საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინის ეკონომიკას ანგრევს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინის ეკონომიკას ანგრევს

access_time2021-12-01 20:00:29

საერთაშორისო სავალუტო ფონდებისგან სესხების აღებას უკრაინისთვის აზრი არ  აქვს, რადგან სსფ-ის მიერ წარდგენილი პირობები ქვეყნის ეკონომიკისთვის დამანგრეველია.

 

მაგალითად, ერთ-ერთი ვალდებულების მიხედვით, კიევმა გატანილ კაპიტალზე გადასახადი არ უნდა დააწესოს.

 

ფონდს მხოლოდ ერთი რამ, საგადასახადო ბაზის გაფართოება აინტერესებს, რაც უკრაინას დავალიანების სწრაფად დაფარვის საშუალებას მისცემს. არანაირ ეკონომიკურ განვითარებაზე საუბარი არ მიდის, რადგანაც სსფ-ის ექსპერტების აზრით, ეს რისკის შემცველია.

 

უკრაინამ სავალუტო ფონდთან თანამშრომლობა უნდა შეწყვიტოს, რადგან ამ ეტაპზე ქვეყნის ეკონომიკაში არავითარი შოკური სიტუაცია, რომლის დაძლევისთვის უცხოური ფინანსური დახმარებაა საჭირო არ არსებობს.

 

უკრაინის სავალუტო რეზერვები ნორმალურ მდგომარეობაშია, ბიუჯეტის შევსება და გადასახადების აკრეფა ნორმალურად მიმდინარეობს, ასე რომ ყველაფერი არ ისე ცუდადაა.

 

თუმცა, მთავრობას ეშმაკური პოზიცია უჭირავს, ის ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების ნაცვლად,  პირიქით ფულს უაზროდ ფლანგავს, რის გამოც დამატებითი დაფინანსება აუცილებელი ხდება.

 


ფონდის ერთ-ერთი მოთხოვნა 2022 წლის ბიუჯეტის მაქსიმუმ 3,5%-ანი დეფიციტით მიღებაა, თუმცა ეს ზღაპარია, რადგან ყველა განვითარებული ქვეყანა დაუძლეველი პანდემიის პირობებში ვალებს აქტიურად იღებს.შესაბამისად გასაკვირი არ არის, რომ უკრაინაც იგივეს გააკეთებს.

მთავრობამ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს  და ხელოვნური მაჩვენებლებისკენ, რომლებსაც რეალობასთან არავითარი კავშირი აქვს არ უნდა ისწრაფვოდეს. ბიუჯეტი ისე უნდა იყოს მიღებული, რომ ეკონომიკა მუშაობდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მსფ-ს 2,5 მლრდ დოლარი მხოლოდ ხურდა ფულია.  ასევე გასათვალისწინებელია ისის რა დათმო უკრაინამ ფონდის ვალის გასტუმრებისთვის.

 

 

 

როტშილდმა ერთხელ თქვა „მომეცით კონტროლი ფულის ბეჭდვაზე, და სულ არ მაღელვებს ვინ დაწერს კანონებს“. ცენტრალური ბანკი კი სწორედ ფულს ბეჭდავს.

 

 

უკრაინამ თავისი ინტერესები უნდა დაიცვას. მაგალითად, მიიღოს კანონი საწარმოების ლოკალიზებაზე და სახელმწიფო შესყიდვებზე, რომელთა მიღებას დიდი შვიდეულის ქვეყნები ეწინააღმდეგებიან. ამ კანონების მიღების შემთხვევაში უკრაინას არც დამატებითი დაფინანსება დასჭირდება და არც მსფ-ს მოწყალება დრაკონული პირობების მიღების სანაცვლოდ.

 

უკრაინელებს არწმუნებენ იმაში, რომ მსფ-ს გარეშე ქვეყანა დაიღუპება, მაგრამ არა, არ დაიღუპება. 2014-2015 წლებში, როდესაც ქვეყანამ ეკონომიკის 20%  დაკარგა,  საერთაშორისო ფინანსური დახმარება მართლაც საჭირო იყო . დღეს კი მსფ-ს სესხები მომგებიანი მხოლოდ სპეკულატიური კაპიტალის და სვავი-ფონდებისთვის არის, რომლებიც ქვეყანას მუდმივი ვალების ჭაობში ამყოფებენ.

