8 ივლისის შემდგომ აჭარის სასტუმროებში რუსი ტურისტების ჯავშნების 70-80 პროცენტი გაუქმებულია,  გერმანიიდან  კი  88 პროცენტითაა გაზრდილი

8 ივლისის შემდგომ აჭარის სასტუმროებში რუსი ტურისტების ჯავშნების 70-80 პროცენტი გაუქმებულია, გერმანიიდან კი 88 პროცენტითაა გაზრდილი

access_time2019-07-08 13:00:56

„გაუქმებული ფრენების ჩანაცვლებაზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მოვახდინოთ იმ ბაზრების სტიმულირება, საიდანაც შესაძლებელია ტურისტები ჩამოვიდნენ.  უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ რეალურად აღვიქვამთ შექმნილ სიტუაციას და, რა თქმა უნდა, რუსეთიდან ფრენების გაუქმებას ტურიზმის სექტორზე გავლენა ექნება,“ - აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე რუსეთიდან ფრენების გააუქმების შემდეგ აჭარის ტურისტულ სეზონს აფასებს.


დღეიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა.



 2018 წლის მონაცემებით, აჭარაში რუსი ტურისტების წილი საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობის კუთხით შეადგენდა 7,7 პროცენტს.  მათი ჯავშნების ყველაზე მეტი წილი 50 და უფრო ნაკლები ნომრების მქონე სასტუმროებზე (კერძო სახლები, საოჯახო ტიპის სასტუმროები)  მოდის. რაც შეეხება დიდ სასტუმროებს, თინათინ ზოიძის ინფორმაციით, მათზე  რუსი ტურისტების სიმცირე ნაკლებ გავლენას მოახდენს.



ბოლო 6 თვის მონაცემებითა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის სტატისკით, საერთაშორისო ვიზიტორების კუთხით აჭარის რეგიონს 41 პროცენტიანი ზრდა აქვს.  რაც შეეხება რუს ტურისტებს, 8 ივლისის შემდგომ სასტუმროებში ჯავშნების 70-80 პროცენტი გაუქმებულია  ან  შეჩერებული. თუმცა, ვიზიტორების მატება აღინიშნება ბოლო პერიოდში სხვა ქვეყნებიდან. როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში „კომერსანტს“ განუცხადეს გერმანიიდან ჯავშნები 88 პროცენტითაა გაზრდილი,  ესტონეთიდან -  79 პროცენტით გაიზარდა,  დიდი ბრიტანეთიდან 33 პროცენტით.  ასევე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს ემატება რეისები ევროპული ქალაქებიდან.  2 კვირის წინ ესტონეთიდან ჩამოფრინდა პირველი ჩარტერული რეისი, სექტემბერში ემატება ფრენები ვილნიუსიდან და პოლონეთიდან.



რუსეთიდან ფრენების გაუქმების შემდეგ, აჭარის რეგიონის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ პიარ-კაპანიის სამიზნედ ევროპის ქვეყნები და მეზობელი სახელმწიფოები აქცია. როგორც თინათინ ზოიძე „კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნავს National Geographic-ი და Travel Channel-ი საქართველოს შესახებ გადაცემებს მოამზადებენ, ხოლო ჩამოსული ჟურნალისტებისთვის საინფორმაციო ტურები ეწყობა.




„ჩვენ მოტივირებულები ვართ და ვახორციელებთ პროექტებს, რომელიც დაეხმარება კერძო სექტორს,  რომ რუსეთის გარდა სხვა სეგმენტზე გავიდეს და დატვირთულობა გაერზარდოს. გვაქვს სამიზნე ქვეყნები, ესენია მეზობელი ქვეყნები და ევროპული მიმართულებები, ბალტიისპირეთის ქვეყნები, გერმანია, დიდი ბრიტანეთი,  თურქეთი, უკრაინა ყაზახეთი, ბელორუსია, პოლონეთი, ანუ ისეთი ქვეყნები, საიდანაც ჯერ კიდევ შეძლებენ ტურისტები დაჯავშნონ ფრენები და სასტუმროები. ვახორციელებთ სატელევიზიო რეკლამას და გარე რეკლამას.  ჩვენთან ჩამოდიან ჟურნალისტები და ტუროპერატორები, რომელთაც ჩვენ საინფორმაციო ტურებს ვუწყობთ და ეს ადამიანები ცნობილ გამოცემებში აქვეყნებენ ჩვენი რეგიონის შესახებ ინფორმაციას. ჩვენ დიდი ხანია ვიყენებთ ისეთ პლატფორმებს, როგორებიცაა BBC, CNN, Euronews, Deutche Velle, რომლებიც 172 ზე მეტ ქვეყანაში მაუწყებლობენ და ვახდენთ ჩვენი რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლების გაშვებას,  რომელიც ასევე ატარებს მესიჯს, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველა ტურისტს მივესალმებით.



