„ნენსკრა ჰესის“ პროექტი ქვეყნისთვის დამატებით ფისკალურ რისკებს წარმოშობს

„ნენსკრა ჰესის“ პროექტი ქვეყნისთვის დამატებით ფისკალურ რისკებს წარმოშობს

access_time2018-06-11 19:25:49

 საერთაშორისო სავალუტო ფონდი  კომპანია „ნენსკრა ჰიდროზე“ გაცემულ გარანტიებს უნიკალურ შემთხვევად განიხილავს. კერძოდ, ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის სხვა ხელშეკრულებებისგან განსხვავებით, ნენსკრა ჰესის პროექტი ქვეყნისთვის დამატებით ფისკალურ რისკებს წარმოშობს. ანგარიშში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივამ“  გამოაქვეყნა, ასევე აღნიშნულია, რომ საზოგადოებისთვის დღემდე მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების  მხოლოდ ნაწილია ცნობილი.


როგორც „მწავნე ალტერნატივის“ წარმომადგენელი დავით ჭიპაშვილი განმარტავს, „ნენსკრა ჰესის“ პროექტი ქვეყნისთვის სავალალო შედეგების მომტანია, რადგან საეჭვოა როგორც ხელშეკრულების დეტალები, ასევე დოკუმენტის ფარგლებში ხელისუფლების მხრიდან აღებული ვადლებულებებიც. რაც შეეხება თავად იმ გარანტიებს, რომელსაც მთავრობა პროექტის განმახორციელებელს ჰპირდება, დავით ჭიპაშვილი კომერსანტთან დეტალურად განმარტავს.


გარანტიების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:


1. პროექტის განმახორციელებელი კომპანიისთვის უზრუნველყოფილია კაპიტალში განსახორციელებელ ინვესტიციებზე 12.5%-იანი უკუგების შიდა განაკვეთი;


2. ხელშეკრულების მიხედვით ნაკისრი  ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სახელმწიფოს მოუწევს თანამშრომლობის გაწყვეტა.                                                                                                                                                                                                                                       შედეგად, საქართველოს მოუწევს პროექტის განმახორციელებელი კომპანიისთვის 800 მლნ. აშშ. დოლარისა და დამატებით კაპიტალში განსახორციელებელ ინვესტიციებზე 12.5%-იანი უკუგების  შიდა განაკვეთის გადახდა  (რაც შეადგენს ქვეყნის 2016 წლის მშპ-ს 6.2%-ს, რომელსაც ემატება უკუგების შიდა განაკვეთის ოდენობით);


3. შექმნილია სპეციალური მექანიზმები, თუ როგორ უნდა უზრუნველყოს საქართველომ, რათა კომპანიის შემოსავალი დაგეგმილზე ნაკლები არ გამოვიდეს, ანუ  „ნენკსრა ჰესი“ გავა თუ არა დაგეგმილ გამომუშავებაზე,  მან შემოსავალი მაინც უნდა მიიღოს. არადა, ალბათობა, რომ დაგეგმილ გამომუშავებზე ვერ გავა არის ძალიან მაღალი, რადგან ყველა სხვა ობიექტის შემთხვევაშიც ასე მოხდა. ოღონდ სხვებისგან განსხვავებით, აქ დარჩენილი გამომუშავების მაჩვენებელი სახელმწიფომ უნდა აანაზღაუროს გაზრდილი ტარიფის სახით;


4. ელექტროენერგიის ფასი - უფრო ზუსტად, ხელშეკრულების მიხედვით „ნენსკრა ჰიდროსთვის“ დაფიქსირებულია 2019 წლის ფასები ( 0.78 ცენტზე  და 3 %-იანი ინფლაცია), აღნიშნული კი პრაქტიკულად ნიშნავს, რომ  ნენსკრა ჰესიდან ელექტროენერგიის ფასი ყოველწლიურად გაიზრდება, რადგან ის უნდა იყოს უზრუნველყოფილი სწორედ 2019 წლის ფასებით. სხვა პროექტების შემთხვევაში კი ფასები 10 წლის განმავლობაში არის ფიქსირებული და არა მზარდი, მითუმეტეს, ნენსკრას ვითარებაში ეს ფასები მზარდი იქნება 36 წლის განმავლობაში;


5. სავალუტო რისკები - სავალუტო ფონდის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ყველა  ვალდებულება მთავრობას აღებული აქვს აშშ. დოლარში და შესაბამისად, კურსის ცვლილებებიც დამატებით საფრთხეებად არის შეფასებული;