 

ერთი სიტყვით, ხვალ უკრაინამ სავალუტო ფონდის სესხების მიღება შეწყვიტოს, არავითარი კატასტროფა არ მოხვდება.

 

განდევნეთ იმპორტი სახელმწიფო შესყიდვებიდან, გაასწორეთ სავაჭრო ბალანსი თუნდაც ნულოვან მაჩვენებლამდე, ჩაატარეთ ენერგოსისტემის მოდერნიზება - და არანაირი მსფ-ს სესხები საჭირო არ იქნება.



წყარო: opinions.glavred.net




ომის ზღვარზე - რუსეთი უკრაინის საზღვართან ჯავშანტექნიკის რაოდენობას ზრდის

ომის ზღვარზე - რუსეთი უკრაინის საზღვართან ჯავშანტექნიკის რაოდენობას ზრდის
access_time2022-01-20 19:00:25
რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმის ალბათობა ამ დრომდე ნარჩუნდება. მძიმე ტექნიკა და 100 ათასზე მეტი ჯარისკაცი მოსკოვს მეზობელი ქვეყნის საზღვრიდან არ გაჰყავს და კონტიგენტს თითქმის ყოველდღე ცოცხალი ძალითა თუ ჯავშანტექნიკის დამატებითი ერთეულებით ავსებს. დასავლეთი პუტინს სანქციებით ემუქრება, წარსულის გამოცდილება აჩვენებს, რომ კრემლში სანქციების არ ეშინიათ, თუმცა სანქციებსაც გააჩნია, ერთია ალუმინის მომპოვებელი საწარმოს მეწილისთვის ვიზის არ მიცემა და მეორე საერთაშორისო საბანკო გადარიცხვების...

20 იანვარი - ლარის კურსი უმეტეს ვალუტასთან მიმართებით გამყარდა

20 იანვარი - ლარის კურსი უმეტეს ვალუტასთან მიმართებით გამყარდა
access_time2022-01-20 18:00:08
20 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.15 თეთრით 3.0825- მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0800 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.50 თეთრით 3.4980-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.02 თეთრით 4.1990 -მდე, 1000 სომხურ დრამთან კი 1.36 თეთრით 6.3946-მდე, 100 რუსულ რუბლთან 0.66 თეთრით 4.0305-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.08 თეთრით 1.8160-მდე გამყარდა.  თურქულ ლირასთან 0.14 თეთრით 0.2293-მდე...

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2022-01-20 21:00:32
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. თბილისი - 190 მლნ ლარი, ბათუმი - 105 მლნ ლარი, ქუთაისი - 30 მლნ ლარი - მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურული გეგმები საქართველოს მთავრობამ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსია წარადგინა. ბიუჯეტის განახლებული ვერსია ხარჯების ზრდას...

„აირზენას“ შეძენით ჩინური და არაბული კომპანიები არიან დაინტერესებული

„აირზენას“ შეძენით ჩინური და არაბული კომპანიები არიან დაინტერესებული
access_time2022-01-20 20:00:00
„საქართველოს ეროვნული ავიაკომპანიის „აირზენას“ შესაძენად უკვე არის დაინტერესება ჩინური და არაბული კომპანიის მხრიდან“. ამის შესახებ „ჯორჯიან ეარვეისის“ ყოფილმა დირექტორმა, „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯის“ დამფუძნებელმა რომან ბოკერიამ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, ხელშეკრულებით არაბული კომპანიის დასახელება არ შეუძლია, რაც შეეხება ჩინურ მხარეს, ბოკერიას თქმით, „აირზენას“ შეძენით დაინტერესებულია სინჩუანის პროვინციის...

ქეთევან დედოფლის გამზირი იკეტება - სრული რეაბილიტაცია დაიწყო

ქეთევან დედოფლის გამზირი იკეტება - სრული რეაბილიტაცია დაიწყო
access_time2022-01-20 14:55:00
ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაცია დაიწყო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ინფრასტრუქტურული სამუშაოები რამდენიმე ეტაპად წარიმართება, პირველ ეტაპზე კი ქეთევან დედოფლის გამზირზე მიწისქვეშა კომუნიკაციები განახლდება. „ვიწყებთ ქეთევან დედოფლის გამზირის სრულ რეაბილიტაციას. ინფრასტრუქტურული პროექტი...


მსგავსი სიახლეები

up