საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებული ფორუმი საქართველოს საფინანსო სისტემაზე დისკუსიას მიეძღვნა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებული ფორუმი საქართველოს საფინანსო სისტემაზე დისკუსიას მიეძღვნა

access_time2020-11-20 12:08:16

„საქართველო - პატარა ქვეყანა, დიდი შოკი - ფინანსური სისტემის ფუნქციონირება უპრეცედენტო შოკის პირობებში“ - ამ სახელწოდებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ორგანიზებით, დისკუსიის ფორუმი გაიმართა, რომელშიც მომხსენებლებად საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები იყვნენ მიწვეული. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.



საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ, ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა დავით უტიაშვილმა და საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა თეონა კონტრიძემ ფორუმზე ვრცლად ისაუბრეს COVID-19-ის პანდემიამდე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე, პანდემიის გამოწვევებსა და ეროვნული ბანკის საპასუხო ღონისძიებებზე.




მომხსენებლებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს პანდემიამდე გატარებულ ისეთ მნიშვნელოვან რეფორმებზე, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ფინანსური სტაბილურობის გაძლიერებას, მათ შორის აღსანიშნავია კაპიტალისა და ლიკვიდობის მოთხოვნების ზრდა, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს დანერგვა, რეზოლუციისა და გაჯანსაღების ჩარჩოს მიღება, სტრეს ტესტების პრაქტიკა და დედოლარიზაციის ღონისძიებები.



„გატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს ფინანსური სექტორი პანდემიით გამოწვეულ შოკს კარგად მომზადებული შეხვდა. ახალი კორონავირუსის საფინანსო სექტორზე უარყოფითი ზეგავლენის შერბილებისა და ქვეყნის ეკონომიკის წახალისების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საზედამხედველო გეგმა შეიმუშავა, რომლის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები მოიცავდა კაპიტალის არსებული ბუფერების გამოყენებას, ლიკვიდობის მიწოდების ინსტრუმენტების გაფართოებას, აქტივების შეფასებას და პოტენციური დანაკარგების დროულად აღიარებასა და სხვა საოპერაციო ზომებს. ეროვნული ბანკის სწორმა საზედამხედველო პოლიტიკამ საშუალება მისცა საფინანსო სექტორს შეუფერხებლად გაეგრძელებინა საქმიანობა და გაეგრძელებინა რეალური ეკონომიკის დაკრედიტება. აღსანიშნავია, რომ საფინანსო სისტემას კვლავ გააჩნია კაპიტალისა და ლიკვიდობის საკმარისი ბუფერები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ეკონომიკის დაკრედიტების ხელშეწყობისა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად იქნება გამოყენებული“, - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ.




თეგები:
ფორუმი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up