„საფონდო ბირჟებზე ინდექსების ვარდნა საქართველოში საერთაშორისო კომპანიებზე უარყოფითად აისახება და ეკონომიკურ კრიზისამდე მიგვიყვანს“

„საფონდო ბირჟებზე ინდექსების ვარდნა საქართველოში საერთაშორისო კომპანიებზე უარყოფითად აისახება და ეკონომიკურ კრიზისამდე მიგვიყვანს“

access_time2020-03-10 10:50:08

საფონდო ბირჟებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბოლო კვირის განმავლობაში დაღმავალი ტრენდი ნარჩუნდება. როგორც ევროპასა და აშშ-ში, ისე აზიასა და ოკეანეთში ინდექსები ძირითადად კლებას განაგრძობს. ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე 2008 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგი დაფიქსირდა და მოვაჭრეების უმეტესობამ იზარალა.


საბროკერო კომპანია „კავკასუს კაპიტალ ჯგუფის“ დამფუძნებელი გოგი ლოლაძე ამბობს, რომ ინდექსების კლება კორონავირუსთან დაკავშირებულმა პანიკამ გამოიწვია.


„ინდექსების კლება გამოიწვია კორონავირუსთან დაკავშირებულმა პანიკამ, ყველა ფიქრობს, რომ ეკონომიკა მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვან ზარალს განიცდის და ინდექსების ვარდნა დაიწყო, რისი მსგავსიც საფონდო ბაზრებს დიდი ხანია არ უნახავს. ეკონომიკური რეცესია თუ დაიწყო რისი სერიოზული ნიშნებიც არის, ბუნებრივია ეს საქართველოზეც უარყოფითად აისახება. საფონდო ბაზარზე ამერიკული ინდექსების მნიშვნელოვანი ვარდნაა, უარყოფითი ამბები კორონავირუსის გარდა დაკავშირებულია ნავთობის ფასების კლებასთანაც. ბირჟაზე ფიუჩერსები რადიკალურად არის დაცემული, ეს ნიშნავს რომ მსგავსი ვარდნა თუ გაგრძელდება, ძალიან ცუდ შედეგს მოიტანს. თუმცა ჩემი აზრით მოსალოდნელია რამდენიმე თვიანი ფსკერის ჩამოყალიბების პროცესი ანუ დაღმასვლა, რომელსაც შემდეგ აღმასვლა მოჰყვება. 2008 წლის შემდეგ მსგავსი დაღმასვლა არ გვქონია, რაც საბოლოოდ ძალიან დაძაბულ სიტუაციას ქმნის“, - განაცხადა გოგო ლოლაძემ.


საფონდო ბირჟის ექსპერტი ჯაბა დიხამინჯიაც მიიჩნევს, რომ ინდექსების კატასტროფული ვარდნა კორონავირუსის გარდა, საუდის არაბეთის მიერ ნავთობის ექსპორტის ფასის დაწევამ გამოიწვია.



