საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს დამატებით ფინანსურ რესურსს გამოუყოფს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს დამატებით ფინანსურ რესურსს გამოუყოფს

access_time2020-04-13 20:20:44

საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები საქართველოს Covid-19-ით გამოწვეული ეკონომიკური ზეგავლენის მინიმიზაციის მიზნით შესაბამისი ოდენობის ფინანსურ რესურსს გამოუყოფენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს მისიის ხელმძღვანელ მერსედეს ვერა მარტინს შორის გამართული ვიდეოკონფერენციის შემდეგ გახდა ცნობილი, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა IMF-ის მიერ საქართველოსთვის საგარეო დაფინანსების საჭიროებები შეაჯამეს. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



„„გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (EFF) პროგრამის ფარგლებში, უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში, საქართველოში IMF-ის ტექნიკური მისია მიმდინარეობდა და, სწორედ, მისიის შედეგებზე დაყრდნობით საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს დამატებით ფინანსურ რესურსს გამოუყოფს.



როგორც მერსედეს ვერა მარტინმა აღნიშნა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ეკონომიკის აღდგენის ტემპი კორონავირუსთან ბრძოლის ეფექტურობაზეა დამოკიდებული და კრიზისთან გამკლავების მხრივ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული კოორდინირებული ნაბიჯები წარმატებულია. აგრეთვე, ითქვა, რომ ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმები ქვეყანას პანდემიასთან ბრძოლაში კიდევ უფრო მდგრადს ხდის.



საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მხრიდან ეფექტურად შეფასდა ქვეყნის ხელისუფლების მიერ განხორციელებული ღონისძიებები მოქალაქეებისა და კერძო სექტორის მხარდასაჭერად.




ხაზი გაესვა როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებისა და დონორი ორგანიზაციების მხრიდან სწრაფი ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობას, რათა მთავრობამ შემდგომშიც შეძლოს სახელმწიფო დაფინანსების პროგრამების განხორციელება.



მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ პანდემიასთან ბრძოლის მხარდასაჭერად შემუშავებული ეკონომიკური სტიმულირების პაკეტები საქართველოსთვის, როგორც განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია Covid-19-თან ეფექტური ბრძოლის გაგრძელებისა და ეკონომიკაზე პანდემიის ნეგატიური გავლენის შემცირების მიზნით.



როგორც გიორგი გახარიამ მერსედეს ვერა მარტინთან საუბრისას განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის მასშტაბების პროგნოზირება დღეს შეუძლებელია, საქართველოს მთავრობა უკვე მუშაობს პოსტკრიზისულ გეგმაზე, რომლის ფარგლებშიც, უმნიშვნელოვანესია ორი უმთავრესი პრიორიტეტი - მოქალაქეების ჯანმრთელობა და ეკონომიკური განვითარება, ამ უკანასკნელში კი საქართველოს მისი საერთაშორისო პარტნიორებისა და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის იმედი აქვს.



საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა დაადასტურა IMF-ის მზაობა საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების შესახებ. თავის მხრივ, მთავრობის მეთაურმა IMF-ს აქტიური თანამშრომლობისა და საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.



ვიდეოკონფერენციაში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკური საკითხებში ბექა ლილუაშვილი მონაწილეობდა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up