„საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასის ვარდნა ჯერჯერობით მათ ბიზნეს ოპერირებაზე არ იმოქმედებს“

„საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასის ვარდნა ჯერჯერობით მათ ბიზნეს ოპერირებაზე არ იმოქმედებს“

access_time2020-03-10 14:30:12

გლობალურ საფონდო ბაზრებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბოლო კვირის განმავლობაში დაღმავალი ტრენდი ნარჩუნდება. გუშინ ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინდექსების დიდი ვარდნა დაფიქსირდა, რამაც ვაჭრობის შეჩერება გამოიწვია. ლონდონის საფონდო ბირჟის  FTSE 250-ის ინდექსი, რომლის შემადგენლობაში ქართული კომპანიებიც შედიან, 6,40%-ით დაეცა.


ქართულმა კომპანიებმა, რომელთა აქციების ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება, გუშინდელი დღე მნიშვნელოვანი დანაკარგით დაასრულეს. „საქართველოს კაპიტალის“ (CGEO)  აქციების ფასი 13.12%-ით დაეცა,  „საქართველოს ბანკის ჯგუფის“ (BGEO)  აქციების ღირებულება 10.6%-ით შემცირდა, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ (GHG) აქციების ვარდნამ 8.80% შეადგინა, ხოლო „თიბისი ბანკის ჯგუფის“ (TBCG) აქციები 8.08%-ით დაეცა.


საფონდო ბირჟის ექსპერტი ჯაბა დიხამინჯია „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ ქართული კომპანიების აქციების ფასის დაცემა ამ ეტაპზე მათ ბიზნეს ოპერირებაზე არ იმოქმედებს, თუმცა, საფონდო ბირჟაზე არსებული სიტუაციის გაგრძელებამ გლობალური მასშტაბით შესაძლოა დიდი ეკონომიკურ კრიზისამდე მიგვიყვანოს.


„გუშინ საკმაოდ დიდი ვარდნა დაფიქსირდა, ინვესტორები და ტრეიდერები, ფიქრობენ, რომ ამას აღმასვლა მოჰყვება, მაგრამ ჩემი აზრით, ეს ვარდნა ბოლო წერტილი არ არის, უახლოეს დღეებში დაღმასვლას კიდევ ვიხილავთ. ეს განწყობა, რაც კორონავირუსთან არის დაკავშირებული არ გამქრალა და მას ბევრი საშიშ მომენტად აღიქვამს, რასაც აუცილებლად მოჰყვება კიდევ ერთი ან ორი მსგავსი ვარდნა. ვვარაუდობ, რომ გუშინდელი დაბალი ნიშნული, ყველაზე დაბალი არ იქნება და კიდევ უფრო დაეცემა, შესაძლოა ვაჭრობის შეჩერებაც მოხდეს.



გუშინ ყველა ინდექსი დავარდა, რამაც ამ ინდექსების ქვეშ არსებული ქართული კომპანიის აქციების ფასის დაცემაც გამოიწვია, შესაბამისად, აქ კონკრეტულად ამ კომპანიების მდგომარეობის ასახვა არ მომხდარა, ეს უფრო გლობალური ხასიათის იყო. აქციის ფასის ვარდნა კონკრეტულად ამ ქართულ კომპანიებზე არ იმოქმედებს, არც მათ ბიზნეს ოპერირებაზე მოახდენს ჯერჯერობით გავლენას. აქციების ფასი ხან ეცემა და ხან იზრდება, მთავარია ამას ეკონომიკური ეფექტი არ მოჰყვეს და გრძელვადიან პერიოდში არ გაგრძელდეს, რომ ამან ბიზნეს ოპერირებაზე ზეგავლენა არ მოახდინოს. თუ გუშინდელი ვარდნა გაგრძელდა ეს გრძელვადიან პერიოდში გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს“, - განაცხადა ჯაბა დიხამინჯიამ.


ბოლო მონაცემებით, ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე სამრეწველო ინდექსი, Dow Jones 7.79 პროცენტით დაეცა, რაც 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად მოხდა. S&P 500-ის ინდექსი, რომელიც აშშ-ის 500 ყველაზე მსხვილ კომპანიას აერთიანებს, 7.60 პროცენტით შემცირდა. კლება განიცადა ელექტრონული ბირჟის, Nasdaq-ის ინდექსმაც, რომელიც 7.92 პროცენტით შემცირდა. S&P 500-ისთვის და Nasdaq-ისთვის ეს 2008 წლის დეკემბრის შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვებელია. ინდექსების ვარდნის გამო, ვაჭრობა 15 წუთით შეჩერდა, მსგავსი ზომა ბოლოს 1997 წელს მიიღეს.


ნინო თამაზაშვილი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up