საერთაშორისო თურქული უძრავი ქონების კომპანია FINDARTES International Real Estate – მა სამშენებლო კომპანია GIOCAPITAL-თან  მემორანდუმი გააფორმა

საერთაშორისო თურქული უძრავი ქონების კომპანია FINDARTES International Real Estate – მა სამშენებლო კომპანია GIOCAPITAL-თან მემორანდუმი გააფორმა

access_time2020-07-09 14:55:16

საერთაშორისო თურქული უძრავი ქონების კომპანია FINDARTES International Real Estate – მა სამშენებლო კომპანია GIOCAPITAL-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.


როგორც FINDARTES International Real Estate -ის გაყიდვების დირექტორი დავით გრიგალაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, კომპანია უძრავი ქონების სერვისების სფეროში პროფესიონალთა გუნდს და დეველოპერებს წარმოადგენს და  უძრავი ქონების მფლობელებსა და საცალო მომხმარებლებს მაღალკვალიფიციურ მომსახურებას სთავაზობს.


FINDARTES  -ის მომსახურეობა გულისხმობს სტრატეგიულ კონსულტაციას, გაყიდვების „აუთსორსინგს“ , პროექტების მარკეტინგს, მენეჯმენტს და კვლევებს.


„2016 წლიდან ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს ბაზარზე, ბევრი შეკვეთები  გვაქვს, სამომავლოდ არაბულ ინვესტიციებზეც ვფიქრობთ.ბევრ  სხვადასხვა კომპანიებთან გვაქვს ურთიერთობა, ზოგს ვეხმარებით, ხალხს სიამოვნებს ჩენთა ურთიერთობა ერთი პროექტი ვაზისუბანშიც ავიღეთ“ - დავით  გრიგალაშვილი გაყიდვების დირექტორი .


სამშენებლო კომპანია „გიო კაპიტალი 2015 წელს დაარსდა და შექმნის დღიდან სამშენებლო-სარემონტო–სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ხარისხის კონტროლის სრული დაცვით ეწევა, რასაც კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება, კვალიფიციური ინჟინრებისა და არქიტექტორებისგან შემდგარი ერთიანი ჯგუფი განაპირობებს.



კომპანიის საქმიანობის სფერო საკმაოდ ფართოა და დაარსებიდან დღემდე  საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მრავალი პროექტი აქვს შესრულებული.  კომპანია „გიო კაპიტალმა“ ვარკეთილის ზემო პლატოზე, თრიალეთის ქუჩაზე თანამედროვე დიზაინის 13 სართულიანი სამშენებლო კორპუსის მშენებლობა 2017 წლის მაისში დაიწყო, კორპუსში 102 ბინაა გათვალისწინებული.


ნაგებობის სეისმო მედეგობა 8 ბალზეა გაანგარიშებული.


მზიდი კარკასი რკინაბეტონის მონოლითური კონსტრუქციისგან შედგება, რომლის საძირკველში განლაგებულია 29 ხიმინჯი. 10x1.0 მეტრი ზომის ხიმინჯები ჩაშვებულია მიწაში 9 მეტრის სიღრმეზე და ჩამაგრებულია კლდოვან ქანში.


ხიმინჯების სისტემა ნაგებობას განსაკუთრებულ სიმტკიცეს ანიჭებს, რაც  შენობას წლების განმავლობაში სეისმური დაზიანებებისაგან იცავს, რის შედეგადაც ნაგებობის მდგრადობის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად იზრდება.  


 ნაგებობის ფასადის კედლები ამოშენებულია თბოსაიზოლაციო ბლოკით. იგი შელესილია და შეღებილია მაღალხარისხიანი საფასადე საღებავით,ხოლო ფასადის ნაწილი მოპირკეთებულია დეკორატიული ფილებით, რაც  ნაგებობას მაღალ ენერგო-ეფექტურს ხდის.


სართულებზე გადაადგილებისთვის მოწყობილია ორი სამგზავრო ლიფტი. ნაგებობის სარდაფში კი  სპორტულ გამაჯანსაღებელი ცენტრის და აუზის მოწყობა იგეგმება, რითაც კორპუსის მოსახლეობა შეღავათიანი ფასით ისარგებლებს.


