საქართველოს საერთაშორისო რეზერვები $271 მლნ-ით გაიზარდა

საქართველოს საერთაშორისო რეზერვები $271 მლნ-ით გაიზარდა

access_time2020-12-07 17:00:40

ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წელს 24 სავალუტო ინტერვენციის შედეგად $823 მლნ გაყიდა, თუმცა იმავე პერიოდში საერთაშორისო რეზერვების მოცულობა $271 მლნ-ით $3.777 მლრდ-მდე გაიზარდა. მიზეზი ისაა, რომ ამ ხნის განმავლობაში სებ-ი ძირითადად სესხად მიღებული საერთაშორისო დახმარებით ვაჭრობდა და არა რეზერვებით.


ლარის მიმოქცევაში გასვლის მომენტში ეროვნული ბანკის რეზერვები ამჟამინდელზე 22-ჯერ ნაკლებს $171 მლნ-ს შეადგენდა. მაშინ ფულის მასა - M2 დღევანდელთან შედარებით 113-ჯერ ნაკლები იყო და ₾112 მლნ-ს უდრიდა, 86-ჯერ ნაკლები - ₾107 მლნ იყო M1 - ნაღდ ფულს დამატებული მიმდინარე და მოთხოვნამდე დეპოზიტები, M0 - ბანკებს გარეთ არსებული ნაღდი ფული - ₾84 მლნ ლარი ანუ 43-ჯერ ნაკლები. რაც შეეხება M3-ს (M0+M1+M2+გრძელვადიანი დეპოზიტები, სახელმწიფო ობლიგაციები და სადეპოზიტო სერთიფიკატები) 216-ჯერ ნაკლებს ₾131 მლნს. ეს გასაკვირი არცაა მაშინდელი $2.7 მლრდ-იანი ეკონომიკა მთლიანად ნაღდ ფულზე იყო აგებული. ერთადერთი რაც ამ 25 წლის განმავლობაში არ შეცვლილა ეს ოქროს რეზერვებია, რომლის მოცულობაც მაშინაც და ახლაც 0-ს შეადგენს.


რეზერვების მოცულობა ყოველთვის მზარდი არ ყოფილა 1998 და 1999 წლებში ის $97 მლნ-მდეც კი შემცირდა. მკვეთრი ზრდა 2004 წლიდან დაიწყო. 3 წელიწადში 2004 წლის მარტიდან 2007 წლის მარტამდე რეზერვების მოცულობა $236 მლნ-დამ $1 მლრდ-მდე გაიზარდა. 2009 წელს $2 მლრდ-ს გადასცდა, 2013 წელს - $3 მლრდ-ს. 2020 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით რეზერვების მოცულობა რეკორდულ ნიშნულს - $3.932 მლრდ-ს გაუტოლდა.


რეზერვების 94.8% უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ ფასიან ქაღალდს - $2.544 მლრდ და ნაღდ ფულს - $1.037 მლრდ წარმოადგენს, დარჩენილი 5.2% - $199 მლნ სპეციალური სესხის უფლებებია.

 

გიორგი ელიზბარაშვილი


თეგები:
რეზერვები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up