საფინანსო ბაზარზე ახალი მოთამაშე - მიკრობანკი გამოჩნდება

საფინანსო ბაზარზე ახალი მოთამაშე - მიკრობანკი გამოჩნდება

access_time2021-09-09 14:00:55


საფინანსო ბაზარზე 2022 წლიდან შესაძლოა ახალი სუბიექტები მიკრობანკის სახით გაჩნდეს. ეროვნულ ბანკს კანონპროექტი უკვე მომზადებული აქვს. მას ახლა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები განიხილავენ.


მკრობანკი ერთგვარი გარდამავალი ორგანიზაცია იქნება მიკროსაფინანსოსა და ბანკს შორის. სესხის გაცემის ლიმიტი 5-ჯერ – 1 მლნ ლარამდე იზრდება და დაკრედიტება უცხოურ ვალუტაშიც შესაძლებელი ხდება. რადგანაც მიკროსაფინანსოებს დღეს 1 პირზე მაქსიმუმ 200 000 ლარის გასესხება შეუძლიათ და რადგანაც  200 000 ლარამდე უცხოურ ვალუტაში დაკრედიტება აკრძალულია, მიკროსაფინანსოები ამ შესაძლებლობას მოკლებულები არიან.


კანონპროექტის მიხედვით, მიკრობანკებს დეპოზიტების განთავსების უფლებაც ენიჭებათ. მისოებს დღეს ანაბრის მიღება არ შეუძლიათ, თუმცა ფიზიკური პირებისგან სესხის ხელშეკრულებას მაინც აფორმებენ რაც შინაარსობრივად ძალიან ჰგავს დეპოზიტს.


უფლებებთან ერთად ვალდებულებებიც იზრდება. საწესდებო კაპიტალი 10 მლნ ხდება, რაც მისოებისას 10-ჯერ აღემატება, თუმცა ბანკებისას 5-ჯერ ჩამორჩება, ამავე დროს სავალდებულო მოთხოვნაა, რომ დაკრედიტებაში მინიმუმ 70% ბიზნეს სესხებზე მოდიოდეს.


კანონპროექტში რაიმე განსაკუთრებულს ვერ ხედავს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე. როგორც მან Commersant-თან საუბრისას აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ დაკრედიტების ზღვარი 5-ჯერ იზრდება და 200 ათასიდან 1 მლნ-მდე არსებულ სივრცეს ავსებს ის კონკურენციას დიდად მაინც ვერ გაზრდის.


ბოლო წლებში გამკაცრებულმა რეგულაციებმა მიკროსაფინანსოები საკმაოდ დააზარალა. მათი ნახევარი ბაზრიდან გავიდა. დარჩენილი 39 მისოს აქტივების მოცულობა 1.573 მლრდ-მდე შემცირდა, რაც საბანკო აქტივების 2.8%-ს უდრის, გაცემული სესხების მოცულობა -1.227 მლრდ კი საბანკო სესხების 3.2%-ს შეადგენს. 5 წლის წინ მისოები აქტივები ბანკების აქტივების 6.7%-ს, გაცემული სესხები კი 7.9%-ს შეადგენდა.


რეგულაციებს პრობლემები მხოლოდ მიკროსაფინანსოებისთვის არ შეუქმნია. ონლაინგამსესხებლები ბაზრიდან საერთოდ გაქრნენ. ლომბარდების წილი 0.8%-მდე შემცირდა, სადაზღვევოების 1.5%-მდე, საბროკეროების, რომლებიც არც იქამდე ყოფილა განვითარებული 0.15%-მდე, ბანკების წილმა კი 95%-ს გადააჭარბა. თავად ბანკებშიც სესხებისა და დეპოზიტების 2/3-ზე მეტი 2 დომინანტ ბანკზე ნაწილდება, მათზე მოდის აქტივების 3/4-ზე მეტიც. წმინდა მოგების მხრივ თიბისისა და საქართველოს ბანკს 87%-იანი წილი უკავიათ.


თავად მისოებში ფიქრობენ, რომ მიკრობანკის ლიცენზიით თანხებს უფრო დაბალ პროცენტში მიიზიდავენ, რაც თავის მხრივ მათ მიერ გასაცემ კრედიტის ღირებულებას შეამცირებს.


ახალი კანონი ძალაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ შევა.


გიორგი ელიზბარაშვილი

თეგები:
მიკრობანკი



ჩაანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი მენეჯერებს

ჩაანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი მენეჯერებს
access_time2021-09-25 16:00:47
ყველა იმ ინსტრუმენტს შორის, რომელსაც მენეჯერები ბიზნესის საწარმოებლად იყენებენ, აზროვნება ყველაზე მნიშვნელოვანია. იგი ინფორმაციის დამუშავების ორ...

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია
access_time2021-09-25 03:00:00
ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია. ვერ დავისვენებთ, სანამ ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობას მივაღწევთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ მიმავალი გზა სახლში დაბრუნებას ნიშნავს. ...

ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს ყველას მოგმართავთ თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია

ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს ყველას მოგმართავთ  თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია
access_time2021-09-25 02:53:18
დღეს ყველას მოგმართავთ თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გაერო-ს 76 სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რუსეთს არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, არამედ ის აქტიურად ცდილობს ძირი გამოუთხაროს ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში ქვეყნის გაწევრიანების ეროვნულ მისწრაფებებს. ...

სრულყოფილება სიმარტივეში - ახალი Rolls-Royce Ghost-ის დებიუტი საქართველოში

სრულყოფილება სიმარტივეში - ახალი Rolls-Royce Ghost-ის დებიუტი საქართველოში
access_time2021-09-24 17:55:02
საქართველოში ახალ როლს-როის ,,გოსთის“ ოფიციალური დებიუტი შედგა. თბილისში მედიისა და საზოგადოების ცნობილმა წარმომადგენლებმა უკვე გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი პირველი შთაბეჭდილებები ექსკლუზიური საღამოს განმავლობაში. „ახალი „გოსთი“დიდ ბრიტანეთში შეიქმნა და ის არის ინჟინერიის, ტრადიციებისა და დიზაინის ნამდვილი შედევრი. მე ვარ ამაყი იმის გამო, რომ მაქვს შესაძლებლობა ვაჩვენო ჩვენს ქართველ მეგობრებს საუკეთესო ბრიტანული...

ნავთობის ფასი სამწლიან მაქსიმუმზეა

ნავთობის ფასი სამწლიან მაქსიმუმზეა
access_time2021-09-25 11:00:22
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები გაიზარდა, ხოლო Brent-ის ტიპის ღირებულებამ სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია. Brent-ის ტიპის ნავთობის ნოემბრის ფიუჩერსების ფასი 0,13%-ით გაიზარდა და ბარელზე 77,35 აშშ დოლარს შეადგენს. ამავდროულად, WTI-ის ნოემბრის ფიუჩერსების ღირებულება 0,04%-ით გაიზარდა და ბარელზე 73,33 აშშ დოლარად ბარდება. OPEC+-ის 1-ელ სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა 2022 წლის 3.28 მილიონი ბარელის დღიური მოპოვების პროგნოზი 4.2 მილიონ ბარელამდე...


მსგავსი სიახლეები

up