საფეხბურთო კლუბ მილანს Louis Vuitton-ის მფლობელი მილიარდ ევროდ შეიძენს

საფეხბურთო კლუბ მილანს Louis Vuitton-ის მფლობელი მილიარდ ევროდ შეიძენს

access_time2020-01-15 20:15:05

პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ბერნარდ არნო საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ახალი მფლობელი გახდება. პოტენციური შეთანხმების შესახებ საუბრები დიდი ხანია არ წყდება, თუმცა, ბოლო კვირაა ეს თემა უფრო დიდ ყურადღებას იპყრობს.  ჟურნალისტმა ლუკა სერაფინიმ დაწერა, რომ ამერიკულ ფონდ Elliott-ს („მილანის“ მფლობელი) და LVMH-ს (ბერნარდ არნოს კომპანია) შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია.


არნომ მილანისთვის 975 მილიონი ევრო შესთავაზა Elliott-ს. როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს ხელშეკრულება ძალაში მას შემდეგ შევა, რაც ახალი სტადიონის პროექტი დამტკიცდება.


არნოს კომპანიაში ამ ინფორმაციას უარყოფენ - თუმცა, ეს პირველი შემთხვევა არ არის, რადგან მათვე არ დაადასტურეს, რომ ბიზნესმენს  კლუბის შესყიდვის ინტერესი ჰქონდა. ბერნარდ არნოს შვილი, ანტუანი ტვიტერის მეშვეობით კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას.


თუმცა, სერაფინი  საკუთარი წყაროს ავთენტურობაში დარწმუნებულია.



იტალიელი ფეხბურთის ბლოგერი იური შევჩენკო წერს, რომ , როცა საუბარი ასეთ მსხვილ გარიგებას ეხება, ინფორმაციის უარყოფა აუცილებელია. „ეს მნიშვნელოვანია ბირჟისთვის და არ ახდენს გავლენას იმაზე, რომ შეთანხმება უკვე თითქმის გაფორმებულია. მილანის წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ და ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ჭორი უსაფუძვლო არ არის.“- ამბობს ბლოგერი.


ჟერარ ლოპესი, კლუბ „ლილიის„ პრეზიდენტი ამბობს, რომ „მილანის“ მფლობელ კომპანია Elliott-ს სხვადასხვა დამოკიდებულება აქვს ფრანგული კლუბისა და იტალიური „მილანის“ მიმართ. ლოპესის თქმით, ელიოტის ერთადერთი მიზანი „მილანის“ გაყიდვაა.


იტალიური ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი კარლო ტავეკკიო უარყოფს, რომ ის „მილანსა“ და არნოს შორის გარიგებაში შუამავალია. თუმცა, აღნიშნავს, რომ მილანი ბიზნესმენებისთვის მიმზიდველია და დიდი პერსპექტივა აქვს.   „ბრექსიტის შემდეგ ლონდონი ევროკავშირს დატოვებს და სამკუთხედი ფრანკფურტი-პარიზი-ლონდონი გადაიქცევა ფრანკფურტი-პარიზი-მილანად. ის ვინც ევროპაში ხელოვნებით, კომუნიკაციებით, მოდითა და ფინანსებითაა დაკავებული „მილანში“  დიდ პოტენციალს ხედავს. Louis Vuitton-ის გამოჩენა სასურველია მილანისა დაა მთელი იტალიისთვის.“ -ამბობს ტავეკკიო.  


მილანური ტელეკომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მას აქვს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს თუ როგორ მოითხოვა „მილანის“ შემოწმება ბერნარდ არნომ. დოკუმენტი ნოემბრითაა დათარიღებული.დოკუმენტი საიდუმლოა, თუმცა, ინსაიდერებმა იციან, რომ გარიგება რეალურია.


მილანი ამერიკული ჰეჯფონდის Elliott-ის შემადგენლობაში 2018 წელს გადავიდა მას შემდეგ, რაც ყოფილმა მფლობელმა ვერ შეძლო კლუბის შესაძენად აღებული კრედიტის გადახდა. როგორც ამბობენ,“ მილანს“ რეალური შანსი აქვს ახალი მფლობელი  მოდის სამყაროდან ჰყავდეს.


Sports.ru

მარიამ მორგოშია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up