წელს პირველად ჩვენი რეგიონის შესახებ  სატელევიზიო გადაცემები გავა ისეთ არხებზე, როგორებიცაა National Geographic-ი და Travel Channel-ი, რომლებიც უშუალოდ სამოგზაურო ფორმატის გადაცემებია და მოიზიდავს მოგზაურობით დაინტერესებულ ადამიანებს.“ - აღნიშნავს თინათინ ზოიძე



აჭარის რეგიონი საკმაოდ აქტუალურია ადგილობრივებისთვის, ამ მიმართულებით აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო 15 ტურის დამატებასა და მაღალმთიანი აჭარის პოპულარიზაციას გეგმავს.



„ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოვახდინოთ შიდა ტურიზმის სტიმულირება და შევთავაზოთ ქართველებს საინტერესო ტურისტული პროდუქტები აჭარაში. ვამზადებთ ვიდეორგოლებს და გვექნება კამპანიური ხასიათის აქტივობები კერძო სექტორან თანამშრომლობით,  მოვამზადებთ ისეთ პაკეტებს,  რომელიც საინტერესო იქნება ქართველი მომხმარებლებისთვის.



აჭარის ტერიტორიის 13%  ეროვნულ პარკებს. ვფიქრობთ,  რომ მაღალმთიანი აჭარა და ისეთი მიმართულებები, როგორებიცაა ჩირუხის მთა , ომას მთა საინტერესო იქნება ადგილობრივებისთვის, ციხესიმაგრეების ტურების 15 მიმართულება გვექნება და ჩვენ ეტაპობრივად მოვახდენთ პრეზენტაციას.“ - აცხადებს თინათინ ზოიძე



მარიამ მორგოშია




29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-29 18:05:03
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 29 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

„სილქფესტი“ ორი დღით ულიმიტო პირობებს შეთავაზებს მომხმარებლებს

„სილქფესტი“ ორი დღით ულიმიტო პირობებს შეთავაზებს მომხმარებლებს
access_time2020-10-29 16:55:29
სილქნეტის მობილური ქსელის მომხმარებლები 30 და 31 ოქტომბერს „სილქფესტის“ აქციით შეძლებენ 30 დღით გაიაქტიურონ ულიმიტო პირობები სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებზე: კომბინაციით *019# მომხმარებელი ჩაირთავს ულიმიტო ინტერნეტს 19 ლარად, ხოლო კოდით *202# - ულიმიტო სასაუბრო* პირობას 10 ლარად გაიაქტიურებს. „სილქფესტით“ სარგებლობა შეეძლებათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. ასევე, შეზღუდვის გარეშე ორივე პაკეტის გამოყენება. *უსასრულო...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-29 21:00:29
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.წლების შემდეგ ქართული ექსპორტი ისევ რუსეთზე დამოკიდებული ხდება - დინამიკა ციფრებში და პრობლემები, რაც შეიძლება მომავალშიც განმეორდეს რუსეთი საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას ზრდის. წლების შემდეგ რუსეთი ქართული პროდუქციის უმსხვილესი...

რას გვპირდება მმართველი გუნდი - „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი

რას გვპირდება მმართველი გუნდი - „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი
access_time2020-10-29 17:00:01
8 წლიანი მმართველობის დასასრულს „ქართული ოცნება“ მესამე ვადით ცდილობს ხელისუფლებაში დარჩენას. მთავარ ორიენტირად ისევ მემარცხენე მიმართულება რჩება. საარჩევნო პროგრამაში პირველივე გვერდზე ვკითხულობთ სიტყვებს „მზრუნველი ხელისუფლება.“ პროგრამის ეკონომიკურ ნაწილში აღნიშნულია, რომ ქართულმა ოცნებამ მმართველობის პირველივე წლებიდან „ეკონომიკის ხარისხობრივი განვითარებისთვის ფუნდამენტური...

ქართულმა ავტომობილების რეექსპორტმა სომხური ბაზარი დაკარგა

ქართულმა ავტომობილების რეექსპორტმა სომხური ბაზარი დაკარგა
access_time2020-10-29 14:00:38
სომხეთში ექსპორტი სექტემბერში შემცირებულია, წლიურად (Y.Y) 67%-ი (09/2020 მთლიანი ექსპორტი ზრდა 8.6%Y.Y). $16 მლნ -და (L/Y - $44.6 მლნ, 7.7) ადგილობრივმა ექსპორტმა - 8,5 მლნ. დოლარი შეადგინა. კლება რეექსპორტის ხარჯზეა. რაც მსუბუქი ავტომობილების შემცირებით აიხსნება, რაც ძირითადი საექსპორტო ჯგუფია. 2019 წლის სექტებერში სომხეთში საქართველოდან $31 მლნ -ის ავტომობილი გავიდა, 09/2020 - 0. საქტატში აღრიცხული არ არის და მსხვილი ექსპორტიორის კავკასიის...


მსგავსი სიახლეები

up