საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

access_time2021-11-29 21:00:00

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი განიხილა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.



კომიტეტის წევრებს ინფორმაცია 2021 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გააცნო.



„შემოსულობების ნაწილი იზრდება 349 მლნ. ლარით. ეს სრულად არის საგადასახადო შემოსავლების ხარჯზე. გარდა ამისა, გვაქვს სესხის აღების მაჩვენებელი შემცირებული და 150 მლნ. ლარით ნაკლებს ავიღებთ. ნაერთი ბიუჯეტის კუთხით მნიშვნელოვანი დეფიციტია. დეფიციტი ნომინალურ გამოხატულებაში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, თუმცა, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდიდან გამომდინარე პროცენტული მაჩვენებელი 6.9 % - დან მცირდება 6.7 % -მდე. სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილში საგადასახადო შემოსავლები იზრდება 300 მლნ. ლარით. რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, ჯამში იზრდება 297 მილიონი ლარით და 19 მილიარდ 976 მლნ. ლარის ოდენობით არის წარმოდგენილი“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.



მომხსენებელმა ყურადღება იმ სამ ძირითად მიმართულებაზე გაამახვილა სადაც ხდება დაფინანსების დამატება. ესენია: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსება. მომხსენებლის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს ემატება 376 მლნ. ლარი და სამინისტროს ასიგნებები 6 468,9 მლნ ლარით განისაზღვრება.




მისი თქმით, ამ მიმართულების დაფინასების ზრდა პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯებით არის გამოწვეული.



თავდაცვის სამინისტროს ასიგნებები იზრდება 60 მლნ. ლარით. ხოლო, დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსების მიზნით გამოყოფილი ასიგნებები იზრდება 16 მლნ. ლარით და ჯამში 236 მლნ. ლარით განისაზღვრება.



საბიუჯეტო ცვლილებებთან დაკავშირებით, შესაბამისი დასკვნები სხდომაზე გენერალური აუდიტორის მოადგილემ, ეკა ღაზაძემ და ეროვნული ბანკის ვიცე- პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა წარადგინეს.



საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი დაუჭირა.





თეგები:
ბიუჯეტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up