საფინანსო მომსახურების შემოსავლებმა 4610,9 მლნ. ლარი შეადგინა

საფინანსო მომსახურების შემოსავლებმა 4610,9 მლნ. ლარი შეადგინა

access_time2018-10-15 12:26:10

2017 წელს საქართველოში საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული 2379
საწარმო ფუნქციონირებდა, რომელთა დეკლარირებულმა შემოსავლებმა 4610,9 მლნ. ლარი
შეადგინა. აქედან უდიდესი ნაწილი (74,0 პროცენტი) მიეკუთვნება საპროცენტო და მასთან
გათანაბრებულ შემოსავლებს, 10,4 პროცენტი მოდის საკომისიოებზე, ხოლო დარჩენილი 15,6
პროცენტი სხვა სახის შემოსავლებზე ნაწილდება.


სტსტისტიკის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წელს საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების საპროცენტო ხარჯებმა 1479,7 მლნ. ლარი შეადგინა. დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე 819,9 მლნ. ლარი დაიხარჯა.


ასევე საქსტატის მონაცემით, 2017 წლის დასასრულისთვის საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების სალაროში განთავსებული იყო 1366,0 მლნ. ლარი ნაღდი ფულის სახით.
2017 წელს საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების ფიქსირებულ
აქტივებში განხორციელდა 607,5 მლნ. ლარის ინვესტიცია. 2017 წლის ბოლოსთვის ფიქსირებული
და არაწარმოებული აქტივების ნარჩენმა (საბალანსო) ღირებულებამ 1426,3 მლნ. ლარი
შეადგინა.


2017 წელს საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა
საშუალო წლიური რაოდენობა შეადგენდა 37,8 ათას კაცს, რომელთაგან 61,4 პროცენტი ქალი
იყო.


2017 წელს სადაზღვევო კომპანიების2 მიერ გამომუშავებულმა პრემიამ (ბრუტო) 413,1
მლნ. ლარი შეადგინა, საიდანაც 43,4 პროცენტი სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე
მოდის, 17,7 პროცენტი - ქონების დაზღვევაზე, 15,5 პროცენტი - სახმელეთო სატრანსპორტო
საშუალებათა დაზღვევაზე (გარდა სარკინიგზო ტრანსპორტისა), 7,0 პროცენტი - სიცოცხლის
დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი (16,4 პროცენტი) უბედური შემთხვევის და სხვა სახის დაზღვევაზე
ნაწილდება.



2017 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ დამდგარი სადაზღვევო ზარალი (ბრუტო) 251,0
მლნ. ლარით განისაზღვრა, რომლის 63,8 პროცენტი სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე
მოდის, 17,8 პროცენტი - სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევაზე (გარდა
სარკინიგზო ტრანსპორტისა), 11,2 პროცენტი - ქონების დაზღვევაზე, 3,5 პროცენტი - სიცოცხლის
დაზღვევაზე, დანარჩენი (3,7 პროცენტი) უბედური შემთხვევის და სხვა სახის დაზღვევაზე
ნაწილდება.



ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების სტრუქტურა 2017 წელს:







ხვალ ვიხსნებით და დავიწყბეთ მუშაობას, ასე არაა - „მეტრო ჯორჯიას“ მუშაობა არ განუახლებია

ხვალ ვიხსნებით და დავიწყბეთ მუშაობას, ასე არაა - „მეტრო ჯორჯიას“ მუშაობა არ განუახლებია
access_time2021-02-25 17:00:22
3 თვის შემდეგ საქალაქთაშორისო მიმოსვლა აღდგა, თუმცა მგზავრობა გაძვირდა. ტარიფი დაახლოებით 2-დან 5 ლარამდეა გაზრდილი. შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად მგზავრების საქალაქთაშორისო გადაადგილებას არ ახორციელებს „მეტრო ჯორჯია“. კომპანიაში „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ რეგულაციების შემსუბუქების მეორე დღეს მუშაობის განახლება მათთვის შეუძლებელია. „მეტრო ჯორჯია“ ადასტურებენ იმას, რომ მგზავრობის ტარიფი გაიზრდება, თუმცა კონკრეტული თანხის დასახელება ამ ეტაპზე არ შეუძლიათ. კომპანიაში ახლა იმ ეტაპებს გადიან,...

