საერთაშორისო სავაჭრო პალატა გიორგი ცუცქირიძეს ეხმაურება

საერთაშორისო სავაჭრო პალატა გიორგი ცუცქირიძეს ეხმაურება

access_time2020-03-04 16:48:38

საერთაშორისო სავაჭრო პალატის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში, მედიასთან გაკეთებულ კომენტარებში საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ, ბ-ნ ფადი ასლიმ ისაუბრა ა.შ.შ დოლარში საქართველოს ნომინალურ მთლიან შიდა პროდუქტზე, რომელმაც 2013 წელთან შედარებით 2019 წლის განმავლობაში ვარდნა განიცადა.


„მიმდინარე წლის 1-ელ მარტს, ეკონომიკის ექსპერტმა, გიორგი ცუცქირიძემ სხვადასხვა მედიის საშუალებით გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც იგი საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარეს სიცრუეში ადანაშაულებს და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. წერილში ბ-ნ ცუცქირიძე ცდილობს დაამტკიცოს, რომ 2013 წლიდან დღემდე საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ა.შ.შ დოლარში კი არ შემცირდა, არამედ პირიქით, გაიზარდა და ამას ბ-ნ ცუცქირიძე გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტი მსყიდველუნარიანობის პარიტეტის (GDP PPP) შესახებ საკუთარ „ანალიზზე“ დაყრდნობით აცხადებს, მეთოდი, რომელიც ეკონომისტებისათვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რამეთუ ეს მეთოდიკა არ ასახავს რეალურ სურათს.


ICC Georgia-ს სურს განმარტება გააკეთოს შემდეგზე საკითხებზე: საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახური  მთლიან შიდა პროდუქტს (მშპ) ა.შ.შ დოლარში ითვლის ნომინალში და არა მსყიდველუნარიანობის პარიტეტზე დაყრდნობით; იმავეს აკეთებს საერთაშორისო სავალუტო ფონდიც (IMF) საქართველოს შესახებ თავის რეპორტში. 2013 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ა.შ.შ დოლარში მიმდინარე ფასებში იყო 17,2 მილიარდი ჯეოსტატის მიერ მიღებული დათვლის ახალი მეთოდიკის მიხედვით.



2019 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდს ჰქონდა საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ა.შ.შ დოლარში გამოანგარიშება, რომელიც მერყეობდა 15.9-დან 16.6 მილიარდამდე. ჯეოსტატის მიერ გამოქვეყნებულ ციფრებსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშებზე დაყრდნობით, უდაო ფაქტია, რომ 2013 წელთან შედარებით 2019 წელს ა.შ.შ დოლარში საქართველოს ეკონომიკა შემცირდა. საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში, მისი დაარსების დღიდან მოყოლებული დღემდე, იცავს უმაღლეს სტანდარტებს ობიექტურობისა და ინტეგრაციის კუთხით, ხმამაღლა და დაუფარავად საუბრობს ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ გამოწვევებსა და საინვესტიციო კლიმატთან დაკავშირებულ პრობლემებზე, და სააშკარაოზე გამოჰყავს ყველა ის პირი, რომლებიც საკუთარი ვიწრო ინტერესებიდან გამომდინარე ცდილობენ სიმართლის დამახინჯებას.


საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტი საქართველოში არის უმსხვილესი ბიზნეს ორგანიზაცია მსოფლიოში, რომელიც აერთიანებს 6.5 მილიონ ბიზნეს ორგანიზაციასა და 12.000 სავაჭრო პალატას. საერთაშორისო სავაჭრო პალატა რეგულარულად კონსულტაციებს გადის გლობალურ დონეზე ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: G8, G20, მსოფლიო ბანკი, WTO, WCO და UN. საქართველოში, საერთაშორისო სავაჭრო პალატა არის უმსხვილესი და ყველაზე გავლენიანი ბიზნეს ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 350-ზე მეტ კორპორატიულ წევრს, ახალგაზრდული პროექტის სტუდენტებს, 28 ბიზნეს და არასამთავრობო ორგანიზაციას“-აცხადებენ საერთაშორისო სავაჭრო პალატაში.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up