საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს

access_time2017-12-11 23:02:19

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტი განიხილეს.

 

„დღეს ჩვენ ვიხილავთ ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიას. ამ ბიუჯეტმა სრული ციკლი გაიარა და ეს ერთერთი საუკეთესო ვარიანტია, რაც ფინანსთა სამინისტროს ჩვენთვის შეიძლება წარმოედგინა. ბიუჯეტი დაგეგმილია 3%-იან დეფიციტზე, 4, 5 %-იან შიდა პროდუქტის ზრდაზე და პრაქტიკულად, იმ ვარიანტით, რომელიც არის წარმოდგენილი, მთავრობა, ხელისუფლება ფიქრობს, რომ 740 მილიონი ლარით მეტს დახარჯავს მომავალ წელს, ვიდრე წელს იხარჯება. ჩვენ, შიდა სტრუქტურული გათვლებით ვნახეთ, რომ მილიარდ 600 მილიონ ლარზე მეტი არის გათვალისწინებული იმისათვის, რომ ბიზნეს, ინფრასტრუქტურული და სხვა პროექტები განხორციელდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ დამატებითი ბიზნეს აქტიურობა, დამატებითი სამუშაო ადგილები და მეტი პროექტები იქნება ამ ქვეყანაში. ეს მხოლოდ ერთი ნაწილია ამ ბიუჯეტის, რის გამოც მე ვფიქრობ, რომ ბიუჯეტის ამ ვერსიას მხარი უნდა დავუჭიროთ, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ.

 

დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარუდგინა. „ბიუჯეტის საბოლოო ნაწილში აისახა იმ ცვლილებების ეფექტები, რომელიც 2017 წლის ბიუჯეტში შევიდა და ასევე ის სტრუქტურული ცვლილებები, რომელიც განხორციელდა საქართველოს მთავრობის მიერ, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

 

მომხსენებელმა ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საბიუჯეტო დეფიციტი 3%-ის ფარგლებშია დაგეგმილი და მაკროპარამეტრები დაგეგმილი საბიუჯეტო დეფიციტის კლებადი ტენდენციის გამო მომდევნო წლებში 2,5 %-მდე მცირდება.

 

ფინანსთა მინისტრმა ბიუჯეტის შემოსულობების და ხარჯვითი ნაწილის მონაცემები წარადგინა. მისი განცხადებით, საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 298.0 მლნ ლარით განისაზღვრა, მათ შორის:

 

შემოსავლები - 10 120.0 მლნ ლარი;


საგადასახადო შემოსავლები - 9 470.0 მლნ ლარი (მშპ-ს 23.4%), მათ შორის:


საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 2 780.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 6.9 პროცენტს შეადგენს;


მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 630.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 1.6 პროცენტია;


დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 4 390.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 10.9 პროცენტს შეადგენს;


აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1 450.0 მლნ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ის 3.6 პროცენტს შეადგენს;


იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 60.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 0.1 პროცენტს შეადგენს;


სხვა გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 160.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 0.4 პროცენტს შეადგენს.


გრანტები - 265.0 მლნ ლარი, მათ შორის საბიუჯეტო გრანტები 100.0 მლნ ლარი, ხოლო საინვესტიციო (ხარჯზე მიბმული) გრანტები 165.0 მლნ ლარი;



სხვა შემოსავლები 385.0 მლნ ლარი


არაფინანსური აქტივების კლების სახით მისაღები თანხების გეგმა განსაზღვრულია 60.0 მლნ ლარის ოდენობით; ფინანსური აქტივების კლების მაჩვენებელი განისაზღვრა 80.0 მლნ ლარის ოდენობით; ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები სახსრების გეგმა კი 2 038.0 მლნ ლარის ოდენობით არის განსაზღვრული.

 

სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვრა 12 364.6 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის: საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 10 911.6 მლნ ლარს, გრანტები - 165.0 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები -1 288.0 მლნ ლარს. არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გათვალისწინებულია 1 433.2 მლნ ლარი, ხოლო ფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გამოყოფილია - 636.7 მლნ ლარი;

 

ვალდებულებების კლება შეადგენს 790.1 მლნ ლარს, საიდანაც 725.0 მლნ ლარი მიმართული იქნება საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების დაფარვაზე, ხოლო 65.1 მლნ ლარი - საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების და დავალიანების დაფარვაზე. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული ასიგნებების გადანაწილება მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით წარმოადგინა.

 

გიორგი კაკაურიძემ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

 

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, „ნავთობისა და გაზის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა წარადგინა.

 

მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტის შემუშავების მიზანია კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება, სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირებისთვის არსებული და სხვა ზოგიერთი საგადასახადო შეღავათის გადავადება, წიგნის დასამზადებელი ნედლეულის გათავისუფლება დღგ-სგან ჩათვლის უფლებით, სპეციალური სავაჭრო ზონების მარეგულირებელი ნორმების, აგრეთვე გადასახადის გადამხდელთა დაბეგვრასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების დაზუსტება.

 

კომიტეტის სხდომაზე ფინანთა მინისტრის მოადგილემ წარმოადგინა ასევე საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. როგორც ლაშა ხუციშვილმა განმარტა, კანონპროექტის შემუშავების მიზანია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საშემფასებლო საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო აქტისა და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების მიღების ვადის გადაწევა, რათა მიღებულ იქნეს სრულყოფილი აქტები.

