საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოსთვის კორონავირუსთან საბრძოლველად 200 მილიონ $-ს გამოყოფს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოსთვის კორონავირუსთან საბრძოლველად 200 მილიონ $-ს გამოყოფს

access_time2020-05-02 15:45:54

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დაასრულა „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის მეექვსე მიმოხილვა და დათანხმდა საქართველოსთვის ხელმისაწვდომი თანხის გაზრდის მოთხოვნას COVID-19 პანდემიის გამო შექმნილი საჭიროებების დასაფინანსებლად, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

„სსფ-მ დაამტკიცა გადაწყვეტილება საქართველოსთვის 200 მილიონ აშშ დოლარის საბიუჯეტო დახმარების გამოყოფის თაობაზე COVID-19 პანდემიის გამო შექმნილი საბიუჯეტო და საგადამხდელო ბალანსის მყისიერი საჭირობების დასაფინანსებლად.

პანდემია, სავარაუდოდ, საქართველოს ეკონომიკაზე მნიშვნელოვან კვალს დატოვებს, რაც წინა წლებში ეკონომიკის ზრდის პოზიტიურ ტენდენციას შეაფერხებს.

მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ქვეყნის ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები: გაზარდა ხარჯი ჯანდაცვის და სოციალური დახმარების მიმართულებთ, ასევე შოკის დროს ბიზნესის მხარდასაჭერად.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დაასრულა საქართველოში მიმდინარე "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მხარდაჭერილი სამწლიანი პროგრამის მეექვსე მიმოხილვა. სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ ასევე დაამტკიცა საქართველოსთვის ხელმისაწვდომი თანხის ქვოტის 130 პროცენტით ზრდა, ამით საქართველოსთვის ხელმისაწვდომი მთლიანი თანხა SDR 484 მილიონს (ქვოტის 230 პროცენტს) გაუტოლდება.

ამ მიმოხილვის დასრულებისას საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ხდება SDR147 მილიონი (დაახლოებით $200 მილიონი დოლარი) საბიუჯეტო დახმარების სახით, რაც საქართველოს მოეხმარება COVID-19 პანდემიის გამო შექმნილი საბიუჯეტო და საგადამხდელო ბალანსის მყისიერი საჭირობების მოგვარებაში, მათ შორის ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების გაზრდილი ხარჯების დაფინანსებაში. ამ ჩამორიცხვის შემდეგ, საქართველოს მთლიანი ჩამორიცხვები გაუტოლდება SDR 327 მილიონს (დაახლოებით $448 მილიონ დოლარს).

მიმოხილვის მსვლელობისას სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ ასევე დააკმაყოფილა ქვეყნის ხელისუფლების თხოვნა პროგრამის ფარგლებში ბიუჯეტის დეფიციტზე დაწესებული კრიტერიუმის დაუცველობის უგულებელყოფის შესახებ.


პანდემია, სავარაუდოდ, საქართველოს ეკონომიკაზე მნიშვნელოვან კვალს დატოვებს, რაც წინა წლებში ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ ტენდენციას შეაფერხებს. შესუსტებულმა მაკროეკონომიკურმა მდგომარეობამ და ფისკალურმა ვითარებამ, შექმნა საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის და ბიუჯეტის დაფინანსების მყისიერი საჭიროება. სსფ-ს მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების გაზრდილი ხარჯის დაფინანსებაში.

აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ განხილვის დასრულებისას, ბატონმა ტაო ჟენგმა, სსფ-ს მმართველი დირექტორის მოადგილემ და სხდომის თავჯდომარემ, განაცხადა შემდეგი:

„COVID-19-ის პანდემიამ საქართველოს ეკონომიკას მძიმე დარტყმა მიაყენა. საგარეო მოთხოვნისა და ტურიზმის შემცირებამ გამოიწვია საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის ზრდა, ლარის გაუფასურება და ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვანი კლება. ხელისუფლებამ სწრაფად აამოქმედა შეკავების ღონისძიებები, ამასთან, შინამეურნეობებს და ყველაზე მეტად დაზარალებულ სექტორებს მიზნობრივი დახმარება შესათავაზა.

ფისკალური დეფიციტი გაიზარდა. საგარეო დაფინანსების მობილიზება დამატებითი ხარჯების დაფინანსების საშუალებას იძლევა. მაშინ როდესაც საბიუჯეტო ხარჯების ზრდა აუცილებელია, ყურადღება უნდა მივაქციოთ ვალის მდგრადობას და ფისკალურ რისკებს, რაც მომდინარეობს სახელმწიფო საწარმოებიდან.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მართებულად შეინარჩუნა ზომიერად მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, გავცლითი კურსის მოქნილობის უზრუნველყოფასთან ერთად. მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს ინფლაციური მოლოდინების ზედმიწევნით მონიტორინგს.

სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება ხელს შეუწყობს საშუალოვადიანი ზრდის პოტენციალის შენარჩუნებას და COVID-19 პანდემიის შემდეგ სწრაფ აღდგენას. სახელმწიფო პენსიის ინდექსაციის წესის მიღება პენსიონერების რეალურ შემოსავალს შეინარჩუნებს. საბანკო რეზოლუციის ჩარჩოს დასრულება და გადახდისუუნარობის ჩარჩოს ამუშავება დაეხმარება ეკონომიკის გაჯანსაღებას.

პროგრამის ფარგლებში საქართველოსთვის ხელმისაწვდომი თანხის ზრდა მოეხმარება ქვეყნის ხელისუფლებას გაატაროს COVID-19 შოკის საწინააღმდეგო ღონისძიებები და დააკმაყოფილოს საგადამხდელო ბალანსის მყისიერი საჭიროებები“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up