საერთაშორისო სავალუტო ფონდმა პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოს 93 ქვეყანას 258 მლრდ დოლარი გამოუყო

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოს 93 ქვეყანას 258 მლრდ დოლარი გამოუყო

access_time2022-10-05 20:30:00

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოს 93 ქვეყანას 258 მლრდ დოლარის დაფინანსება გამოუყო. ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს. მასში აღნიშნულია, რომ სახეზეა მზარდი ეკონომიკური რისკები, გეოპოლიტკური და სოციალური დაძაბულობის ზრდა, რომელიც ზრდის უთანასწორობასა და სიღარიბეს.



„ბევრ ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა ინფლაცია, რომელიც გამოწვეულია ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა ენერგორესურსების, სურსათისა და ნედლეულის ფასის ზრდით, ასევე დაფიქსირდა სამუშაო ადგილების დეფიციტი და პრობლემები მიწოდების ჯაჭვში. სახელმწიფო და კერძო ვალების მოცულობამ კი რეკორდულ მაქსიმუმებს მიაღწია“, - წერია დოკუმენტში.



ორგანიზაციაში თვლიან, რომ შეზღუდული ბიუჯეტის პირობებში მთავრობებს მოუწევთ სულ უფრო მეტად კომპრომისული წინადადებების შემოღება, რათა წინ აღუდგნენ გაძლიერებულ ინფლაციას, გაზრდილ მაკროფინანსურ რისკებს და ეკონომიკის ზრდის შენელებას.



„მსოფლიო ეკონომიკა გადის ყველაზე სერიოზულ გამოცდას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. გასულ წელს გაგრძელებული პანდემია კვლავ გახდა მიზეზი დიდი დანაკარგების ჯანდაცვისა და სოციალ-ეკონომიკურ სფეროში, ახდენდა რა გავლენას ადამიანების ცხოვრებაზე მთელს მსოფლიოში“, - განაცხადა ფონდის ხელმძღვანელმა კრისტალინა გეორგიევამ, რომლის სიტყვებიც ასახულია ანგარიშში.




მასში ასევე აღნიშნულია, რომ პანდემიიდან თავის დაღწევისა და ეკონომიკების აღდგენის ფონზე კი მსოფლიოს თავს დაატყდა მეორე უპრეცედენტო რყევა - ომი ურკაინაში.



ანგარიშში წერია, რომ ამ ომმა გაზარდა მსოფლიოს გაყოფის რისკები გეოპოლიტკურ და ეკონომიკურ ბლოკებად, რასაც შეუძლია წყალში გადაყაროს ათწლეულების განმავლობაში მზარდი გაუმჯობესებული ცხოვრების ხარისხი. „ამასთანავე, ჩვენ ვერ დავაპაუზებთ კლიმატურ კრიზისსაც, სანამ ვცდილობთ დავარეგულიროთ სხვა რისკები“, - დასძინა გეორგიევამ.



ფონდის ექსპერტები თვლიან რომ ომის შედეგები გავრცელდება უკრაინის ფარგლებიდან შორსაც, რაც დაეტყობა მიწოდების ჯაჭვებში პრობლემების გაღრმავებას, ფინანსურ სტაბილურობას, განგრძობად ინფლაციას და ეკონომიკების ზრდას. თანაც იმ პირობებში, როცა მსოფლიო ეკონომიკა ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა პანდემიის მიერ მიყენებული ზიანისგან.



როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, 2020 წელს ქვეყნების ჯამურმა ვალმა 28 პროცენტული პუნქტით მოიმატა და მშპ-ს 256% შეადგინა. აქედან ნახევარი მოდის სახელმწიფოების ვალებზე, დანარჩენი კი კერძო კომპანიების.



დღეისათვის მსოფლიო სახელმწიფოების მთლიანი ვალების 40% მოდის სახელწმიფოს ვალზე, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 60 წლის განმამვლობაში.


ბიზნესპრესნიუსი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up