 

კანონპროექტით ცვლილება ხორციელდება 28-ე მუხლის მე-8 პუნქტში, რომლის თანახმადაც საშემფასებლო საქმიანობის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო აქტის მიღების ვადა ნაცვლად 2017 წლის 31 დეკემბრისა, 2018 წლის 31 დეკემბრამდე გადავადდება.


საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებმა სხდომაზე მხარი დაუჭირეს საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ ორ სარატიფიკაციო დოკუმენტს:

 

„რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KFW), მაინის ფრანკფურტი და საქართველოს, წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ („მსესხებელი), შორის სასესხო ხელშეკრულება (მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II)


„საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის საკრედიტო შეთანხმება


საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი კახიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ, საკანონმდებლო ინიციატივის ავტორმა, გიორგი კახიანმა წარადგინა.

 

მომხსენებელმა განმარტა, რომ რეგლამენტის პროექტის მიზანია საქართველოს პარლამენტში არსებული საქართველოს თავისუფლების ორდენის ნაცვლად, თავისუფლების საპარლამენტო ორდენის დაწესებადა პარლამენტის მედლით პირის დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული საკითხის ცვლილება, კერძოდ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღების შესაძლებლობა. რეგლამენტის პროექტის მიზანს, აგრეთვე წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მაკოორდინირებელი ორგანოს -სამეთვალყურეო საბჭოს დაკომპლექტების წესის შეცვლა.

 

დღესვე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მეორე მოსმენით განიხილა. მომხსენებელმა, კანონპროექტის მიზნებზე საუბრისას რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მათ შორის:

 

სსიპ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ფინანსური დამოუკიდებლობა, მისი გაძლიერება და გაზრდა სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებიდან კერძო დაფინანსების წყაროებზე გადასვლის გზით


2014 წლის სექტემბრის ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის (FSAP) შესაბამისი მოთხოვნების იმპლემენტაცია ყველა მზღვეველის ოპერატიული თვითკონტროლის მექანიზმის შექმნისა და ფუნქციონირების უზრუნველყოფა სავალდებულო, საერთაშორისო სტანდარტებისა და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად ორგანიზებული შიდა აუდიტის ფორმით


2009 წლის 25 ნოემბრის #138 დირექტივას ,,სადაზღვევო და გადაზღვევის ორგანიზაციების საქმიანობის ორგანიზაციისა და განხორციელების შესახებ (გადახდისუნარიანობის ნორმები 2) მოთხოვნებთან ეროვნული კანონმდებლობის ნაწილობრივი ჰარმონიზაცია


საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განხილული საკითხების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.

 

 

 



დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-18 21:00:58
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მენეჯერმა დავით საგანელიძემ ამორტიზებული და უმძიმესს მდგომარეობაში მყოფი კლინიკების განვითარებისთვის არაფერი...

ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე აგრობიზნესში წავიდა

ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე აგრობიზნესში წავიდა
access_time2020-09-18 19:30:26
ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე აგროსექტორით დაინტერესდა. გიორგი თაბუაშვილი10 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენებული ქლიავის ბაღებიდან პირველი მოსავალი უკვე მიიღო.   როგორც გიორგი თაბუაშვილმა ბიზნესპარტნიორს განუცხადა, ქლიავის ბაღები კასპშია გაშენებული. მისი თქმით,  რაოდენობა მცირეა, თუმცა მომავალში ბევრად მეტის მოლოდინი აქვთ.   „მეოთხე წელს სტენლის ჯიშის ქლიავის პირველი მოსავალი მივიღეთ, რაც დაახლოებით 4 ტონა იყო. მომავალ წელს, ამ დროს უკვე ემპრესის...

პანდემიამ ევროპის ქვეყნებს შორის საზღვრები დააბრუნა

პანდემიამ ევროპის ქვეყნებს შორის საზღვრები დააბრუნა
access_time2020-09-18 19:00:47
ევროპელებს ათწლეულების მანძილზე საზღვრების არსებობო თითქმის დაავიწყდათ - თუმცა, 2020-ში საკითხი ისევ რეალობად იქცა. ზოგი საზღვარი გაიხსნა, ზოგი არა, ზოგი ღიაა მხოლოდ გარკვეული ქვეყნებს მოქალაქეებისთვის, სხვებისთვის კი - ჯერაც დახურულია. სულ რამდენიმე კვირაში შენგენის ზონის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. „ევროპელებს დაავიწყდათ, რომ ცალკეულ სახელმწიფოებს საზღვრების დახურვის უფლებამოსილება აქვთ. შენგენის შეთანხმებაში შავით...

18 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

18 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-09-18 18:25:07
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 18 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი...

ანა მიქაძე: ფერმერებს რეალიზაციის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ

ანა მიქაძე: ფერმერებს რეალიზაციის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ
access_time2020-09-18 17:42:25
კოვიდ პანდემიის გავლენის ფონზე ჩავარდნილმა ტურიზმმა, სასტუმროებისა და რესტორნების დახურვამ ყველის გაყიდვები შეამცირა. საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, ფერმერებს რეალიზაციის არეალის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ. ამასთან პრობლემას წარმოადგენს პირუტყვის საკვებიც. ანა მიქაძის თქმით, ამ პრობლემების ფონზე, უფრო საქონლის  ხორცად გაყიდვის ტენდენცია შეინიშნება.   „ადამიანებს ინტერესი ეკარგებათ, ვინაიდან კორონავირუსის გამო...


მსგავსი სიახლეები

up