საერთო სამუშაო სივრცე Terminal - ი თბილისში ორ ახალ ფილიალს ხსნის

საერთო სამუშაო სივრცე Terminal - ი თბილისში ორ ახალ ფილიალს ხსნის

access_time2020-06-29 11:30:10

Terminal -ი ჭავჭავაძეზე აქსის თაუერსში და ვარდების ბაღში 1 ივლისიდან გაიხსნება. კონცეფცია, სერვისი და ფასები ახალ ფილიალებშიც იგივე რჩება, საკონფერენციო ოთახებით, კაფით და მოსასვენებელი ზონებით სარგებლობა წევრებს ახალ სივრცეებშიც შეეძლებათ.





Terminal-ის დირექტორი ჯინო დოლინი „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ტერმინალი თაუერსი, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ახალ ბიზნეს ცენტრში „აქსის თაუერსში“ გაიხსნება, ცენტრალურ აზიაში ყველაზე დიდი საერთო სამუშაო სივრცე იქნება. 


„Terminal Towers-ი ყველაზე დიდი ფილიალი იქნება, სადაც 325 პერსონალური ადგილი, 4-20 ადამიანამდე გათვლილი ინდივიდუალური ოფისები, საკონფერენციო და შეხვედრების ოთახები განთავსდება. მთლიანობაში ეს ფილიალი 500-მდე წევრის მიიღებას და მომსახურებას შეძლებს, რაც მოცულობით რეგიონში უპრეცენდენტოა. 


მეორე ფილიალს ვარდების ბაღის რეკრეაციულ და მყუდრო გარემოში ვხსნით. Terminal Roses Garden - ი სხვა ფილიალებისგან 9 მეტრიანი ხის ვიტრაჟული კედლებით და შუაგულში მოწყობილი კინოს ამფითეატრით განსხვავდება. ვეცადეთ, ძველი თბილისური ბაღის იერსეახე არ დაგვერღვია,
 - აცხადებს ჯინო დოლინი.





მისი თქმით, ივლისიდან თბილისში უკვე 5 ფილიალით დაიწყებენ ოპერირებას, რაც სხვადასხვა გემოვნებისა და მოთხოვნილებების კომპანიებს მათთვის სასურველი მომსახურების შეთავაზების საშუალებას მისცემთ.


„როდესაც ვარჩევთ ახალ ლოკაციას ძალიან მნიშვნელოვანია ფართის განლაგება და სიდიდე, ეს პირველი მთავარი საკითხია. ლოკაციების მიხედვით ვატარებთ კვლევას და ეს ორი ახალი ადგილი სწორედ ამის მიხედვით შევარჩიეთ. Terminal - ის წევრებს ნებისმიერ ფილიალში საშუალება აქვთ ისარგებლონ შეხვედრების ოთახებით, გამოიყენონ იურიდიული მისამართი, ემსახურებათ 24 საათიანი მიმღები, დალაგების სერვისი, აქვთ წვდომა ნებისმიერ ფილიალთან და რაც მთავარია, გარკვეული პირობებით კორპორატიული დაზღვევის შესაძლებლობაც“, - განმარტა ჯინო დოლინიმ.







ნინო თამაზაშვილი



თეგები:
Terminal



„მკვლელი ლიფტები“ – არაპოპულარული, მაგრამ სასიცოცხლო ნაბიჯი, რომელიც მერიამ უნდა გადადგას

„მკვლელი ლიფტები“ – არაპოპულარული, მაგრამ სასიცოცხლო ნაბიჯი, რომელიც მერიამ უნდა გადადგას
access_time2020-07-13 18:00:24
ამორტიზებული ლიფტების რაოდენობა საქართველოში 18 ათასს აღწევს. მათი ექსპლუატაციის 25–წლიანი ვადა დაახლოებით 30 წლის წინ ამოიწურა. ასეთი ლიფტები არა პოტენციურ, არამედ რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ ადამიანების სიცოცხლისთვის. რეალურს იმიტომ, რომ ლიფტებთან დაკავშირებული უბედური შემთხვევების რიცხვი მხოლოდ მიმდინარე წლის 6 თვეში 30–ს აღწევს. „მკვლელი ლიფტების“ შესაცვლელად წლები და კოლოსალური ფინანსებია საჭირო. უკეთ წარმოდგენისთვის, ერთი ლიფტის ფასი 5–დან 8 ათას აშშ დოლარამდე...

