„საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიში, ყოველთვის მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ეკონომიკის ტენდენციების შესაფასებლად, არამედ არის გზავნილიც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო აქტიური ბანკებისათვის და რაც მთავარია ინვესტორებისათვის“

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიში, ყოველთვის მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ეკონომიკის ტენდენციების შესაფასებლად, არამედ არის გზავნილიც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო აქტიური ბანკებისათვის და რაც მთავარია ინვესტორებისათვის“

access_time2020-09-16 18:39:11

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიში, ყოველთვის მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ეკონომიკის ტენდენციების შესაფასებლად, არამედ არის გზავნილიც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო აქტიური ბანკებისათვის და რაც მთავარია ინვესტორებისათვის“ – განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ თავის „ფეისბუქ“-პოსტში. 



„აზიის განვითარების ბანკის(ADB), მოხსენების შემდეგ, სადაც ხაზი გაესვა, საქართველოს მთავრობის ეფექტურ ანტიკრიზისულ მენეჯნენტს, სსფ ის მოხსენებაში აღნიშნულია, არა მხოლოდ კრიზისულ და პოსპანდემიური პერიოდში გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობა, არამედ პანდემიამდე პერიოდში გატარებული სტრუქტურული რეფორმები და გონივრული მაკროეკონომიკური



პოლიტიკა, რამაც უზრუნველყო, თავისებური ფინანსური ჰანდიკაპი, როგორც საგარეო და ფისკალური ბუფერების დაგროვებით, ასევე საერთაშორისო საზოგადოების მნიშვნელოვანი მხარდაჭერაც, რამაც შესაძლებლობა მისცა ხელისუფლებას განეხორციელებინა მნიშვნელოვანი ფისკალური მხარდაჭერის ღონისძიებები პანდემიის სოციალური დაეკონომიკური ნეგატიური გავლენის შესამცირებლად, სოციალური ხარჯების ზრდით, ბიზნესის სტიმულირებისათვის გადასახადების დროებითი შეღავათების დაწესებით მოსახლეობასა და ბიზნესისთვის. საქმიანობის შესანარჩუნებლად, განსაკუთრებით შოკისგან დაზარალებულ სექტორებს.




რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მისიის შეფასებით, წლის მეორე ნახევრიდან ადგილობრივმა მოთხოვნამ ზრდა დაიწყო, რაც არის იმის გარანტია, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად, ეკონომიკა შეძლებს ჩვეული ტემპებით მუშაობის გაგრძელებასაც, რაც მიმდინარე წლის 5% იანი ვარდნის შემდეგ, უკვე მომავალ წელს 4.5 % ზრდის წინაპირობა გახდება.



სსფ ის მისიის ეს მოხსენებაც, ადასტურებს ქართული ოპოზიციის კრიტიკის სუბუექტურ და არაარგუმენტირებულ ხასიათს, რაც არა კონსტრუქტივიზმით, არამედ ფეიკ პოლიტიკის აქტიური პროპაგანდირებით მიმდინარეობდა, და რისი გამოხატულებაც, რეფორმებისადმი საზოგადოების პოზიტიურ განწყობებში, და საპირისპიროდ, მათ კატასტროფულად დაცემულ რეიტინგებშია ასახული“ – წერს ცუცქირიძე.









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up