საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიას მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიას მხარი დაუჭირა

access_time2018-11-08 21:38:33

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დღეს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტი განიხილა და მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ სხდომაზე განაცხადა, ახალ ვერსიაში მთავრობამ საპარლამენტო კომიტეტების წინადადებები გაითვალისწინა.


კერძოდ, პირველად წარდგინებასთან შედარებით, ბიუჯეტის შემოსულობების მოცულობა გაზრდილია 375 მლნ ლარით და 12 მილიარდ 986 მილიონი ლარით განისაზღვრა, ხოლო ხარჯვითი ნაწილის ზრდამ 268 მილიონი ლარი შეადგინა და 12 მილიარდ 997 მილიონ ლარს მიაღწია.
„გადამუშავებული ვერსიით, დამატებით დაფინანსებას მიიღებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, თავდაცვის, ეკონომიკის სამინისტროს მთელი რიგი პროგრამები. მათ შორის, 69 მლნ 500 ათასი ლარია განსაზღვრული ნაკლებად დაცული ოჯახების ბავშვებისთვის. 50-ლარიან დახმარებას, დაახლოებით, 144 000 ბავშვი მიიღებს“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.


რაც შეეხება მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული ინდიკატორები სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიაში უცვლელი დარჩა, კერძოდ, 2019 წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 4,5 %-ით, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ით, ხოლო ხოლო საბიუჯეტო დეფიციტი - 2,6%-ით განისაზღვრა.



2019 წლის ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს საპარლამენტო ოპოზიცია. როგორც უმცირესობაში აცხადებენ, ეს ბიუჯეტი კვლავ ხმარდება უსარგებლო ხარჯებს.


imedinews.ge






უორენ ბაფეტმა 4 მლრდ. დოლარი ბანკ JPMorgan Chase-ში ჩადო

უორენ ბაფეტმა  4 მლრდ. დოლარი  ბანკ JPMorgan Chase-ში ჩადო
access_time2018-11-16 20:30:54
უორენ ბაფეტის საინვესტიციო კომპანია Berkshire Hathaway-მა  4 მლრდ,. დოლარი ბანკ  JPMorgan Chase-ში ჩადო, რითიც  ამ ფინანსური ინსტიტუტის აქციათა 1%-ს მფლობელი გახდა - თუმცა ეს არ აძლევს ბაეფტის ჰოლდინგს ბანკის უმსხვილეს 5 ინვესტორთა სიაში მოხვედრის საშუალებას -  იტყობინება გაზეთი The Wall Street Journal. ზოგადად კი, კომპანია უკვე კარგა ხანია იჩენს განსაკუთრებულ ინტერესს საბანკო სექტორისადმი  - ამ დროისთვის Berkshire...

დავა „დაჩაგრულებზე - მიზნობრივად დაიხარჯა თუ არა თანხები პროექტზე, რომელიც აფხაზი და ქართველი ახალგაზრდების დაახლოების მიზნით შეიქმნა

 დავა „დაჩაგრულებზე  - მიზნობრივად დაიხარჯა თუ არა თანხები პროექტზე, რომელიც აფხაზი და ქართველი ახალგაზრდების დაახლოების მიზნით შეიქმნა
access_time2018-11-16 19:30:42
 „თბილისის მერიისა და შერიგების სამინისტროს მიერ ინიცირებული კომიქსი „დაჩაგრულები, რომლის შესაქმნელადაც ბიუჯეტიდან 68 791 ლარი გამოიყო, არ დაბეჭდილა “, - ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს.   მესამე სექტორის მიერ გავრცელებულ პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ადამიანების უმეტესობა გამქრალ ფულზე და დაუბეჭდავ კომიქსზე წერდა.   ფლანგვის დეტექტორმა საკუთარ...

პირველად 1 წლის განმავლობაში, ბიტკოინი $6,000-ს ჩამოსცდა

პირველად 1 წლის განმავლობაში, ბიტკოინი $6,000-ს ჩამოსცდა
access_time2018-11-16 18:20:27
ბიტკოინის ფასი 10%-ით გაუფასურდა და მისმა ღირებულებამ ბოლო 1 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. მისი ღირებულება ამჟამად $5,500-ს შეადგენს. ბიტკოინის პარალელურად, მკვეთრი ვარდნა განიცადეს სხვა წამყვანმა კრიპტოვალუტებმა: რიპლი (-9.56%-იანი გაუფასურება, $0.45); 2. ეთერიუმი (-13.75%-იანი გაუფასურება, $175); 3....

სტატისტიკის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან ყველაზე მეტი გაჭირვებული ადამიანი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ცხოვრობს

სტატისტიკის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან ყველაზე მეტი გაჭირვებული ადამიანი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ცხოვრობს
access_time2018-11-16 17:30:11
საქართველოს რეგიონებიდან ყველაზე მეტი გაჭირვებული ადამიანი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ცხოვრობს. ამ რეგიონში შემწეობას იქ მცხოვრები მოსახლეობის 41%-ზე მეტი იღებს. ღარიბი მოსახლეობის სიმცირით კი სამცხე-ჯავახეთი გამოირჩევა, იქ სოციალურ შემწეობას რეგიონის მოსახლეობის 7% იღებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიზნესპრესნიუსი“ აქვეყნებს, რომელმაც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მეთოდოლოგიით და სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, საქართველოს რეგიონებში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ...

IMF ჩაშლილ ტენდერებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს, საქართველოში კი ელექტრონულ შესყიდვებს კორუფციის საუკეთესო საშუალებად აფასებენ

IMF ჩაშლილ ტენდერებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს, საქართველოში კი ელექტრონულ შესყიდვებს კორუფციის საუკეთესო საშუალებად აფასებენ
access_time2018-11-16 16:30:01
„საქართველოში ჩაშლილი ტენდერების რაოდენობა და შესყიდვების პროცესში არსებული საჩივრების რაოდენობა გარკვეულ შეშფოთებას იწვევს „- ასე შეაფასა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) ქვეყანაში არსებული ვითარება.   სახელმწიფო ტენდერები ერთ-ერთი აქტუალური და სადავო საკითხია, რაზეც ყურადღებას მუდმივად ამახვილებს ბიზნესი, არასამთავრობო ორგანიზაცია, მედია,...


მსგავსი სიახლეები

up