საერთაშორისო ტურისტები საქართველოში ზაფხულის ჯავშნებს არ აუქმებენ.
როგორც ირკვევა, სასტუმროებზე მოთხოვნა არც ისე მცირეა, რაც ბიზნესს ოპტიმისტური მოლოდინების შექმნის საფუძველს აძლევს. „ბიზნესპარტნიორთან“ „რედიქსის“ დამფუძნებელი, ლაშა პაპაშვილი განმარტავს, რომ მოგზაურების მხრიდან ხშირად ისმევა კითხვა, როდის გახსნის საქართველო საზღვრებს. როგორც ჩანს, ტურისტები საკუთარ გეგმებს სწორედ ამ ინფორმაციის მიხედვით ალაგებენ.
ლაშა პაპაშვილი ამბობს, რომ ბათუმის „რედიქსის“ მფლობელობაში არსებული ერთ-ერთი სასტუმროს მაისის ჯავშნები ტურისტებმა არა თუ გააუქმეს, არამედ ის ივლისში გადაიტანეს.
„ბიზნესპარტნიორი“