საფერავის საერთაშორისო კონკურსში 70-მდე კომპანია მონაწილეობს

საფერავის საერთაშორისო კონკურსში 70-მდე კომპანია მონაწილეობს

access_time2021-06-14 11:30:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში საფერავის მეორე საერთაშორისო კონკურსი ტარდება. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.


„კონკურსი, რომლის ინიციატორი და ორგანიზატორია ასოციაცია „ქართული ღვინო“, საფერავის და მისგან დამზადებული მრავალფეროვანი ღვინოების ცნობადობის ამაღლების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.


კონკურსზე 70-მდე მწარმოებელმა საფერავის ყურძნის ჯიშისგან სხვადასხვა ტექნოლოგიით წარმოებული 250-მდე ღვინის ნიმუში წარადგინა. საკონკურსო ჟიურის თავმჯდომარე ენოლოგი, მეღვინე გოგი დაქიშვილი იყო.




ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ჟიურის წევრის, ლევან მეხუზლას შეფასებით, კონკურსზე წარმოდგენილი ღვინოებო საუკეთესო ხარისხისაა; მსგავსი კონკურსები ხელს უწყობს საფერავის ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ღვინის ხარისხის გაუმჯობესებას, რაც უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში ღვინის ინდუსტრიის განვითარებისთვის, რადგან ექსპორტის უდიდესი წილი სწორედ საფერავისგან დამზადებულ ღვინოებზე მოდის.



გამარჯვებული ღვინოები რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი. კონკურსში გამარჯვებულ კომპანიებსა და მცირე მარნებს ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს დიპლომები გადაეცემათ.


საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი 2018 წელს ჩატარდა. კონკურსზე წარდგენილი იყო როგორც დიდი მწარმოებლის, ასევე მცირე და საშუალო საოჯახო მარნების 200-მდე ღვინის ნიმუში. ჟიურის თავმჯდომარე ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი და ღვინის მწერალი, ენდრიუ ჯეფორდი იყო.
საფერავი უძველესი ქართული ვაზის ჯიშია. იგი ვაზის წითელი ჯიშების მსოფლიო ასორტიმენტის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია. მაღალი ხარისხობრივი და უნიკალური თვისებებიდან გამომდინარე, საფერავის ჯიშის ყურძენი გაშენებულია არაერთ ქვეყანაში და მისგან მაღალი ხარისხის ღვინოები იწარმოება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.




თეგები:
კონკურსი



სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“ მე-3 აუქციონზეც ვერ გაიყიდა

სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“ მე-3 აუქციონზეც ვერ გაიყიდა
access_time2021-08-02 17:00:58
„საპარტნიორო ფონდის“ მიერ გასაყიდად გამოტანილი სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“ ვერც მე-3 აუქციონზე გაიყიდა, მიუხედავად იმისა, რომ პირველ აუქციონთან შედარებით ფასი თითქმის $13 მლნ–ით ნაკლები იყო. „საპარტნიორო ფონდმა“ სასტუმრო„ბორჯომი ლიკანის“ შემდგომი განვითარების მიზნით, საჯარო აუქციონი მესამედ ივნისში გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ ფასი იმაზე ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე პირველი და მეორე აქციონების შემთხვევაშიიყო. ამჯერად სასტუმროს საწყისი ღირებულება 24 041...

რომ არა ხარისხის პრობლემა, ქართულ თხილზე აშშ–ში დიდი მოთხოვნა იქნებოდა

რომ არა ხარისხის პრობლემა, ქართულ თხილზე აშშ–ში დიდი მოთხოვნა იქნებოდა
access_time2021-08-02 16:00:48
საქართველოში თხილის მოსავლის აღება მომავალი კვირიდან იწყება. გასული სეზონი აღდგენითი ხასიათის იყო, როდესაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალმოსავლიანობა იყო (33 000 ტ). მეწარმეები მიმდინარე სეზონზე კიდევ უფრო მეტ მოსავალს ელიან, თუმცა მსოფლიო ბაზარზე წარმატების მისაღწევად თხილის ხარისხის გაუმჯობესებაა აუცილებელი. EastFruit–ის ქართული ჯგუფი ბლაი ლორტ მარტის ესაუბრა, აგრონომსა და ტექნოლოგიების სპეციალისტს, FRUSESA, BAIN BORGES International Group–ის ყოფილ...

ცესკოს თავმჯდომარე 6 თვით გიორგი კალანდარიშვილი იქნება

ცესკოს თავმჯდომარე 6 თვით გიორგი კალანდარიშვილი იქნება
access_time2021-08-02 13:55:18
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 6 თვით გიორგი კალანდარიშვილი იქნება. პარლამენტმა ის მეოთხე მცდელობაზე დღეს, 2 აგვისტოს აირჩია. კალანდარიშვილის კონკურენტმა გიორგი სანტურიანმა ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვა. გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას 83 მომხრე და 3 წინააღმდეგი ჰყავდა;გიორგი სანტურიანს კი 4 მომხრე და 1 წინააღმდეგი.დღესვე ცესკოში პროფესიული ნიშნით ორი წევრი აირჩიეს, გია ცაცაშვილი და მაია ზარიძე. წევრობის...

ვაშინგტონი ამერიკელებს საქართველოში მოგზურობისგან თავის შეკავებისკენ ეპიდვითარების გამო მოუწოდებს

ვაშინგტონი ამერიკელებს საქართველოში მოგზურობისგან თავის შეკავებისკენ ეპიდვითარების გამო მოუწოდებს
access_time2021-08-02 14:00:48
ტურიზმის სამნიშნა პროცენტული ზრდის ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ მოქალაქეებს კოვიდის გამო საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებიკენ მოუწოდებს. დამატებით რისკებად კი შესაძლო ძალადობის შემთხვევებს ასახელებს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ანგარიში 16 ივნისითაა დათარიღებული, მაშინ როცა კოვიდის შემთხვევათა 7 დღის საშუალო მაჩვენებლი 704-ს შეადგენდა და უცხოელებზე თავდასმხებიც არ იყო გახშირებული. ივნისში ვიზიტორების რაოდენობა, გასული წლის...

სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერირება BP-მ SOCAR-ს გადააბარა

სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერირება BP-მ SOCAR-ს გადააბარა
access_time2021-08-02 15:00:10
სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერატორის როლი კომპანია ბი-პი ექსპლორეიშენ (შაჰ დენიზ) ლიმიტედმა კომპანია სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს ლიმიტედს გადააბარა. სამხრეთ კავკასიის მილსადენი ერთ-ერთია სამხრეთის გაზის კორიდორის ოთხი სეგმენტიდან, რომელიც ემსახურება ბუნებრივი გაზის ექსპორტს აზერბაიჯანიდან თურქეთსა და ევროპაში საქართველოს გავლით. სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს ლიმიტედი კი სოკარის შვილობილი კომპანიაა. ტექნიკური ოპერატორობის გადაცემა...


მსგავსი სიახლეები

up