საფასო პოლიტიკის გადახედვა შემოდგომაზე მოხდება, როდესაც რეალურ ხარჯებს გავაანალიზებთ- „ოკტოპუს ფიტნეს კლუბი“

საფასო პოლიტიკის გადახედვა შემოდგომაზე მოხდება, როდესაც რეალურ ხარჯებს გავაანალიზებთ- „ოკტოპუს ფიტნეს კლუბი“

access_time2020-07-13 12:30:45

საკოორდინაციო საბჭომ საცურაო აუზებისა და სპორტული დარბაზების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ოთხ თვიანი პაუზის შემდეგ ბიზნესი ახლა შრომის ინსპექციის შემოწმებას ელოდება. ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე უკვე დარეგისტრირდა „ოკტოპუს ფიტნეს კლუბი“.  სპორტულ დარბაზში ახლა სპეციალისტებს ელოდებიან, რომლებიც გადაწყვეტენ გაიხსნება თუ არა ფიტნეს კლუბი.


„ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ დირექტორი გიორგი ასათიანი აცხადებს, რომ რეგულაციები ბიზნესის ხარჯს მნიშვნელოვნად ზრდის, თუმცა ამის მიუხედავად ასათიანს ჯერ არ შეუძლია იმის თქმა, გადახედავს თუ არა „ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ საფასო პოლიტიკას. როგორც თვითონ აცხადებს კომპანია ცდილობს ფასები შეინარჩუნოს, თუმცა მისი განმარტებით საფასო პოლიტიკის გადახედვა შემოდგომაზე მოხდება, როდესაც ბიზნესი რეალურ ხარჯებს გააანალიზებს.

 

„ჩვენ გვყავს ჩვენი შრომითი უსაფრთხოების სამსახური, რომელიც გვეხმარება რომ კოვიდ 19-თან დაკავშირებით გავრცელებული ყველა რეკომენდაცია შევასრულოთ. თავის ადგილზე  იყოს გამოკრული სტიკერი, განაცხადი, აღწერილობა. რაც შეეხება დაშორებებს, ბარიერებს და ა.შ. ესეც უკვე მომზადებული გვაქვს. აღსანიშნავია, რომ ფიტნეს კლუბს ერთ-ერთი მაღალი ხარისხის ვენტილაციის სისტემა აქვს, რომელიც მუდმივ რეჟიმში ახორციელებს შიდა ჰაერის გარეთ გატანას და შემდეგ სუფთა ჰაერს გარედან შემოტანას. პლუს ამას ჩვენ გვაქვს გაფორმებული ხელშეკრულება შესაბამის კომპანიასთან, რომელიც ვენტილაციის სისტემის მონიტორინგს ახორციელებს, რათა დანადგარი მუდმივად წესრიგში იყოს“-აცხადებს ასათიანი. 

 


კოვიდ 19 -მა ადამიანის ქცევის წესი შეცვალა. რეალურად განსხვავებული სიტუაცია დახვდებათ სპორტულ დარბაზებშიც, გიორგი ასათიანი დეტალურად საუბრობს იმ რეგულაციებზე, რომლის დაცვაც მომხმარებლებს ფიტნეს ცენტრებში მოუწევთ:

 

„მოლაპარაკების პროცესში რეკომენდაციების შემუშავების დროს ერთ-ერთი მნიშვნლოვანი პუნქტი იყო, რომ კლუბში ვარჯიში უსაფრთხო ყოფილიყო, თუმცა მეორე პუნქტი იყო ის, რომ კლუბში შემოსვლა კომფორტული ყოფილიყო მომხმარებლისთვის. აქედან გამომდინარე დიდ სხვაობას მომხმარებლები ვერ ნახავენ, გარდა იმისა, რომ კლუბში მაქსიმალურადაა დაცული უსაფრთხოების ნორმები. გასახდელები იქნება მუშა პროცესში უბრალოდ ყოველი მეორე იქნება დალუქული, ჩვეულებრივად იმუშავებს საშხაპეებიც, ისეთი რამ რაც სტუმარს დისკომფორტი შეუქმნას არ არის. იქნება გაზრდილი ჯგუფური ვარჯიშები, რომელზეც ჩვენი აპლიკაციის საშუალებით ჩაეწერებიან. აპლიკაციის მეშვეობით ასევე მუდმივად შეეძლებათ აკონტროლონ ადამიანების რა რაოდენობა იმყოფება ფილიალში“, - განმარტავს გიორგი ასათიანი.

 

ოთხ თვიანი პაუზის შემდეგ „ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ მომხმარებლებს სიახლეებით ხვდება. ყველაზე დიდი სიახლე არის ის, რომ ახალი ფილიალი გაიხსნება, რომლის ამოქმედებაც  კორონავირუსის პანდემიის გამო შეფერხდა. შესაბამისად, საბურთალოს „სითი მოლში“ არსებული ფიტნეს კლუბი პირველ მომხმარებლებს უახლოეს დღეებში მიიღებს.

 

„ფიტნეს კლუბი ბევრი სიახლით ბრუნდება, პირველი არის ის, რომ ჩვენი საბურთალოს „სითი მოლის“ ფილიალი გაიხსნება, რომელის გახსნა კოვიდ 19- ს გამო ვერ მოესწრო.  მულტიფუნქციური სივრცე შექმნა, სადაც მომხმარებელს ყველა ის სივრცე დახვდება, რომელიც სპორტული დაწესებულებისთვისაა დამახასიათებელი. ესაა დამოუკიდებელი აერობიკის ზონა, დამოუკიდებელი სპინინგის ზონა, დამოუკიდებელი პილატესის რეფორმერები, კარდიო ზონა, ფუნქციონალური ვარჯიშების ზონა, საუნა და ა.შ. გარდა ამისა ვაკის ფილიალში დავამატეთ ღია სივრცე, სადაც მომხარებელს შეეძლება ჩვენს ვერანდაზე ივარჯიშოს და ჯგუფურ ვარჯიშებს დაესწროს. პლუს აქცენტი გავაკეთეთ ტექნოლოგიებზე აპლიკაცია და ჩვენი ვებ გვერდი მაქსიმალურად არის მომზადებული იმისთვის, რომ მომხმარებელმა მაქსიმალურად კომფორტულად შეძლონ კლუბში შემოსვლა, ჯგუფურ ვარჯიშებზე ჩაწერა, ონლაინ გადახდა და ა.შ.“, - აცხადებს გიორგი ასათიანი.


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up