6. საქართველოს თავის თავზე აქვს აღებული ჰიდროლოგიურ მშენებლობასთან დაკავშირებული რისკებიც. ე.ი. რამე რომ ჩამოინგრას, მთავრობა აანაზღაურებს;



7. დამატებითი გამოწვებაა ისიც, რომ პროცესებში არ მონაწილეობს სემეკი (საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია), რომელმაც რეალურად უნდა შექმნას ბაზარი. საბოლოო ჯამში გვექნება ბევრი დენი და ნაცვლად იმისა, რომ მისი ფასი დაარეგულიროს ბაზარმა, ნაკისრი ვალდებულებების გამო, ყველაფრის მიუხედავად მაინც მაღალი ფასი გვექნება;


8. უცნობია რა ეტაპზეა ახლა პროექტი. ვიცით მხოლოდ ის, რომ ორმა ბანკმა დაამტკიცა სესხი , თუმცა მათი გაცემა არ მომხდარა. რადგან საქართველომ აიღო ყველა რისკი თავის თავზე, პროექტის განმახორციელებს არანაირი რისკი არ რჩება, ანუ არაფერს კარგავს არც ის და არც ბანკები. ზუსტად ამიტომ აქცევს სავალუტო ფონდიც აღნიშნულ პროექტს ასეთ ყურადღებას და ამ ყველაფრის გამო უწოდეს მას „უნიკალურს“.


დავით ჭიპაშვილის თქმით, როგორც სავალუტო ფონდის ანგარიშშია აღნიშნული, არსებული რისკებისგან თავის ასაცილებლად  ერთადერთი გამოსავალი კაბალური ხელშეკრულებების ერთიან-ჩარჩო სისტემაში მოქცევაა.


„გარდა იმისა, რო ყველა ეს ხელშეკრულება ერთიან სისტემაში უნდა მოექცეს, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ყველა ჰესის აშენებისთვის ხელშეკრულებების (სულ 82) მიხედვით, ჯამში აღებული აქვს 8.6 მლრდ. აშშ დოლარის ვალდებულებები, რაც 2016 წლის მშპ-ს 66 %-ია. ისმის რიტორიკული კითხვა როგორ აპირებს ქვეყანა იმ თანხის გადახდას, რაც ორი საქართველოს ბიუჯეტის ოდენობისაა?“- განმარტავს ჭიპაშვილი.


რაც შეეხება მეორე მხარის პოზიციას, საქართველოს საპარტნიორო ფონდი, რომლის ერთ-ერთი პროექტიცაა სწორედ „ნენკსრა ჰესი“,  საერთაშორისო სავალუტო ფონდს ასე პასუხობს:


„ნენკსრა ჰესის პროექტი მართლაც უნიკალური პროექტია, რომელიც საჭიროებდა მთავრობის მხრიდან განსხვავებულ მიდგომას. ეს არის  ყველაზე მაღალ კაშხლიანი და დიდი ტევადობის წყალსაცავის მქონე მარეგულირებელი სადგური, რომლის ამოცანაცაა ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება. ამასთან, ეს არის ენერგეტიკაში პირველი ე.წ. Built – Own – Transfer (BOT) ტიპის პროექტი, ანუ ინვესტორი ააშენებს სადგურს საკუთარი სახსრებით და მხოლოდ დროებით ფლობს მას. 36 წლის შემდეგ ის ვალდებულია დაუბრუნოს საქართველოს სახელმწიფოს „ნენსკრა ჰესი“ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, გამართულ მდგომარეობაში. ყოველივეს გათვალისწინებით, სახელმწიფომ მიზანშეწონილად ჩათვალა მეტი გარანტიები გაეცა პროექტის განხორციელებისთვის, რასაც ითხოვდა არა მხოლოდ ინვესტორი, არამედ პროექტში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები (EBRD, EIB, ADB, KDB)“.


როგორც საპარტნიორო ფონდში განგვიმარტეს, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ზოგადად ძალიან კონსერვატიული ორგანიზაციაა, რითაც აიხსნება მისი მიდგომებიც კონკრეტულად „ნენსკრა ჰესთან“ მიმართებაშიც.


