საფარის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საფარის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

access_time2016-07-08 14:30:20

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ახალციხის მუნიციპალიტეტში  საფარის მონასტერთან მისასვლელი 7.2 კმ-იანი  გზის სამშენებლო - სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.


გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტის საფარი  აქამდე არ ყოფილა. მონასტრამდე  გრუნტის გზა მიდიოდა, რომელიც წვიმიან ამინდში გაუვალი ხდებოდა, როგორც ტრანსპორტისათვის, ასევე ფეხით მოსიარულეთათვის.   გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა მოუგვარდება.


პროექტის ფარგლებში გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოეწყობა  2 ფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი და ხელოვნური ნაგებობები. პროექტი, ასევე, ითვალისწინებს  ბეტონის პარაპეტების და ლითონის თვალამრიდების მოწყობას  და გზის მონიშვნის სამუშაოებს.


საფარის გზის რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 3 198 099,81 ლარია. სამშენებლო სამუშაოებზე 50 ადამიანია დასაქმებული, მათი უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა.



რა გავლენა იქონია საცხოვრებელი უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებული პირების გადაწყვეტილებასა და ქცევაზე პანდემიამ

რა გავლენა იქონია საცხოვრებელი უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებული პირების გადაწყვეტილებასა და ქცევაზე პანდემიამ
access_time2020-06-03 09:50:46
 უძრავი ქონების სერვისებისა და მარკეტინგული საკონსულტაციო კომპანია „არეა ჯგუფი“ კვლევას აქვეყნებს „უძრავი ქონების მომხმარებელთა მოლოდინებისა და ქცევის შესახებ COVID 19-ის გავრცელებამდე და მის შემდგომ“, რომლის მიხედვითაც მომხმარებლების 78%-ისთვის პანდემია შემაფერხებელი ფაქტორი აღმოჩნდა.   რაოდენობრივი კვლევა ჩატარდა უძრავი ქონების შეძენით...

მსოფლიოს უმდიდრესი ფეხბურთელი, რომელსაც 1 ბინა აქვს და კარიერა "ხეტაფეში" დაასრულა

მსოფლიოს უმდიდრესი ფეხბურთელი, რომელსაც 1 ბინა აქვს და კარიერა
access_time2020-06-02 21:30:26
სათაურის წაკითხვისა და ფოტოს ნახვის შემდეგ ურთიერთსაწინააღმდეგო განცდა დაგეუფლებოდათ - რადგან, როცა "უმდიდრეს ფეხბურთელს" წავიკითხავთ, თავში, პირველ რიგში, კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი ამოტივტივდებიან, რომლებიც წლიურად 100 მილიონ ევროზე მეტს შოულობენ.   თუმცა ფეხბურთელთა შორის ყველაზე მდიდარი ვარსკვლავებთან შედარებით ნაკლებად ცნობილი ფრანგი ფეხბურთელია, რომელმაც 2019 წელს "ხეტაფე" დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა. მისი სახელი მეტიო ფლამინი...

2 ივნისი - ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარებას განაგრძობს

2 ივნისი - ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარებას განაგრძობს
access_time2020-06-02 19:00:51
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 2 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 4 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ...

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის მოცულობა თითქმის ქუთაისის ბიუჯეტია“ - ლევან კობერიძე

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის მოცულობა  თითქმის ქუთაისის ბიუჯეტია“ - ლევან კობერიძე
access_time2020-06-02 18:40:45
„მაღალი ბიუჯეტი და დაბალი რეიტინგი - ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, ლევან კობერიძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის 2019 წლის ანგარიში განიხილა. როგორც კობერიძემ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, მაღალი ბიუჯეტის პირობებში საზოგადოებრივ მაუწყებელს დაბალი რეიტინგი აქვს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი - 69 მილიონი ლარი ქუთაისის ბიუჯეტზე მეტია. რეიტინგებში საზოგადოებრივი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-02 21:55:14
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ძმები ხარებავები ტობავარჩხილის ტბებისკენ მიმავალ გზაზე სასტუმროებს აშენებენ (ფოტოები) ტობავარჩხილის ტბებისკენ მიმავალ გზაზე შპს მუხური რეზორთი ორ სასტუმროს აშენებს. სასტუმროს პროექტი „ლაკადა გრუპმა“ მოამზადა, სწორედ ეს კომპანია ახორციელებს სოფელ მუხურში...


მსგავსი სიახლეები

up