საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების ფარგლებში, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ბათუმის პორტი“-დან ქართული ხილის ექსპორტი განხორციელდა

საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების ფარგლებში, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ბათუმის პორტი“-დან ქართული ხილის ექსპორტი განხორციელდა

access_time2020-11-11 16:34:08

გლობალური კრიზისისა და COVID-19 პანდემიის პირობებში, საქართველო, როგორც ამიერკავკასიის ძირითადი სატრანზიტო რეგიონი საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვებს სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით შეუფერხებლად ახორციელებს. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.



„საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ბათუმის პორტი“-ს გავლით, საბაჟო კონტროლის ქვეშ მოქცეული, ქართული ხილის, ექსპორტის პროცედურები განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, როგორც გაფორმების ეკონომიკურ ზონებში, ასევე საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ,,ერთი ფანჯრის პრინციპით“ მარტივად ისარგებლონ საბაჟო გაფორმების პროცედურებით და მიიღონ სხვადასხვა სახის წარმოშობის სერტიფიკატი. ბოლო 2 თვის მონაცემებით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ, სხვადასხვა პროდუქციაზე 7804 წარმოშობის სერტიფიკატია გაცემული. 




აქვე აღვნიშნავთ, რომ წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატების CT 1- ისა და EUR. 1 -ის არსებობის შემთხვევაში, პროდუქცია იმპორტიორი ქვეყნების მიერ, საბაჟო გადასახადებისგან სრულად თავისუფლდება. ამასთან, შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს პორტებში შემომსვლელი გემებისთვის გამკაცრებულია კონტროლის პროცედურები. კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე დაიშვებიან მხოლოდ, საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები და მათ შემოსავლების სამსახურის ექიმი ეპიდემიოლოგების მიერ უტარდებათ მიზნობრივი ტესტირება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.




FITCH -მა სამ ქართულ სისტემურ ბანკს “მხარდაჭერის რეიტინგი“ გაუუარესა

FITCH -მა სამ ქართულ სისტემურ ბანკს “მხარდაჭერის რეიტინგი“ გაუუარესა
access_time2021-01-25 15:21:42
საქართველოში რეზოლუციის ჩარჩოს ამოქმედების პასუხად, Fitch -მა სამ ქართულ სისტემურ ბანკს „მხარდაჭერის რეიტინგი“ გაუუარესა.   საფინანსო სექტორში რეზოლუციის კანონმდებლობის შემოღება გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტომ უარყოფითად ჯერ კიდევ 2019 წლის გაზაფხულზე, კანონმდებლობის დაანონსებისას შეაფასა და განაცხადა, რომ თუკი ეს კანონი ამოქმედდებოდა 3 ბანკს: თიბისის, საქართველოს ბანკს და ლიბერთის „მხარდაჭერის რეიტინგს“ არსებული 4 დონიდან 5 დონემდე დაუწევდა.   თუმცა,...

ტურიზმის სექტორის კომპანიების 18% საქმიანობის სრულად შეჩერებას ელის

ტურიზმის სექტორის კომპანიების 18% საქმიანობის სრულად შეჩერებას ელის
access_time2021-01-25 14:30:16
ტურიზმის სექტორში გამოკითხული კომპანიების  18.2% თვლის, რომ მოუწევთ საქმიანობის სრულად შეჩერება, 37%-ს მიაჩნია რომ შემოსავლები შემცირდება 75%-ით, 27.3% - შემოსავლების 50%-ით შემცირებას ვარაუდობს.   ტურიზმის სფეროში მოღვაწე 8 არაკომერციული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პროგნოზი საკმაოდ პესიმისტურია. ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა უმეტესი წილი მოდის დაბალი რგოლის მომსახურე პერსონალზე, რომელთა ანაზღაურება მათთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია. საქართველოში...

NDI- საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემები უმუშევრობა, სიღარიბე, ფასების ზრდა და ლარის გაუფასურებაა

NDI- საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემები უმუშევრობა, სიღარიბე, ფასების ზრდა და ლარის გაუფასურებაა
access_time2021-01-25 13:26:18
NDI-ის უახლესი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა (59%) საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს.   კვლევის თანახმად, რომელიც 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდს მოიცავს, ქვეყნის ეკონომიკის წინაშე მდგარ სხვა პრობლემებს შორის დასახელებულია: ფასების ზრდა (45%); სიღარიბე (28%); ლარის გაუფასურება (27%); პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები (14%); დაბალი ხელფასები (11%) და საზღვრების ჩაკეტვა (6%).   ამასთან,...

ხელისუფლება ჭორებს ავრცელებს, თითქოს სექტორთან კომუნიკაცია აქვს - INN Group

ხელისუფლება ჭორებს ავრცელებს, თითქოს სექტორთან კომუნიკაცია აქვს - INN Group
access_time2021-01-25 13:00:03
ჭორებს ავრცელებენ თითქოს სექტორთან გარკვეული კომუნიკაცია არის, - Inn Group -ის  დირექტორმა ერეკლე კოკაიამ  უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოს მხრიდან ბიზნესის იგნორირებაზე  რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. მან აღნიშნა, რომ  კერძო სექტორს სურს მთავრობის დახმარება, თუმცა საკონსულტაციო შეხვედრაზე არ მოდინ. ყოველ დღე ვწერთ თუმცა  არ რეაგირებენ, — ეს ერეკლე კოკაიას ალოგიკურად ეჩვენება. ფრენების დაშვება, სახმელეო  საზღვრების დაკეტვით და აინტერესებს...

კარგი იქნებოდა, რომ ჩვენთვის აეხსნათ, თუ რატომ არის შეზღუდვა სამთო კურორტებზე

კარგი იქნებოდა, რომ ჩვენთვის აეხსნათ, თუ რატომ არის  შეზღუდვა  სამთო კურორტებზე
access_time2021-01-25 11:00:07
კარგი იქნებოდა, რომ  ჩვენთვის აეხსნათ თუ რატომ არის  შეზღუდვა  ბაკურიანზე  და  ზოგადად  სამთო კურორტებზე , როდესაც  სხვა  კურორტებზე ძალიან ბევრი  ხალხია და ფაქტობრივად ამ ადამიანებს ერთმანეთთან კონტაქტი მაინც აქვთ. ვერ  ვხვდები პანდემიის  გავრცელების პრევენციის  კუთხით სამთო კურორტებოის დაკეტვა რას შველის. -  ამის შესახებ "კომერსანტს" დაბა ბაკურიანში მდებარე სასტუმრო  კრისტალის დირექტორმა ქეთევან...


მსგავსი სიახლეები

up