კომერციულ ბანკებში 27,769 მლრდ ლარის საცხოვრებელი ფართია დატვირთული - Top-5 ბანკი

კომერციულ ბანკებში 27,769 მლრდ ლარის საცხოვრებელი ფართია დატვირთული - Top-5 ბანკი
access_time2021-02-25 15:00:01
სესხის მისაღებად ბანკების სასარგებლოდ 27,769 მილიარდი ლარის უძრავი ქონება, კერძოდ, საცხოვრებელია დატვირთული. ამის შესახებ მონაცემები კომერციული ბანკების 2020 წლის მე-4 კვარტლის ფინანსურ ანგარიშგებებშია მოცემული.   კერძოდ, ანგარიშგების თანახმად, მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით ყველაზე მეტი - 12,2 მლრდ ლარის საცხოვრებელი ფართია დატვირთული „საქართველოს ბანკში“. შემდეგ მოდის „თიბისი ბანკი“, რომლის სასარგებლოდაც 2020 წლის მდგომარეობით ჯამში, 9,614 მლრდ ლარის ღირებულების...

„რეისები იქნება ან ევროპაში ან იქნება რუსეთში“, - რა გავლენა აქვს პოლიტიკურ პროცესებს ბიზნესზე

„რეისები იქნება ან ევროპაში ან იქნება რუსეთში“, - რა გავლენა აქვს პოლიტიკურ პროცესებს ბიზნესზე
access_time2021-02-25 12:40:07
„რეისები იქნება ან ევროპაში ან იქნება რუსეთში“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ ქართული ავიაკომპანიის „Air Georgia“-ს დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ განუცხადა. ბიზნესმენი მედიაჰოლდინგთან ქვეყანაში შექმნილ რთულ ეკონომიკურ - პოლიტიკურ მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ქვეყანა სწორად უნდა განვითარდეს და ევროპული პროექტებით კიდე უფრო უნდა მიუახლოვდეს დასავლეთს.   „შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ დღეს გვაქვს ნულოვანი ეკონომიკა. როდესაც გერმანიამ მეორე სამამულო...

2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა 1-ელ ივნისამდე გადაიწევს

2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა 1-ელ ივნისამდე გადაიწევს
access_time2021-02-25 12:01:24
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა 1-ელ ივნისამდე გადაიწევს.   როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ეს შეღავათი ავტოსატრანსპორტო საშუალებების 19 ათას მფლობელს შეეხება.   „მოგეხსენაბათ, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე...

„ცვლილებების განხორციელებისას უნდა მოხდეს კომპანიების ხედვების გათვალისწინება“ - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

„ცვლილებების განხორციელებისას უნდა მოხდეს კომპანიების ხედვების გათვალისწინება“ - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია
access_time2021-02-25 10:55:13
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის კომიტეტის სხდომის ფარგლებში საქართვლოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა ისაუბრეს სექტორში არსებულ იმ პრობლემებზე, რომელმაც Covid-19 გამოწვეული პანდემიის ფონზე მწვავედ იჩინა თავი  და რომელთა მოგვარებაშიც ბიზნესს საკუთარი წვლილი შეტანა შეუძლია. კომიტეტის სხდომაზე შეეხნენ იმ გლობალურ ტენდენციებს, რომელიც სექტორის რეფორმირების კუთხით მსოფლიოში გამოიკვეთა და მნიშვნელოვანია საჯარო ფინანსების ხარჯვის ეფექტიანობის გასაზრდელად....


მსგავსი სიახლეები

up