57 წლის კაცს ვირუსი მსუბუქ ფორმებში, გართულებების გარეშე აქვს და მისი გამოჯანმრთელების პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
კატალონიურ კლუბში ეს კორონავირუსული ინფექციით დაავადების მესამე შემთხვევაა. მანამდე ვირუსი კლუბის სამედიცინო სამსახურის დირექტორს, რამონ კანიალს და ხელბურთელთა გუნდის ექიმს, ხოსეპ ანტონი გუტიერესს დაუდგინდა.
4 აპრილის მონაცემებით, ესპანეთში კოვიდ-19-ის სულ 124 736 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 11 744 ლეტალური შედეგით დასრულდა.
imedinews