„საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებები დასრულდა, რაც ქართული ეკონომიკისთვის დამატებით 447 მილიონ დოლარს ნიშნავს

„საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებები დასრულდა, რაც ქართული ეკონომიკისთვის დამატებით 447 მილიონ დოლარს ნიშნავს"

access_time2020-04-14 18:40:58

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საერთაშორის სავალუტო ფონდთან პროგრამის გაგრძელების პირობებზე მოლაპარაკებები დასრულდა, რაც ქართული ეკონომიკისთვის დამატებით 447 მილიონ დოლარს ნიშნავს.

 

გარდა ამისა, როგორც პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, წლის ბოლომდე საერთაშორისო დონორების მხრიდან საქართველო წლის ბოლომდე 1 მილიარდ 500 მილიონ დოლარს მიიღებს.

 

„საქართველოში ინფიცირების შედარებით მცირე რაოდენობა არის მხოლოდ და მხოლოდ იმის დამსახურება, რომ ჩვენ ერთ-ერთმა ყველაზე ადრე დავიწყეთ ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში შეზღდუვების შემოტანა. ეს გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ პირველთა რიგებში ვიყოთ, როდესაც ეკონომიკის აღდგენაზე დავიწყებთ საუბარს. ამის გაცხადების საშუალებას მაძლევს არამხოლოდ ჩვენი მთავრობის პროგნოზები, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზები. ამასთან ერთად მინდა გითხრათ, რომ ჩვენ აქტიურ მოლაპარაკებებში ვართ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ასევე მინდა გითხრათ და გაცნობოთ, რომ ჩვენ დავასრულეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდათ მოლაპარაკება პროგრამის გაგრძელებასთან დაკავშირებით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის გაგრძელების პირობებზე შეთანხმებას, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის ნიშნავს დამატებით 447 მილიონ დოლარს ერთი წლის განმავლობაში, რომელიც ჩვენს ეკონომიკაში შემოვა. ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმების პირობები, რომელიც უკვე მიღწეულია. მინდა, განსაკუთრებით მადლობა გადავუხადო ევროკავშირს, აზიის განვითარების ბანკს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, ევროპის საინვესტიციო ბანკს, გერმანიის განვითარების ფონდს, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს, ყველა ეს დონორი ორგანიზაციაა, რომლებთან პირველადი მოლაპარაკებების შედეგად დღეს ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ამ დონორების მხრიდან წლის ბოლომდე საქართველოს ეკონომიკის მხარდაჭერის სახით, შემოსული იქნება დამატებით მილიარდ 500 მილიონი დოლარი”, - განაცხადა გახარიამ.

 


მისივე თქმით, იგივე დონორი ორგანიზაციები მზად არიან, იმავე ოდენობის თანხით კერძო და საფინანსო სექტორს დაეხმარონ.

 

„ჩვენ გვქონდა და გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა ჩვენს საფინანსო და საბანკო სექტორთან. მათთან ერთად, მათი თხოვნით და მათი მხარდაჭერის მიზნით, იმავე სახის მოლაპარაკებები გვქონდა იმავე დონორ ორგანიზაციებთან. მათ განაცხადეს მზადყოფნა, რომ საქართველოს კერძო სექტორს, საფინანსო სექტორს და რეალურ სექტორს დაეხმარონ მილიარდ 500 მილიონი დოლარით. ეს ის თანხაა, რომელიც ამ დონორ ორგანიზაციებში მობილიზებულია და იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნება საჭირო კერძო სექტორისა და საფინანსო სექტორის მხრიდან, ჩვენს ბიზნესს შეეძლება ამ თანხის ათვისება. ეს იყო მძიმე სამკვირიანი მოლაპარაკებები, რომლებშიც ჩვენ გამოვიყენეთ ყველა მისაღები და ზოგ შემთხვევაში, საკმაოდ არაერთგაროვანი ხერხები და მივაღწიეთ ამ შეთანხმებას. ეს არის ის კრიზისული დახმარების ძირითადი საბაზისო პორტფელი, რომელზეც პირველადი შეთანხმება შეიძლება მიღწეულად ჩაითვალოს. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ეკონომიკურ გუნდთან, ჩვენს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დონორ ორგანიზაციებთან ერთად დავიწყოთ რეალური მუშაობა პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენის გეგმაზე,” - აღნიშნა პრემიერმა

 

Bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up