ელექტრომობილების ქარხნისთვის საჭირო ტექნოლოგიური სიმძლავრეები საქართველოშია

ელექტრომობილების ქარხნისთვის საჭირო ტექნოლოგიური სიმძლავრეები საქართველოშია
access_time2020-07-13 16:30:17
„აიგრუპის“ ელექტრომობილების ქარხნისთვის საჭირო ტექნოლოგიური სიმძლავრეები უკვე საქართველოშია.   საწარმოო ხაზი და ტექნოლოგიური სიმძლავრეები, რომელიც კომპანიამ პარტნიორისგან, ავტოინდუსტრიის ჩინური გიგანტი კომპანია „ჩანგანისგან“ ჯერ კიდევ 2019 წლის შემოდგომაზე შეიძინა და დეკემბერში უნდა ჩამოსულიყო, საქართველოში 2020 წლის ივლისის პირველ რიცხვებში ჩამოვიდა, ვინაიდან „კოვიდ-19“-ის გამო შექმნილმა ვითარებამ ლოგისტიკური შეფერხებები გამოიწვია.   ქუთაისში,...

საზღვრის კვეთა, ტესტირება, კარანტინი და პროცედურები - საქართველოს მთავრობა ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს

საზღვრის კვეთა, ტესტირება, კარანტინი და პროცედურები - საქართველოს მთავრობა ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს
access_time2020-07-13 15:32:31
საქართველოს მთავრობა საზღვრის კვეთასთან, ტესტირებასთან, კარანტინთან და შესაბამის პროცედურებთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს აქვეყნებს. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ფეისბუქგვერდზე განთავსდა.   ხშირად დასმული კითხვები საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით რომელი ქვეყნებისთვის იხსნება საქართველოს სახელმწიფო საზღვარი?   ამ ეტაპზე, ევროკავშირის 27 წევრი...

ვინ და როგორ იმარჯვებს უკონკურენტოდ ტენდერებში

ვინ და როგორ იმარჯვებს უკონკურენტოდ ტენდერებში
access_time2020-07-13 17:00:29
ბოლო დროს აშშ-ის საკანონმდებლო ორგანო სულ უფრო ხშირად მიგვითითებს ქვეყანაში კორუფციის რისკების არსებობაზე, თუმცა ხელისუფლება პასუხად ამბობს, რომ საქართველოს პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში მხოლოდ გაუმჯობესდა და შესაბამისად, როგორ შეიძლება ქვეყანა, ერთი მხრივ, მიმზიდველი იყოს ბიზნესის, გლობალური კონკურენტუნარიანობის ან თუნდაც ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის თვალსაზრისით და, მეორე მხრივ, კორუფციაში იფლობოდეს. რამდენიმე თვის წინ საქართველოში ანტიკორუფციული რეფორმების სტაგნაციაზე მიუთითებდა...

ასეთი მკაცრი ზომების მიღება მცირე შეცდომებზე უბრალოდ შოუს ნაწილია- შალვა ალავერდაშვილი ობიექტების დაჯარიმების ფაქტს ეხმაურება

ასეთი მკაცრი ზომების მიღება მცირე შეცდომებზე უბრალოდ შოუს ნაწილია- შალვა ალავერდაშვილი ობიექტების დაჯარიმების ფაქტს ეხმაურება
access_time2020-07-13 14:30:00
ჯანდაცვის სამინისტრომ COVID 19-თან დაკავშირებული რეკომენდაციების დარღვევის გამო, 31 კვების ობიექტი და 3 სასტუმრო დააჯარიმა. ჯარიმის ოდენობა თითოეული ობიექტისთვის 10 000 ლარია. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს.   „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ისედაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში მყოფი ბიზნესების ასეთი...


მსგავსი სიახლეები

up