„სავალუტო ფონდის  ძირითადი ამოცანაა  ქვეყნის ფულად-საკრედიტო და მონეტარული პოლიტიკის მონიტორინგის საფუძველზე გასცეს რეკომენდაციები ფინანსური სტაბილურობის სფეროში. აღნიშნული ფონდი ზოგადად ყველა ჰიდრო ელექტრო სადგურზე (მიუხედავად მათი ზომისა) გაცემულ ელ.ენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებას აფასებს, როგორც პოტენციური ფისკალური რისკის წყაროდ. გარანტირებული შესყიდვის კონტრაქტების მექანიზმმა უაღრესად დადებითად იმოქმედა დარგის განვითარებაზე და საქართველოს საკუთარი ენერგო რესურსებით უზრუნველყოფის ამაღლებაზე, თუმცა ეს ეტაპი დასრულდა. ამჟამად მზადდება ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირების რეფორმა , რომელიც ჩაანაცვლებს გარანტირებული შესყიდვების კონტრაქტების პრაქტიკას“,- აღნიშნავენ საპარტნიორო ფონდში.


საკითხის მეტად დაზუსტებითვის, „კომერსანტი“ თავად კომპანია „ნენკსრა ჰიდროსაც“ დაუკავშირდა. როგორც კომპანიაში განგვიცხადეს, საპარტნიორო ფონდის განმარტება და პასუხი სრულად ამომწურავია და დასამატებელი არაფერია.



სალომე ლემონჯავა

 

 

 

 

 

 

 

 





„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა
access_time2019-09-21 10:00:49
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,410,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ოთარ შამუგიასთან, სამეგრელო ზემო-სვანეთის...

მამუკა ხაზარაძე - არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში

მამუკა ხაზარაძე - არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში
access_time2019-09-20 21:45:06
არ აყვეთ პროვოკაციებს, არ აყვეთ ბოტებს, აგერ რომ იჯდნენ და ახლა საბურთალოზე ზიან, არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში,- ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ აქციაზე „სირცხვილია“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.   მისივე თქმით, საქართველოს ბევრი პრობლემა აქვს და პრობლემების დაძლევა თავისუფლების გარშემო გაერთიანებით უნდა დაიწყოს.   „ჩვენ გვეგონა, რომ ყველაფერი უკვე...

როგორ აგდებს ჩინეთი რუსეთს შუა აზიიდან და კავკასიიდან

როგორ აგდებს ჩინეთი რუსეთს შუა აზიიდან და კავკასიიდან
access_time2019-09-20 18:30:30
გავლენიანი რუსული ინტერნეტ-გამოცემა gazeta.ru ანალიტიკოსების მოსაზრებას აქვეყნებს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთის მნიშვნელობა როგორც სავაჭრო პარტნიორის და ინვესტორის შუა აზიასა და კავკასიაში საგრძნობლად გაიზარდა, რამაც ეს რეგიონების, გარკვეულწილად მოსკოვს და პეკინს შორის ბრძოლის არენა გახადა.ყაზახეთი, ყირგიზეთი, და უზბეკეთი არიან საკვანძო ქვეყნები ჩინეთის ინიციატივაში „ერთი სარტყელი - ერთი გზა, რომლის მიზანიცაა ჩინური ტვირთების ნაწილის...

m2-მა სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2-ს“ პირველი ნაკადის გამოშვება აღნიშნა

m2-მა სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2-ს“ პირველი ნაკადის გამოშვება აღნიშნა
access_time2019-09-20 16:05:42
20 სექტემბერს, 13:00 საათზე, დეველოპერულმა კომანია „m2 უძრავი ქონებამ“ სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2-ს“ პირველი ნაკადის გამოშვების საზეიმო ცერემონია გამართა. ცერემონიას ესწრებოდნენ m2-ის, სამშენებლო კომპანია BK Construction-ის, ადგილობრივი მთავრობისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში კურსდამთავრებულებს გადაეცათ სერთიფიკატები. ასევე მოხდა მათთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება. ამიერიდან, ისინი m2-ის დიდი...

ირაკლი ლექვინაძე: „წარმოდგენილი ცვლილებებით უხეშად ხდება ჩარევა ბიზნესის და დასაქმებულის ურთიერთობებში“

ირაკლი ლექვინაძე:  „წარმოდგენილი ცვლილებებით უხეშად ხდება ჩარევა ბიზნესის და დასაქმებულის ურთიერთობებში“
access_time2019-09-20 16:30:57
„წარმოდგენილი ცვლილებებით უხეშად ხდება ჩარევა ბიზნესის და დასაქმებულის ურთიერთობებში და მიგვაჩნია, რომ მსგავსი ფორმით შრომის კოდექსში ცვლილებებს ექნება ბევრად ნეგატიური შედეგები, ვიდრე ის მოლოდინები და მიზნები, რომლებიც ჩადებულია მასში“ - ასე აფასებს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს. ...


მსგავსი სიახლეები

up