საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელები „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს მოუწოდებენ, ვაქცინების ჭარბი მარაგები განვითარებად ქვეყნებს რაც შეიძლება სწრაფად გაუნაწილონ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ და მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა ასევე მოუწოდეს მთავრობებს, ფარმაცევტულ კომპანიებსა და ვაქცინების შესყიდვებში მონაწილე ჯგუფებს, გაზარდონ გამჭვირვალობა დაფინანსებისა და მიწოდების საკითხებში.
„ვაქცინების უფრო ფართო გავრცელება როგორც გადაუდებელი ეკონომიკური აუცილებლობა, ასევე მორალური აუცილებლობაა. კორონავირუსის პანდემია არ დასრულდება, სანამ ყველას არ ექნება წვდომა ვაქცინებზე, მათ შორის განვითარებად ქვეყნებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ ივნისის ბოლოსთვის ვაქცინის, სულ მცირე, 80 მილიონ დოზას გლობალური მასშტაბით გაანაწილებს.
imedinews.ge