„მთავარი არის ის რომ კორონავირუსმა გამოიწვია ის რომ ჩაიკეტა მიმოსვლა და ბევრმა კომპანიამ, მათ შორის Apple-მა, მაკდონალდსმა და სხვა ამერიკულმა კომპანიებმა, რომლებსაც ბიზნესები სხვადასხვა ქვეყნებში აქვთ, დახურა თავისი სარეალიზაციო ოფისი. მაგალითად თუ დღეს Apple-ს ტელეფონის შეძენა გსურს ჩინეთში, მას ადგილზე ვერ შეიძენთ, უნდა გამოიწეროთ, რომელსაც საბაჟოზე დიდი ხნის განმავლობაში გააჩერებენ ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა კომპანიისთვის რომელიც თავისუფალ ვაჭრობაშია  საქმიანობა შეფერხდა. 2020 წლის პირველ კვარტალში კომპანიების ფინანსური მაჩვენებელი სავარაუდოდ წაგებას აჩვენებს, ამ მოლოდინის საფუძველზე ცდილობენ კომპანიების აქციები მოიშორონ და გაყიდონ, მასობრივი გაყიდვა კი ინდექსების ვარდნას იწვევს. გარდა ამისა, საუდის არაბეთმა ნავთობის ექსპორტზე ფასი კატასტროფულად დაწია, დაახლოებით 30%-იანი ვარდნაა, როდესაც ეს აღმოაჩინეს, ყველამ მიიჩნია, რომ არის პანიკა და უფრო მასიურად დაიწყეს კომპანიების აქციების გაყიდვა, რამაც S&P 500-ის ფიუჩერსი დაახლოებით 7,6%-ით შეამცირა. ეს თუ გაგრძელდა მივალთ ფინანსურ კრიზისამდე, კომპანიები დაიწყებენ თანამშრომლების გაშვებას, რადგან იმდენ მოგებას ვეღარ მიიღებენ, ეს გამოიწვევს უმუშევრობის ზრდას, რაც ფულის ხარჯვის შემცირებამდე მიგვიყვანს და  საბოლოოდ ასეთი ჯაჭვური რეაქცია კოლაფსს გამოიწვევს, სწორედ აქეთკენ მივდივართ. ამ ყველაფრიდან ერთადერთი გამოსავალი დაზღვევაა. ფინანსისტებმა თავიანთი კომპანიების აქციების ვარდნა უნდა დააზღვიონ, იყიდონ გრძელვადიანი ობლიგაციები, ანუ ფული უნდა შეინახონ ისეთ ადგილას, როდესაც კრიზისის დროს სარგებელს უფრო მეტს მიიღებენ ვიდრე წაგებას“, - განმარტა ჯაბა დიხამინჯიამ.


საფონდო ბირჟის ექსპერტი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო ბირჟებზე ინდექსების კლება, საქართველოში არსებულ კომპანიებზეც უარყოფითად აისახება, განსაკუთრებით მათზე რომლებიც უცხოურ ინვესტიციებზე არიან დამოკიდებულები.


„საფონდო ბირჟებზე ინდექსების კლება, საქართველოში საერთაშორისო კომპანიებზეც უარყოფითად აისახება, მათზე რომლებიც დოლარით იკვებებიან. ისინი ხარჯების და თანამშრომლების შემცირებას დაიწყებენ, ეს გამოიწვევს უმუშევრობის ზრდას ქვეყანაში, ყველაფერი იმ ფონზე როდესაც ყველას სესხები და სხვადასხვა ვალდებულებები აქვს, რაც საბოლოოდ ეკონომიკურ კრიზისამდე მიგვიყვანს. კრიზისი თუ დაიწყო ყველა ქვეყანას შეეხება, ზოგს ნაკლებად ზოგს უფრო მეტად, საქართველოს შემთხვევაში პირველ რიგში ეს შეეხება იმ კომპანიებს რომლებიც უცხოურ ინვესტიციებზე არიან დამოკიდებულები, შემდეგ კი ჯაჭვური რეაქციით ყველა სხვა ბიზნესებს და საფინანსო სფეროებს გადაეცემა. დღეს ამაზე არ ვსაუბრობთ თითქოს არ გვეხებოდეს, მაგრამ ხვალ როდესაც აქტიურად შეგვეხება, ძალიან მტკივნეული იქნება“, - აცხადებს ჯაბა დიხამინჯია.


ბოლო მონაცემებით, ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე სამრეწველო ინდექსი, Dow Jones 7.79 პროცენტით დაეცა, რაც 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად მოხდა. S&P 500-ის ინდექსი, რომელიც აშშ-ის 500 ყველაზე მსხვილ კომპანიას აერთიანებს, 7.60 პროცენტით შემცირდა. კლება განიცადა ელექტრონული ბირჟის, Nasdaq-ის ინდექსმაც, რომელიც 7.92 პროცენტით შემცირდა. S&P 500-ისთვის და Nasdaq-ისთვის ეს 2008 წლის დეკემბრის შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვებელია. ინდექსების ვარდნის გამო, ვაჭრობა 15 წუთით შეჩერდა, მსგავსი ზომა ბოლოს 1997 წელს მიიღეს.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up