პროექტი 2020 წლის 30 სექტემბერს დასრულდება, ბინები თითქმის გაყიდულია და დარჩენილია მხოლოდ 15 % .„გიო კაპიტალი“ მყიდველს წლის ბოლომდე შიდა განვადების საშუალებას აძლევს. კომპანიის ფინანსური პარტნიორია TBC ბანკი სადაც ,,GIOCAPITAL,, -ი კლიენტებს გაუწევს შუამდგომლობას აიღონ შეღავათიანი კრედიტი 10 წლამდე ვადით.



(R)





დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-11 21:00:41
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.Georgian Capital-ის წარუმატებელი პროექტი - „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ არა ლიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) არალიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა. კომპანიის ინფორმაციით,...

კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს

კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს
access_time2020-08-11 17:20:07
თბილისის მერი კახი კალაძე საჯარო გამოსვლებში პირობების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო „გაშავებით“ არაერთხელ დამუქრებია ტენდერებში გამარჯვებულ სხვადასხვა კომპანიას. „ბიზნესპრესნიუსი“ დაიტერესდა, სატენდერო ხელშეკრულებების დარღვევის გამო რამდენ შემთხვევაში მოითხოვა მერიამ კომპანიის „შავ სიაში“ მოხვედრა. მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ თბილისის მერიამ მიმწოდებლის „შავ სიაში" რეგისტრაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს...

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა
access_time2020-08-11 16:10:36
ვლადიმერ პუტინის განცხადებით რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ადამიანებზე ორ თვიანი ტესტირების შემდეგ, მსოფლიოში პირველი კორონავირუსის ვაქცინა დაამტკიცა. რუსეთის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ვლადიმერ პუტინის შვილმაც გაიკეთა. „ჩემმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა ვაქცინა გაიკეთა, ამ მხრივ, მან პრეპარატის შემოწმების პროცესშიც მიიღო მონაწილეობა“ - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი. პირველი ვაქცინის შემდეგ პუტინის ქალიშვილს 38 გრადუსი სიცხე დაუფიქსირდა,...

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს
access_time2020-08-11 11:00:27
ვითიბი ბანკი, ახალი ავტომობილის შეძენის მსურველებს, განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. შეთავაზების ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია ბანკის პარტნიორი ავტო სალონებიდან გამოიყვანოს ავტომობილი, ისარგებლოს სამი წელი, ხოლო შემდეგ დააბრუნოს ყიდვის დროს შეთანხმებულ ფასად. რაც მთავარია 3 წლის შემდეგ (სესხის ვადის ბოლოს) მყიდველს სამი შემოთვაზებული ვარიანტიდან შეუძლია აირჩიოს ერთ-ერთი: დარჩენილი ღირებულების ფასად, ჩააბაროს ავტომობილი ავტო სალონს, რის შედეგადაც იფარება ვალდებულება ბანკის...

რუსი ტურისტების რაოდენობა თურქეთის კურორტებზე 32%-ით გაიზარდა

რუსი ტურისტების რაოდენობა თურქეთის კურორტებზე 32%-ით გაიზარდა
access_time2020-08-11 18:00:56
1 აგვისტოდან რუსეთმა თურქეთის მიმართულებით ავიაფრენები განაახლა და დღეისთვის მოთხოვნამ 2019 წლის ანალოგიური პერიოდს უკვე გადააჭარბა. Аэрофлот-ის ყველაზე მოთხოვნად რეისზე - „მოსკოვი-სტამბოლი“, მგზავრთა ნაკადმა 85%-ს მიაღწია. ავიაკომპანია S7-ში ამბობენ, რომ ბილეთების დაჯავშნა წინმსწრები ტემპებით მიმდინარეობს და სახეზეა გადადებული მოთხოვნის ეფექტი. Aviasales-ის მონაცემებით, 24 ივლისიდან, როდესაც ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ...


მსგავსი სიახლეები

up