვარდნის მხრივ პიკს ჯერ სავარაუდოდ არ გადაუვლია, იმიტომ რომ აქამდე თუ საფონდო ინდექსები შიშიდან გამომდინარე ეცემოდა, ახლა ცოტა ხანში რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით დაიწყებს ვარდნას. ის, რაც ქვეყნებში ეკონომიკის გაჩერებამ მოიტანა ანუ საზღვრების დაკეტვამ, სახლში ჯდომამ, საწარმოების, სასტუმროების და რესტორნების გაჩერებამ, ეს ციფრები აპრილის შუა რიცხვებში გამოჩნდება და კიდევ ერთი დაცემა სწორედ ამის შემდეგ დაიწყება. დაახლოებით ერთ კვირაში კომპანიები დაიწყებენ 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემების გამოქვეყნებას და ეჭვი მეპარება, რომ ეს ციფრები კარგი იყოს, აი სწორედ ამის შემდეგ დაიწყება საფონდო ბირჯებზე აქციების კიდევ უფრო ვარდნა. აქამდე თუ კორონავირუსის ირგვლივ არსებულმა მოლოდინებმა და შიშმა გამოიწვია ეს დაცემა, შემდეგ მნიშვნელოვან პიკს უკვე რეალური ციფრების გამოქვეყნება გამოიწვევს. თუმცა, მიუხედავად მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისისა და უკვე სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკის რეცესიისა, შესანიშნავი პერიოდია კაპიტალდაბანდებისთვის და ამ კომპანიების აქციების შესაძენად. ზოგიერთი ინვესტორისთვის ახლა საუკეთესო მომენტია, რადგან ძალიან იაფად არის შესაძლებელი აქციების შეძენა, რომელსაც ვერც კი წარმოიდგენენ რომ ამ ფასად ოდესმე იყიდიდნენ“, - აცხადებს ჯაბა დიხამინჯია.


ნინო თამაზაშვილი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up